გადატვირთულმა გრაფიკმა დაღი “ბარსელონასაც” დაასვა. სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე კატალონიური კლუბი მნიშვნელოვან ფეხბურთელებს კარგავს.
“რეალ მადრიდთან” და “ინტერთან” გამართული შეხვედრები “ბლაუგრანას” სასტარტო შემადგენლობის წევრებმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და ალეხანდრო ბალდემ გამოტოვეს, გუშინ კი მათ ჟიულ კუნდეც შეუერთდა.
Mundo Deportivo “ბარსელონას” ლაზარეთში არსებულ სიტუაციაზე ბოლო ცნობებს გვაწვდის.
ჟიულ კუნდე
ყველაზე ცუდი ამბავი “ბარსას” შეუცვლელი მარჯვენა მცველის ტრავმაა. კატალონიური მედიის ცნობით ფრანგი უკანახაზელის “ინტერთან” განმეორებით მატჩში მოედანზე ხილვა გამორიცხულია, ასევე მცირე შანსია, მან 11 მაისს “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ ითამაშოს.
ალეხანდრო ბალდე
სამაგიეროდ კარგი ამბები გვაქვს დაცვის საპირისპირო მხარეს. ალეხანდრო ბალდე თითქმის სრულად გამოჯანმრთელდა და მოსალოდნელია, რომ “ინტერთან” განმეორებითი თამაშისთვის ის მზად იქნება.
რობერტ ლევანდოვსკი
მკურნალობის ბოლო ეტაპზეა პოლონელი ბომბარდირიც. Mundo Deportivo-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ მილანში გასამართი განმეორებითი შეხვედრისთვის ლევანდოვსკიც მზად იქნება.
მარკ კასადო
კიდევ ერთი ტრავმირებული მარკ კასადოა. “ლა მასიას” აღზრდილი საყრდენი ნახევარმცველი მკურნალობას განაგრძობს და მისი “ინტერთან” ან “რეალ მადრიდთან” მოედანზე ხილვა თითქმის გამორიცხულია.
ერთი ფაქტია, ძალიან მოკლე სათადარიგო სკამი გვაქვს.
ბალდეს დაბრუნება უფრო მნიშვნელოვანი ამბავია, ვიდრე ლევანდოვსკის, ამ მარტინის დანახვა აღარ მინდა.
ჰაერივით გვჭირდება ბაკდეს დაბრუნება ლევანდოვსკისაც რათქმაუნდა მარა ბალდე უფრო მნიშვნელოვანია
სკამიც გვეყოლება ნორმალური : გარსია, გავი, ოლმო, ლევანდოვსკი
რაფინია – ფერმინი – იამალი
პედრი – დე იონგი
ბალდე – ინიგო – კუბარსი – არაუხო
შესნი
ფერმინის ადგილას ოლმო იქნება. აქ სხვა კითხვა დგას, ფლანგზე გარსია თუ არაუხო. ლევანდოვსკი თუ ძირითადში არ დააყენა მარტო იმიტომ, რომ ტრავმა ახალი მოშუშებული ექნება.
სკამიც გვეყოლება ნორმალური : გარსია, გავი, ოლმო, ლევანდოვსკი
რაფინია – ფერმინი – იამალი
პედრი – დე იონგი
ბალდე – ინიგო – კუბარსი – არაუხო
შესნი
ტორესი ეპიზოდებში თუ აფეთქდება. ისე ლევანდოვსკი 100 თავით ჯობია. 100% მზად თუ იქნება პოლონელი, ძირითადში ვიხილავთ. ფერმინი ზამენის ფეხბურთელია და ეგეც ბევრჯერ დამტკიცდა,ამიტომ მგონია ოლმო იქნება ძირითადში.
სკამიც გვეყოლება ნორმალური : გარსია, გავი, ოლმო, ლევანდოვსკი
რაფინია – ფერმინი – იამალი
პედრი – დე იონგი
ბალდე – ინიგო – კუბარსი – არაუხო
შესნი
..და ფერმინი და ტორესი ჯობიან ოლმო-ლევანდოვსკის??
ფორტი ხო მარჯვენა მცველია, აგერ ვალიადოლიდთან დააყენოს ძირითადში და ნახოს. იქნებ ამართლებს მოლოდინებს. აბა რათ უნდა განაცხადში თუ საერთოდ არ ენდობა?
არაუხოს მარჯვენა მცველობას უფრო განვიხილავ მე კუნდეს არყოფნაში . ეგება რამე მოიგოს მეორე სართულზე. ღმერთი ჩვენსკენ, უეჭველი ვითამაშებთ ფინალს.
