ინტერის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასამართი დაპირისპირების წინ, რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პოლონელი ფეხბურთელი განმეორებითი მატჩის განაცხადში იქნება, მაგრამ სასტარტო შემადგენლობიდან მაინც ფერან ტორესი დაიწყებს.
ამასთან, ელენა კონდისი იუწყება, რომ აღნიშნულ შეხვედრას ალეხანდრო ბალდე გამოტოვებს. ჰანსი ფლიკი მის თამაშს არ გარისკავს, რადგან ტრავმის რეციდივის საფრთხე არსებობს.
ბარსელონას ინტერთან, დაზიანების გამო, არც ჟიულ კუნდე ეყოლება.
Sport-ის ცნობით, გუნდს მალე დაუბრუნდება მარკ კასადო, რომელიც ელ კლასიკოსთვის მზად იქნება.
ახალ სეზონში მინიმუმ ორივე განაპირა მცველი გვჭირდება, თუ ლევანდოვსკის შემცვლელსაც მოიყვანენ ხო საერთოდ ავშენდებით.
წლებია რაც ფლანგების პრობლემა ვერ მოიხსნა. მარჯვენა ფლანგი დანი ალვეშის წასვლის მერე სულ პრობლემურია. ერთი ტერ შტეგენს არ უთამაშია მანდ, თორემ დანარჩენი ვინ არ მოსინჯეს. არც მარცხნივ გვაქვს უკეთ საქმე, მითუმეტეს ალბას მერე. ბალდე დაიმტვრა და დაგვერხა ეგრევე. ბალდე, რომელსაც აქ უმეტესობა აგინებდა და ახლა გავიგეთ მისი ფასი. ბოლობოლო ოდესმე ხომ უნდა დალაგდეს.
ძალიან გაჭირდება
კანსელუ არ იყო გასაშვები
ფლანგების გარეშე თუ ამ ძაღლ ინტერს გავცდით ფლიკისთვის ძეგლი იქნება დასადგმელი
ეუფფ არა და როგორ მეგონა რო ბალდე მაინც მოასწრებდა დაბრუნებას რაააა, აუუ ძაან ტეხავს რააა არც კუნდე არც ბალდე …მოკლედ რააა გაისად კიდე მოსაყვანია ხალხი რაა ეს სკამი არ გვაქ საერთოდ რააა ესე სამივე ტიტულზე გაწევა წარმოუდგენლად რთულია რააა..თან ამ. ნახირ გუნდებს დიდი ძალისხმევა და ენერგია მიაქვთ მაგათ მიაწყდა ძაღლები სულში 🤓…როგორც ბარსას ფანს ძაან დიდი იმედი მაქ რომ ინტერს გაბიბლით, მარა ძააან დაძაბული ვარ და ძაან თოF თამაში იქნება რა