workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ლამინ იამალი ტრანსფერის მოლოდინს აჩენს

ლამინ იამალი ტრანსფერის მოლოდინს აჩენს

ლამინ იამალი აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და სწორედ ასე გამოეხმაურა ბოლო 24 საათში გავრცელებულ ხმებს, რომლებიც ნიკო უილიამსის შესაძლო ტრანსფერს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, უილიამსი “ბარსელონაში” გადასვლას ოცნებად მიიჩნევს და მზად არის ბილბაოს “ატლეტიკს” ამ ზაფხულს დაემშვიდობოს.

ლამინ იამალმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ის და ნიკო უილიამსი ერთად არიან აღბეჭდილნი ესპანეთის ნაკრებში. ამან “ბარსელონას” ფანებში დიდი მოლოდინი შექმნა. ცნობილია, რომ იამალსა და უილიამსს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ  – როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ესპანეთის ნაკრებში მათი დუეტი წარმატებით მუშაობს და გულშემატკივრებს სჯერათ, რომ მათი თანამშრომლობა შეიძლება “ბარსელონაშიც” გაგრძელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ იამალი დიდი ალბათობით შიგნით არსებულ ინფორმაციას არ ფლობს, მისი პოსტი ბევრისთვის სიმბოლო გახდა იმისა, რომ ტრანსფერი რეალურია.

ბარსელონას” ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული უილიამსის ტრანსფერზე – ზოგიერთ მაღალჩინოსანს კვლავ ცუდად ახსენდება ფეხბურთელის მიერ 2024 წელს “ბარსაში” არ გადასვლა. ამ ეტაპზე ლუის დიასი რჩება მარცხენა ფლანგზე პირველ ვარიანტად, რასაც სპორტული დირექტორი დეკუ განიხილავს. თუ ნიკო უილიამსი მართლაც გადავა “ბარსელონაში”, მისი და იამალის ტანდემი კლუბისთვის უდიდეს იმედებს გააჩენს და ქომაგების აღფრთოვანებაც არ დააყოვნებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • Rick Sanchez
    schedule 18 ივნ 2025, 14:55
    #16

    ნიკოს მომყვანები არ არიან ესენი და დიასის იჯარაზე იჩალიჩებენ

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 17 ივნ 2025, 00:27
    #15

    არანაირი დიასი, ნიკოა მოსაყვანი

  • nika 54
    schedule 16 ივნ 2025, 17:52
    #14

    ციტატა: jacky iakovenko

    "Official: Hansi Flick has been named La Liga's Best Coach for 2024/2025 by the Spanish Football Federation's Coaches Committee. He will be honored on Saturday at a ceremony by the Spanish Federation."


    მე მეგონა ანჩელოტის დაასახელებდნენ. იმდენი აქეს წიხლით გაგდებული მწვრთნელი მთლიანად რეალის სასტავმა.

  • MESSI 2017
    schedule 16 ივნ 2025, 17:15
    #13

    ციტატა: jacky iakovenko
    არიქა გახსენით შამპანური !! კლუბის საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურზე ავიდა 😂🤣 და თქვენ კიდე დეკოს და ლაპორტას დედებს უწიოკებთ 😂


    კარგია მოდი ახლა პედრი გავყიდოთ 50 მილიონად როგორც შარშან ცდილობდნენ

  • jacky iakovenko
    schedule 16 ივნ 2025, 16:17
    #12

    ციტატა: Barca

    ციტატა: jacky iakovenko
    არიქა გახსენით შამპანური !! კლუბის საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურზე ავიდა 😂🤣 და თქვენ კიდე დეკოს და ლაპორტას დედებს უწიოკებთ 😂


    სად წაიკითხე ეგ


    თვითონ ბარსამ დაიქსა

  • frenkie dejong21
    schedule 16 ივნ 2025, 16:01
    #11

    ფლიკს ნიკო უნდა მარა დეკომ შეიყო ამ დიასით რასაც ქვია
    აქით კიდე ფლიკს ერიქსენის დარჩენა უნდა დეკო კიდე ყიდის და არაუხოზე ამყარებს იმედებსო, მოკლედ ვერ გავიგე მწვრთნელი ვინაა😃 ამათ დაავიწყდათ ფლიკი რატო წამოვიდა ბაიერნიდან 😃
    ასერომ დროზე დააყენებინონ დეკოს ერთი ადგილი სანამ აქიდანაც გააქციეს ფლიკი :))

  • Barca
    schedule 16 ივნ 2025, 15:53
    #10

    ციტატა: jacky iakovenko
    არიქა გახსენით შამპანური !! კლუბის საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურზე ავიდა 😂🤣 და თქვენ კიდე დეკოს და ლაპორტას დედებს უწიოკებთ 😂


    სად წაიკითხე ეგ

  • jacky iakovenko
    schedule 16 ივნ 2025, 15:44
    #9

    არიქა გახსენით შამპანური !! კლუბის საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურზე ავიდა 😂🤣 და თქვენ კიდე დეკოს და ლაპორტას დედებს უწიოკებთ 😂

  • Wesleyy
    schedule 16 ივნ 2025, 15:00
    #8

    აქედანვეე შევეგუოოთ რო ეს ტრანსფერი ჩაიშლება რადგანნ დეკო როგორც ყოველთვის ისევ თოხლავს რაღაცას და წაართმევს ფეხბურთს ლამინი ნიკოს დუეტს

