“ბარსელონას” ნახევარმცველი დანი ოლმო ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში “ინტერთან” სტუმრად გასამართი განმეორებითი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარდგა.
“ბარსელონაში” გამარჯვებისთვის მოვედი. უკვე ორი ტიტული მოვიგეთ და კიდევ ორისთვის ვიბრძვით. თავს კარგად ვგრძნობ, მოტივირებული ვარ და მზად ვარ, გუნდისთვის ყველაფერი გავიღო.
როდესაც “ბარსას” შევუერთდი, სეზონის ეს ეტაპი ზუსტად ასე წარმომედგინა.
ფლიკი ჩვენთან ძალიან ახლოსაა. მას მკაფიო მესიჯი აქვს თამაშის ძალიან კონკრეტული იდეით. ყველაფერი შესანიშნავად მიდის. ვიცით ჩვენი თამაშის სტილი და ეს კარგად მუშაობს. არაფრის შეცვლა არაა საჭირო.
სტადიონის ატმოსფერო არ გვაღელვებს. პირიქით, ეს უფრო მეტ მოტივაციას გვმატებს. ვითამაშეთ და მოვიგეთ “სანტიაგო ბერნაბეუზე”, “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, “სიგნალ იდუნა პარკზე”…
“ინტერი” იამალსთვის ორ ფეხბურთელს გამოყოფს? ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს უფრო მეტი სივრცე ექნება. ლამინმა უკვე აჩვენა, რომ შეუძლია, 2 ან თუნდაც 3 მცველს გაუმკლავდეს.
ჩემი რეგისტრაცია? ეს “ბარსაში” გადმოსვლად ღირდა, სინანულის გრძნობა არასდროს მქონია. კლუბისგან 100 პროცენტიანი ნდობა მქონდა. ჩემთან და პაუ ვიქტორთან დაკავშირებით ეს ადმინისტრაციული საკითხი იყო. ახლა აქ ყოფნით ძალიან ბედნიერები ვართ.
“ლა მასიას” გავლენა? დასტურდება, რომ “ბარსელონას” აკადემია მსოფლიოში საუკეთესოა. აქ მოსვლამდე ვიცნობდი ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც პედრი, ფერანი და ლამინი არიან.
გასახდელი წვეულებას ჰგავს… ახალგაზრდა ფეხბურთელები ზეწოლას გვიხსნიან და ჩვენ, ვეტერანები, მათ მიმართულებას ვაძლევთ. შესანიშნავი გუნდი გვყავს და ყველა მოგებისთვის ვართ მომართული.
6 წელი გავიდა “ბარსას” ბოლო ნახევარფინალიდან და 10 წელი – ფინალიდან. მზად ვართ.
მიუხედავად ორივეს გოლებისა, ბევრად მეტი შეეძლოთ.
ძალიან ბევრი რამ იქნება შენზე დამოკიდებული დანი
დრეს ძაკიან მაგართ თამაშს ველი იმედია ფინალში ჩვენ გავალთ და მოვიგებთ კიდეც მთავარია რამე გაუთვალისწინებელს არ ქონდეს ადგილი რომ თავიდანვე არ გაფუჭდეს თამაში.
Ძალიან კლასსნი ხარ დანი, აბა შენი იცი, წარმატებები!!!
თქვენ იცით ბიჭებო, არავინ გაგასამართლებთ დღეს რომ გამოვვარდეთ, იმედი დაგვიბრუნეთ და გაგვახსენეთ ჩვენი მაღალი თამასა. მთავარია იბრძოლოთ, იომოთ და ყველამ მაქსიმუმი დადოთ. ამ ეტაპამდე რაც ვკთამაშეთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და სასწაულებს ველოდებით თქვენგან ✨
ამან და რაფინიამ კარიერის თამაში უნდა დადონ და მოვიგებთ. მთავარია დაცვამ არ ჭამოს.
