workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მარკუს რაშფორდს ბარსელონაში გადაბარგების იმედი კვლავ აქვს

მარკუს რაშფორდს ბარსელონაში გადაბარგების იმედი კვლავ აქვს

“ბარსელონამ” გასულ კვირაში სატრანსფერო სტრატეგია შეცვალა. მას შემდეგ, რაც ლუის დიასთან მოლაპარაკებები გაჭიანურდა, ხოლო ნიკო უილიამსმა კატალონიაში გადასვლის დიდი სურვილი დააფიქსირა, კლუბმა პრიორიტეტად ბასკი გარემარბი დასახა. შესაბამისად, მარკუს რაშფორდი, რომელიც შედარებით “იაფ ალტერნატივად” მოიაზრებოდა, ამ ეტაპზე უკანა პლანზე გადავიდა.

უილიამსმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი “ბარსელონასთან” და პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამაც მიანიშნა, რომ შესაძლებელი იქნება მისი 58-მილიონიანი გამოსასყიდის გადახდაც, თუკი კლუბი ფინანსურ ბალანსს მოაგვარებს.

ლუის დიასის რეაქცია

Mundo Deportivo-ს ცნობით, ლუის დიასმა გაიგო, რომ ის “ბარსელონასთვის” პრიორიტეტული არჩევანი აღარ არის. მიუხედავად ამისა, ის იმედს არ კარგავს, რომ კატალონიაში მაინც აღმოჩნდება. მისი მთავარი არგუმენტი კი გოლების გატანის უნარია.

თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ლივერპული დიასს 70-80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებს, რაც “ბარსელონასთვის” სერიოზული ბარიერია. დიასი ჯერჯერობით არც ადასტურებს და არც უარყოფს ტრანსფერის სურვილს.

მარკუს რაშფორდი ბრძოლას არ წყვეტს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს მარკუს რაშფორდს ჯერ კიდევ სჯერა, რომ “ბარსელონაში” გადასვლას შეძლებს – თუნდაც ნიკო უილიამსის ტრანსფერის შემდეგ. ინგლისელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ თავადაც დაუკავშირდა “ბარსელონას”, რათა კვლავ დაედასტურებინა თავისი სურვილი.

რაშფორდი ‘ბარსელონასთვის” რობერტ ლევანდოვსკის ალტერნატივად განიხილება და მისი მრავალპოზიციურობა (შესაძლებლობა, ითამაშოს შეტევის სამივე ხაზზე) კლუბისთვის სასარგებლო თვისებად მიიჩნევა. ცნობილია, რომ ფეხბურთელი ბოლომდე იბრძოლებს კატალონიაში მოსახვედრად.

რეალურია თუ არა რაშფორდისა და ვილიამსის ერთდროული ტრანსფერი?

მარკუს რაშფორდის “ბარსელონაში” გადასვლა ნამდვილად რეალისტურია, თუ ეს იჯარისა და გამოსყიდვის უფლების ფორმატში მოხდება, რაც კლუბის სტრატეგიაში ჯდება, თუმცა მისი ტრანსფერი ალბათ საჭიროებს ფერან ტორესის წასვლას, რომელსაც კლუბში დარჩენა უნდა. ტორესი წინა სეზონში ხშირად იწოდებოდა როგორც ლევანდოვსკის ალტერნატივა და არაერთ შეხვედრაში ნომერ 9-ის პოზიციაზეც საიმედოდ ითამაშა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • me da barca
    schedule 21 ივნ 2025, 00:27
    #20

    რას გადაგვეკიდა ეს რაშფორდი. როცა მანჩესტერიდან მოიშორეს მერე მოუნდა ბარსაში. ეს რომ კარგი იყოს მყიდველები რიგში დადგებოდნენ. ვიცი ბევრია აქ ამის მოსვლის მსურველი, მაგრამ მე არ მომწონს ეს და მომკალით. იჯარით თუ მოვა გამოსყიდვის ვალდებულების გარეშე, კიდევ ჰო. თუ გაამართლებდა დატოვებდნენ, თუ არადა იალა.

  • nika 54
    schedule 20 ივნ 2025, 16:14
    #19

    ამის საცოდაობით დავიწვი მოკლედ, ტიპს როგორ უნდა ბარსაში თამაში. არ შეიძლება 1 სეზონი იჯარით გამოსცადონ? ეგება დაბდღვნას ყველაფერი ისეა მოწადინებული.

  • Mascerano
    schedule 20 ივნ 2025, 12:31
    #18

    ნიკოში ამდენი ფულის გადაყრას ჯობია რაშფორდი მოიყვანონ იჯარით და ფორვარდი იყიდონ, რაშფორდი ნიკოს ბევრად ჯობია, უბრალოთ ათამაშება უნდა, დრიბლინგი დარტყმა გოლის ალღო ყველაფერში მაგარია. გუნდი 38 წლის ლევანდოვსკის იმედათაა და ამათ ნიკო მოყავთ რომელიც სეზონში 3-5 გოლამდე იტანს. ეს უაზრო ტრანსფერებია მიზეზი იმისა რომ ლიგას ვერ ვიგებთ. გაყიდვებში რა დოდოებიც არიან ყველამ ვიცით.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 20 ივნ 2025, 12:12
    #17