ფლანგის მცველად კუბარსი ბევრად აჯობებს არაუხოს მეტად კაი ხედვა და პასი აქვს ერთადერთი კუბარსს რაც აკლია აჩქარება და სისწრაფერ არ უვარგა
არაერთხელ უთამაშია არაუხოს ფლანგის მცველად და დავიჯერო გარსიას ვერ აჯობებს?!🤌🏼😀
შესნი – კუბარსი, ინიგო, გარსია, ბალდე – დე იონგი, პედრი – რაფინია, ოლმო, იამალი – ტორესი.
ამ სასტავით უნდა გავიდეთ ინტერთან
ინტერთან ასე უნდა გავიდეთ ჩემი აზრით.
სკამიც გვეყოლება ნორმალური : გარსია, გავი, ოლმო, ლევანდოვსკი
რაფინია – ფერმინი – იამალი
პედრი – დე იონგი
ბალდე – ინიგო – კუბარსი – არაუხო
შესნი
ბალდეა ყველაზე დიდი დანაკლისი. იმენა ეს მარტინი არაფერში არ ვარგა უკან პასის მეტი არაფერი იცის. 10 კაცით ვიყავით ინტერთან ვაფშე თუ იყო სტადიონზე არ ეგ ვიცი. იმედია ფლიკი მიხვდება რო არაფრის მაქნისია და გაუშვებს ზაფხულში და ვინმეს მოიყვანენ ან დააწინაუროს ვინმე ლა მასიადან მაგას მაინც აჯობებს
კრისტენსენსაც უნდა პრაქტიკა. ეგ, გარსია და ფატი ძირითადშივე უნდა იყვნენ. იამალმა უნდა დაისვენოს აუცილებლად და პედრიმ. მაგათ გარეშეც უნდა მოიგონ ვალიადოლიდთან.
ანუ ატკეტიკოს სცენარიი წავაა აქაც ან ნახ.ფინალშიი ჰო არ ვიცი მთავარია ამ ძაღლ ინტერს სტანდარტულების შანსი არ მივცეთ თორე 2 კუთხური და 2 ვე გოლი მანდ გავიდა სხვა რა გააკეთა ინტერმა სულ 4 დარტყმა ჰქონდა კარში მაგარი უიღბლობაც იყო მეტის გატანა შეგვეძლო ჩვენ
ბარსას პრობლემა იყო ტანდაბალი მცველები, 190 არცერთი არაა და ახლანდელ ფეხბურთში სულ მცირე 190 მაინც უნდა იყოს ცენტრალური მცველი, და ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ ჟერარ მარტინი ბარსელონას კი არა ზოგადად ფეხბურთელი როა.
ანუ ატკეტიკოს სცენარიი წავაა აქაც ან ნახ.ფინალშიი ჰო არ ვიცი მთავარია ამ ძაღლ ინტერს სტანდარტულების შანსი არ მივცეთ თორე 2 კუთხური და 2 ვე გოლი მანდ გავიდა სხვა რა გააკეთა ინტერმა სულ 4 დარტყმა ჰქონდა კარში მაგარი უიღბლობაც იყო მეტის გატანა შეგვეძლო ჩვენ
გარსია ვალიადოლიდთან ძირითადში უნდა იყოს, პრაქტიკა ჭირდება, დიმარკოს გაჩერება ადვილი საქმე არაა. მგონია 1-0 მოვიგებთ იქ
კუნდე ინტერთან არაა ისე კრიტიკულად აუცილებელი, ვინაიდან ინტერს არ ჰყავს ინდივიდუალისტი ფლანგელები, სტანდარტებზე თამაშია მისი მთავარი მისია ინტერთან და ამას წესით გარსიაც გაუმკლავდება. აი რეალთან გაჭირდება კუნდეს გარეშე მბაპე-ვინის გაჩერება, მაგრამ რეალსაც ბევრი ფეხბურთელი აკლია. ყველაზე მაგარი სიახლე ბალდეს და ლევანას დაბრუნებაა, აი ვინ გვაკლია ყველაზე მეტად. კუნდე კი ფინალში დაგვჭირდება(თუ გავედით), პსჟ-ს ვინგერების წინააღმდეგ. კასადოს რაც შეეხება, დე იონგმა თუ ტრავმა არ მიიღო, მარკის კრიტიკული საჭიროება არ დგას, მითუმეტეს რომ საყრდენზე თამაშს უკვე გავიმაც აუღო ალღო
კუნდეს ადგილას აუცილებლად არაუხო უნდა დადგეს ,ბალდეც დაბრუნდა კარგია ახლა ვალიადორიდთან უნდა დავასვენოთ როგორმე პედრი იამალი და მარტინესი