იმედია ჯოკერის სტატუსს განიმტკიცებ დღეს
ლა მასიას" გავლენა? დასტურდება, რომ "ბარსელონას" აკადემია მსოფლიოში საუკეთესოა.
ნამდვილად საუკეთესო აკადემიააა,
წვიმს, იმედია ხელს არ შეგვიშლის
რა ვეტერანი ბიჯო, 27 ხდები ხვალე;
შეაგდე გამარჯვებისა და გაუკეთე საჩუქარი თავს
ხვალ დედის წიოკი მამის შიმშილი იქნება ომია ომი!
ყველაზე მეტად პირველი 10-15 წუთის მეშინია. უნდა გაუძლოთ, დავალაგოთ თამაში და მერე წავკუზოთ.
ხვალ წმინდა გიორგი გაგვიძღვება ამ ომში.
გიორგობას გილოცავთ ძმებო❤️❤️ ხვალ გამოცდაც მაქ და დარწმუნებული ვარ ინტერი და გამოცდა ერთად მოიჭიმება
მთავარია შანსები გამოვიყენოთ, შანსები კი აუცილებლად იქნება, შესნის რასაც დაურტყამენ ყველაფერი თუ გაუშვა მესი, ალვეში და ალბა პრაიმ ფორმაში რომ დააბრუნო მაინც არაფერი გვიშველის, მთავარია მეკარემ და დაცვამ არ ჩაიჯვას და 2 გოლს სულ ცოტა გავიტანთ. მე მჯერა ფინალში გასვლის. სადაც რეალი 3ჯერ გავიფინეთ ერთხელ ინტერსაც გავუყრით.
მერე რა რომ არ გვყავს ბალდე.
ინტერს ვთხარე ზეგ დილამდე. 😂😂😂❤️❤️
ცენტრი უნდა გავამაგროთ რა წინაზე დეიონგიც არ იყო საიმედო რა მაინც და მაინც მაგრამ ვინგინდა რომ დააყენო სხვა , კრისტენსენს სიამოვნებით დავაყენებდი ხვალ საყრდენად ან დაცვაში , აქვს მაგ კაცს შესაბამისი უნარები და გონება, შეტევამ კაროჩე მართლა რასაც ქვია უნდა იფრინოს რა და იბრძოლონ ყველამ დაცვაში, საშიშია ამ ოფსაიდში ჩატოვებით თამაში ძალიან ინტერთან , აი კუთხრებთან და ზოგადად საჯარიმოში ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ , აქ ზუსტად ვერ გაიტან გაგიტანენ პრინციპი იქნება, ვინც მეტს გაიტანს ის მოიგებს რა, იამალმა ნეტა მინიმუმ წინა მატჩის ნაირად ითამაშოს . მჯერა მაინც რო გავალთ რა და ფლიკს ტაში ძმაო ასეთი მებრძოლი გუნდის გამო რო დარბიან ასე და ფიზიკურადაც რომ შეუძლიათ გაქაჩვა, სეტიენის, კუმანის დროს სადიყო მსგავსი სიტუაცია , ფლიკისნაირი პიზდეცი ტრენერი წლებია არ გვყოლია რომელიც დისციპლინას ანიჭებს მნიშვნელობას, იმედია მოვიგებთ. ვისკა ბარსა
"ახალგაზრდა ფეხბურთელები ზეწოლას გვიხსნიან და ჩვენ, ვეტერანები, მათ მიმართულებას ვაძლევთ" ამის წაკითხვის შემდეგ გამეღიმა, თავის თავს ვეტერანს რომ უწოდებს, მოვიძიე რამდენი წლის იყო და 7 მაისს 27-ის ხდება. ხვალ, საკუთარ თავსაც შეგიძლია საჩუქარო გაუკეთო. პენლემბამდე თუ მივიდა, იქნებ პენლის დარტყმაც მოგიწიოს 00:00 ზე.
ვისკა ბარსა! უნდა გვჯეროდეს გულშემატკივრებსაც, სხვანაირად არ გამოვა