workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ინტერი – მსაჯი ცნობილია

ბარსელონა-ინტერი – მსაჯი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში “ბარსელონასა” და “ინტერს” შორის გასამართი პირველი მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია.

შეხვედრას 42 წლის ფრანგი არბიტრი კლემან ტურპენი გაუძღვება.

ტურპენმა მსაჯობა 2006 წელს დაიწყო, 2008 წლიდან კი მას საფრანგეთის ჩემპიონატი, ლიგა 1, ანდეს. კლემანი 2010 წლიდან FIFA-ს სერტიფიცირებული მსაჯია.

კლემან ტურპენს ჩემპიონთა ლიგაზე 64 თამაშში უმსაჯია, სადაც ის საშუალოდ 0.54 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, 3.59 ყვითელ და 0.19 წითელ ბარათს აჩვენებს.

ფრანგმა არბიტრმა “ბარსას” 4 შეხვედრა განსაჯა. “ბლაუგრანამ” 2 თამაში მოიგო, 2 კი წააგო. ტურპენმა კატალონიელები 9-ჯერ გააფრთხილა, მეტოქე გუნდების ფეხბურთელები კი – 6-ჯერ. მან “ბარსელონას” სასარგებლოდ ერთი პენალტი დანიშნა, ერთიც კი საწინააღმდეგოდ. კლემანს “ბარსას” მატჩებში წითელი ბარათი არ უჩვენებია.

ტურპენისა და “ინტერის” გზები 5-ჯერ გადაიკვეთა. მილანელებმა 2 თამაში მოიგეს, 3 კი წააგეს. კლემანმა “ინტერის” ფეხბურთელებს 9 ყვითელი ბარათი უჩვენა, მოწინააღმდეგეთა მოთამაშეებს კი – 15. ფრანგს “ნერაძურის” სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნავს, საწინააღმდეგოდ – ერთი. ტურპენს “ინტერის” შეხვედრებში არცერთი ფეხბურთელი არ გაუძევებია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • jack slater
    schedule 29 აპრ 2025, 12:13
    #17

    Nabozvari ბაყაყების ჭამია რატო დანიშნეს ბლიად.

  • Bakero
    schedule 29 აპრ 2025, 01:10
    #16

    ციტატა: Barca1980

    ციტატა: Vamsdreini.1
    U19 ტრაბზონსპორს აპობს ფინალში, 2-0 არის და მესამე გოლი პატარა თამაშგარეს გამო გააუქმეს, იამალმა რომ ბენფიკას გაუტანა დაახლოებით ეგეთი გოლი გაიტანა ხუან ერნანდესმა. თან პირველი ტაიმი ახლა დამთავრდა. სილქ უნივერსალზე არის თამაში.

    კუენკა რა მაგარი ბიჭია, ძალიან მაგრა თამაშობს და ამ ალბასაც არაფერი დაეწუნება , მშვენიერი 9 ნომერია.

    კი კუენკა " პრედსეზონკაზე " კარგი იყო აშკარად ჯობდა სერხი დომინგესს მერე ათამაშეს ლიგაზე მგონი და გამოჩნდა რომ ფიზიკურად ძალიან სუსტია დიდებში ისე პასი აქვს ძალიან მაგარი და თან ცაციაა

  • me da barca
    schedule 28 აპრ 2025, 23:54
    #15

    ნამეტანი დაბალ კოეფიციენტს აძლევენ ბარსას ინტერთან და არ მომწონს ეგ ამბავი.

  • Barca1980
    schedule 28 აპრ 2025, 22:03
    #14

    ციტატა: Vamsdreini.1

    ციტატა: Barca1980

    ციტატა: Vamsdreini.1
    U19 ტრაბზონსპორს აპობს ფინალში, 2-0 არის და მესამე გოლი პატარა თამაშგარეს გამო გააუქმეს, იამალმა რომ ბენფიკას გაუტანა დაახლოებით ეგეთი გოლი გაიტანა ხუან ერნანდესმა. თან პირველი ტაიმი ახლა დამთავრდა. სილქ უნივერსალზე არის თამაში.

    კუენკა რა მაგარი ბიჭია, ძალიან მაგრა თამაშობს და ამ ალბასაც არაფერი დაეწუნება , მშვენიერი 9 ნომერია.


    კი კუენკა მართლა მაგრად თამაშობს, ხუან ერნანდესის მაგრად მომწონს, საკმაოდ ტექნიკური არის და კაი პასიც აქვს, ეტყობა ცოტა ხისტია, ტექნიკური გავი არის რა. 10 ნომერი მაგარი ტანკია, 19 წლისაა თუ 39 ეგაა საქმე.

    19 წლამდელებმა გაჭრეს ლენტი, იმედია დანარჩენებიც მხარს აუბამენ და უმაგრესი იქნება თუ სამი ტრებლის შესრულებას შეძლებენ.

  • mari
    schedule 28 აპრ 2025, 21:54
    #13

    ბარსას ფანებო, ძალიან გთხოვთ ამ საფეხბურთო საიტზე არ ახსენოთ "ნაც-ქოცური" ტერმინები, აქ მაინც დავისვენოთ პოლიტიკისგან..სად ფეხბურთი და სად პოლიტიკა?!!!
    angry angry angry

  • Vamsdreini.1
    schedule 28 აპრ 2025, 21:24
    #12

    ციტატა: Barca1980

    ციტატა: Vamsdreini.1
    U19 ტრაბზონსპორს აპობს ფინალში, 2-0 არის და მესამე გოლი პატარა თამაშგარეს გამო გააუქმეს, იამალმა რომ ბენფიკას გაუტანა დაახლოებით ეგეთი გოლი გაიტანა ხუან ერნანდესმა. თან პირველი ტაიმი ახლა დამთავრდა. სილქ უნივერსალზე არის თამაში.

