“ბარსელონამ” გასულ კვირაში სატრანსფერო სტრატეგია შეცვალა. მას შემდეგ, რაც ლუის დიასთან მოლაპარაკებები გაჭიანურდა, ხოლო ნიკო უილიამსმა კატალონიაში გადასვლის დიდი სურვილი დააფიქსირა, კლუბმა პრიორიტეტად ბასკი გარემარბი დასახა. შესაბამისად, მარკუს რაშფორდი, რომელიც შედარებით “იაფ ალტერნატივად” მოიაზრებოდა, ამ ეტაპზე უკანა პლანზე გადავიდა.
უილიამსმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი “ბარსელონასთან” და პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამაც მიანიშნა, რომ შესაძლებელი იქნება მისი 58-მილიონიანი გამოსასყიდის გადახდაც, თუკი კლუბი ფინანსურ ბალანსს მოაგვარებს.
ლუის დიასის რეაქცია
Mundo Deportivo-ს ცნობით, ლუის დიასმა გაიგო, რომ ის “ბარსელონასთვის” პრიორიტეტული არჩევანი აღარ არის. მიუხედავად ამისა, ის იმედს არ კარგავს, რომ კატალონიაში მაინც აღმოჩნდება. მისი მთავარი არგუმენტი კი გოლების გატანის უნარია.
თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ლივერპული დიასს 70-80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებს, რაც “ბარსელონასთვის” სერიოზული ბარიერია. დიასი ჯერჯერობით არც ადასტურებს და არც უარყოფს ტრანსფერის სურვილს.
მარკუს რაშფორდი ბრძოლას არ წყვეტს
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს მარკუს რაშფორდს ჯერ კიდევ სჯერა, რომ “ბარსელონაში” გადასვლას შეძლებს – თუნდაც ნიკო უილიამსის ტრანსფერის შემდეგ. ინგლისელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ თავადაც დაუკავშირდა “ბარსელონას”, რათა კვლავ დაედასტურებინა თავისი სურვილი.
რაშფორდი ‘ბარსელონასთვის” რობერტ ლევანდოვსკის ალტერნატივად განიხილება და მისი მრავალპოზიციურობა (შესაძლებლობა, ითამაშოს შეტევის სამივე ხაზზე) კლუბისთვის სასარგებლო თვისებად მიიჩნევა. ცნობილია, რომ ფეხბურთელი ბოლომდე იბრძოლებს კატალონიაში მოსახვედრად.
რეალურია თუ არა რაშფორდისა და ვილიამსის ერთდროული ტრანსფერი?
მარკუს რაშფორდის “ბარსელონაში” გადასვლა ნამდვილად რეალისტურია, თუ ეს იჯარისა და გამოსყიდვის უფლების ფორმატში მოხდება, რაც კლუბის სტრატეგიაში ჯდება, თუმცა მისი ტრანსფერი ალბათ საჭიროებს ფერან ტორესის წასვლას, რომელსაც კლუბში დარჩენა უნდა. ტორესი წინა სეზონში ხშირად იწოდებოდა როგორც ლევანდოვსკის ალტერნატივა და არაერთ შეხვედრაში ნომერ 9-ის პოზიციაზეც საიმედოდ ითამაშა.
ორივე მოიყვანონ, მარცხნივ რაფინიას შემცვლელი არ ჰყავდა. ახლა მაინც შუაში დადგება და ნიკო-რაშფორდი გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას.
კაი იქნება