  • Barca
    schedule 16 ივნ 2025, 14:50
    #7

    ციტატა: ზურაბ
    Barca, და ლუის დიასი რითი სჯობს? ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ლუისი ასაკშია მალე 30 გახდებ მერე ღირზ ძვირი მაგ ასაკისთვის და კიდევ იმიტომ რომ არის ტრამვამიდრეკილი. ეს ახალგაზრდაა საკმაოდ ტექნიკური და იამალთანცდა პედრისთან შეწყობილი რაც დამატებითი პლიუსია. რავიცი კვარაცხელია რომ ყოფილიყო კი მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს ყველაზე კარგი ტრანსფერია რა სიაც გვაქვს მაგ პოზიციაზე


    ციტატა: Lasha Mamuladze

    ციტატა: Barca
    ლუის დიასს რო ამას ამჯობინებ ეგეთს რა უნდა სპორტულ დირექტორად


    არამგონიაა ვინმე იმას
    ფიქრობდეს ბარსაში რომ ლუის დიასი ამას ჯობიაა, მე
    უბრალოდ მგონია რომ რაღაც ხრიკებს მიმართავენ, ვილიამსი რომ სასურველი ფეხბურთელი ისევ ბარსელონას ფეხბურთელებისთვის ეგ ფაქტია და უფრო რეალურიც….რაღაც მანიპულაციები მგონია
    მე…ფლიკს არამგონია დიასი ერჩივნოს ვილიამსს


    მეც მაგას ვამბობ ლუის დიასი რო ამას ურჩევნიათ ეგეთებს რა უნდათქო შტაბში 😂😂 აშკარად სხვანაირად გაიგეთ😂😂

  • jacky iakovenko
    schedule 16 ივნ 2025, 14:36
    #6

    ლამინას რო შეეკითხებიან ხვალ რა დღეაო აი იმ ბორდის ჭკუა ვატირე მე 🤣😂არც ლაპორტას უნდა და არც დეკოს და მართლებიც არიან, ეს საფეხბურთო კლუბია და არა მეგობრობის კლუბი 😂მარა მეორეს მხრივ სამ #ეს შორის ისევ ნიკო იყოს ჯობია თუ მოსაყვანია ეს ახალგაზრდა მაინც არის და სწრაფი😂

    ციტატა: jacky iakovenko
    ლამინას რო შეეკითხებიან ხვალ რა დღეაო აი იმ ბორდის ჭკუა ვატირე მე 🤣😂არც ლაპორტას უნდა და არც დეკოს და მართლებიც არიან, ეს საფეხბურთო კლუბია და არა მეგობრობის კლუბი 😂მარა მეორეს მხრივ სამ #ეს შორის ისევ ნიკო იყოს ჯობია თუ მოსაყვანია ეს ახალგაზრდა მაინც არის და სწრაფი😂


    "Official: Hansi Flick has been named La Liga's Best Coach for 2024/2025 by the Spanish Football Federation's Coaches Committee. He will be honored on Saturday at a ceremony by the Spanish Federation."

  • Lasha Mamuladze
    schedule 16 ივნ 2025, 14:29
    #5

    ციტატა: Barca
    ლუის დიასს რო ამას ამჯობინებ ეგეთს რა უნდა სპორტულ დირექტორად


    არამგონიაა ვინმე იმას
    ფიქრობდეს ბარსაში რომ ლუის დიასი ამას ჯობიაა, მე
    უბრალოდ მგონია რომ რაღაც ხრიკებს მიმართავენ, ვილიამსი რომ სასურველი ფეხბურთელი ისევ ბარსელონას ფეხბურთელებისთვის ეგ ფაქტია და უფრო რეალურიც….რაღაც მანიპულაციები მგონია
    მე…ფლიკს არამგონია დიასი ერჩივნოს ვილიამსს

  • ზურაბ
    schedule 16 ივნ 2025, 14:24
    #4

    Barca, და ლუის დიასი რითი სჯობს? ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ლუისი ასაკშია მალე 30 გახდებ მერე ღირზ ძვირი მაგ ასაკისთვის და კიდევ იმიტომ რომ არის ტრამვამიდრეკილი. ეს ახალგაზრდაა საკმაოდ ტექნიკური და იამალთანცდა პედრისთან შეწყობილი რაც დამატებითი პლიუსია. რავიცი კვარაცხელია რომ ყოფილიყო კი მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს ყველაზე კარგი ტრანსფერია რა სიაც გვაქვს მაგ პოზიციაზე

  • შექსპირა
    შექსპირაflag გულშემატკივარი
    schedule 16 ივნ 2025, 14:14
    #3

    ციტატა: ani-messi-goat
    ეგ გამოაქვეყნა 5 დღის წინ მგონი :დდდდ


    კარგი ხარ ანი, დროული, ფორმაში ხარ ისევ, მიუხედავ იმისა, თუ რა დამართა ჯოკოვიჩმა შენს საყვარელ ჩოგბურთელს, ორჯერ რომ დაუტრიალა 40-15-დან, გემახსოვრება მ

  • ani-messi-goat
    schedule 16 ივნ 2025, 13:23
    #2

    ეგ გამოაქვეყნა 5 დღის წინ მგონი :დდდდ

  • Barca
    schedule 16 ივნ 2025, 13:21
    #1

    ლუის დიასს რო ამას ამჯობინებ ეგეთს რა უნდა სპორტულ დირექტორად