    არ გვჭირდება რაშფორდი

  • Don_Andresito
    schedule 20 ივნ 2025, 08:31
    #16

    ციტატა: Giorgi17

    ციტატა: Messi 10
    Roony Bardghji – ეს ვინაა იცით ვინმემ ბარსა დაუკავშირდაო რომანომ. ფორვარდია რაც ვნახე


    ძალიან მაგაარი ტალანტიაა ბარსას სტილს დააკვდება ნეტა მოიყვანონ ეს, ამის თამაშებს ორი სეზონია ვადევნებ თვალს და ძალიან მაგარი ბიჭია


    იამალის პოზიციაა თორე უნიჭიერესი ბიჭია. ლიგაზე იფრინა წინა წელს

  • Giorgi17
    schedule 20 ივნ 2025, 02:36
    #15

    ციტატა: Messi 10
    Roony Bardghji – ეს ვინაა იცით ვინმემ ბარსა დაუკავშირდაო რომანომ. ფორვარდია რაც ვნახე


    ძალიან მაგაარი ტალანტიაა ბარსას სტილს დააკვდება ნეტა მოიყვანონ ეს, ამის თამაშებს ორი სეზონია ვადევნებ თვალს და ძალიან მაგარი ბიჭია

  • Messi 10
    schedule 20 ივნ 2025, 00:44
    #14

    Roony Bardghji – ეს ვინაა იცით ვინმემ ბარსა დაუკავშირდაო რომანომ. ფორვარდია რაც ვნახე

  • Vamsdreini.1
    schedule 20 ივნ 2025, 00:37
    #13

    იამალი ნეიმართან ერთად გულაობს და იმედია იმ მაიმუნივით არ გამოსირდება

  • Bakero
    schedule 20 ივნ 2025, 00:19
    #12

    ჰაჰა მესი heart_eyes heart_eyes ჯარიმა იგივეა რა heart_eyes ც პენალტი smiley

  • Barca
    schedule 20 ივნ 2025, 00:19
    #11

    გოოოლ

  • Barca
    schedule 19 ივნ 2025, 23:56
    #10

    უილიამსზე კონტრაქტო შეათანხმესო ფაბრიციომ

  • La Pulga10
    schedule 19 ივნ 2025, 23:19
    #9

    რამდენი ხანია არ მიყურებია მესის თამაშისთვის. ცრემლი მადგება რო ვუყურე. ერთი სეზონი დააბრუნონ და ღირსეულად გაუშვან რა მოხდება.

    რა უნდა ამ სა*ლეეთში ტიპი თავისუფლად გაქაჩავს ეხლაც ტოპ ლიგაში.

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 19 ივნ 2025, 23:17
    #8

    ნიკოსთან ერთად ძაან მაგარი იქნება,პროსტა ნიკო თუ მოყავთ მერე პრიორიტეტი ფლანგის მცველი უნდა იყოს მარა სკამისთვის ფორტიც არი,გარსიაც და მარტინიც კი გლახაობს. მოიყვანონს ეს სეზონი დიდია,წელს გადავრჩით ტრავმებს მარა ლევის ტრავმამ ბოლოს გვიწია,წინა ხაზი ვეღარ გაძვრება ეგრე მარტივად მომავალში და იყოს სკამი ძლიერი

  • Wesleyy
    schedule 19 ივნ 2025, 23:09
    #7

    აუუ მოიყვანონნ რაა ტიპი იხვეწებაა იმენაა ასეთ კაი ზამენასს სად ნახავეენ იაფად თან იმნაირს რო მარცხნივ მარჯვნივ და ფორვარდად თანაბრად მაგარიაა ხან იამალს დაასვენევს ხან ნიკოს ხან ლევანას მოკლედ სკამზე ფერანა რაშფორდიი მშვენიერი ვარიანტია

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივნ 2025, 22:51
    #6

    იჯარით თუ მოიყვანენ ძალიან გამოგვადგება ძაან მესიამოვნებათქო ამის ხილვა მოგატყუებთ მარა უნივერსალია და რა იცი სად გაისვირს თან ფლიკის ხელში

  • Messi 10
    schedule 19 ივნ 2025, 22:36
    #5

    შეიძლება ამის ლევანდოვსკის პოზიციაზე გამოცდა ლევანას აჯობებს ჩემი აზრით

  • Visca barca
    schedule 19 ივნ 2025, 22:25
    #4

    ციტატა: Lasha Mamuladze

    ციტატა: Visca barca
    ზენიტმა დაადონატა ტიკტოკზე ნიკოს ტრანსფერი🤣


    ზენიტი არავის შაერჭოს…😁😁😁


    ამით მაინც გაიხარონ მაგ kleebma

  • Lasha Mamuladze
    schedule 19 ივნ 2025, 22:21
    #3

    ციტატა: Visca barca
    ზენიტმა დაადონატა ტიკტოკზე ნიკოს ტრანსფერი🤣


    ზენიტი არავის შაერჭოს…😁😁😁

  • Visca barca
    schedule 19 ივნ 2025, 21:26
    #2

    ზენიტმა დაადონატა ტიკტოკზე ნიკოს ტრანსფერი🤣

  • Fan
    schedule 19 ივნ 2025, 20:30
    #1

    Nikostan ertad ijarit esec ro daimaton idealuri iqneba da romelime flangis mcveli ufro marcxena