    კუენკა რა მაგარი ბიჭია, ძალიან მაგრა თამაშობს და ამ ალბასაც არაფერი დაეწუნება , მშვენიერი 9 ნომერია.


    კი კუენკა მართლა მაგრად თამაშობს, ხუან ერნანდესის მაგრად მომწონს, საკმაოდ ტექნიკური არის და კაი პასიც აქვს, ეტყობა ცოტა ხისტია, ტექნიკური გავი არის რა. 10 ნომერი მაგარი ტანკია, 19 წლისაა თუ 39 ეგაა საქმე.

  • Barca1980
    schedule 28 აპრ 2025, 21:18
    #11

    ციტატა: Vamsdreini.1
    U19 ტრაბზონსპორს აპობს ფინალში, 2-0 არის და მესამე გოლი პატარა თამაშგარეს გამო გააუქმეს, იამალმა რომ ბენფიკას გაუტანა დაახლოებით ეგეთი გოლი გაიტანა ხუან ერნანდესმა. თან პირველი ტაიმი ახლა დამთავრდა. სილქ უნივერსალზე არის თამაში.

    კუენკა რა მაგარი ბიჭია, ძალიან მაგრა თამაშობს და ამ ალბასაც არაფერი დაეწუნება , მშვენიერი 9 ნომერია.

  • Vamsdreini.1
    schedule 28 აპრ 2025, 20:54
    #10

    U19 ტრაბზონსპორს აპობს ფინალში, 2-0 არის და მესამე გოლი პატარა თამაშგარეს გამო გააუქმეს, იამალმა რომ ბენფიკას გაუტანა დაახლოებით ეგეთი გოლი გაიტანა ხუან ერნანდესმა. თან პირველი ტაიმი ახლა დამთავრდა. სილქ უნივერსალზე არის თამაში.

  • Fc Barca Batumi
    schedule 28 აპრ 2025, 20:12
    #9

    ფლიკი ინტერს მსაჯიანად შეჭამს და გაანადგურებს და ახლა იბააასეთ და რა აზრი აქვს ვინ იქნბა მსაჯი?!… barca-1 barca-5 barca-2

  • Vamsdreini.1
    schedule 28 აპრ 2025, 19:50
    #8

    ძაან მაგარი მასაჯია, ამან განსაჯა შარშან რელი და ბაიერნი და ერთი არასწორი არ გაუკეთებია, მერე მარჩინიაკმა ჩააჯვა საქმეში.

  • Albicelecte
    schedule 28 აპრ 2025, 17:57
    #7

    ციტატა: Golden boy
    რომასთან იმ ავადსახსენებელ მატჩში ამან იმსაჯა, ის ერთი თერთმეტმეტრიანიც პიკეზე რო დანიშნა ეტყობოდა რო არ უნდოდდა დადება, მაგრამ მაინც დადო, დარღვევა აშკარა იყო და გაიტანა კიდეც დეროსიმ, რო მახსენდება სულ ჟრუანტელი მივლის. საბოლოო ჯამში კარგი მსაჯია ჩვენთან ყოველთვის ნეიტრალურს იჭერს ხოლმე.


    კარგი მსაჯია, თანაც ვიდეოგამეორებაც ეხმარება, ანუ საგანგაშო არაფერია
    იქ დასადები იყო და დადო; ამის ბრალი არაა თუ პიკე ქოცია

  • Golden boy
    schedule 28 აპრ 2025, 17:20
    #6

    რომასთან იმ ავადსახსენებელ მატჩში ამან იმსაჯა, ის ერთი თერთმეტმეტრიანიც პიკეზე რო დანიშნა ეტყობოდა რო არ უნდოდდა დადება, მაგრამ მაინც დადო, დარღვევა აშკარა იყო და გაიტანა კიდეც დეროსიმ, რო მახსენდება სულ ჟრუანტელი მივლის. საბოლოო ჯამში კარგი მსაჯია ჩვენთან ყოველთვის ნეიტრალურს იჭერს ხოლმე.

  • პენდრაგონი
    schedule 28 აპრ 2025, 16:51
    #5

    მაღალი დონის არბიტრია

  • Lasha Tchelidze
    schedule 28 აპრ 2025, 16:16
    #4

    კარგი მსაჯია

  • me da barca
    schedule 28 აპრ 2025, 15:27
    #3

    იმედია ეს იქნება ინტერისთვის მეოთხე წაგება.

  • Albicelecte
    schedule 28 აპრ 2025, 15:13
    #2

    ციტატა: nika 54
    არ მომწონს ეს კაცი, ძალიან მკაცრობს და მეტი შეცდომები მოსდის. ალბათ არც ბარსა არ ენდომება პსჟ-ს შეხვდეს ფინალში.


    სამხრეთ საფრანგეთიდანაა, ლიონიდან;
    სავარაუდოდ უნდა ეკიდოს პსჟ

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2025, 15:08
    #1

    არ მომწონს ეს კაცი, ძალიან მკაცრობს და მეტი შეცდომები მოსდის. ალბათ არც ბარსა არ ენდომება პსჟ-ს შეხვდეს ფინალში.