ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნიკო კოვაჩი: ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია

ნიკო კოვაჩი: ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია

“დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონასთან” სტუმრად დაპირისპირების წინ კომენტარს აკეთებს.

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია, მაგრამ ნურავის დაავიწყდება, რომ შარშან ფინალისტები ვიყავით.

ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე მეოთხედფინალში ხარ. ეჭვგარეშეა, რომ ნახევარფინალში გასვლის შანსი გვაქვს.

აქ მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ. გვინდა, კარგად ვითამაშოთ და სახლში დადებითი შედეგით დავბრუნდეთ.

იამალი შესანიშნავი ფეხბურთელია. ვიცით, რომ ლამინი სახიფათო მოთამაშეა და მის შეჩერებას უნდა ვეცადოთ, მაგრამ ეს გუნდურად უნდა გავაკეთოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 10 აპრ 2025, 12:00

    "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია, მაგრამ ნურავის დაავიწყდება, რომ შარშან ფინალისტები ვიყავით".
    აი მაგ წინადადების მეორე ნაწილი არ უნდა გეთქვა, შენ ლომები გააღვიძე და ფრთხილად იყავი.

  • me da barca
    schedule 09 აპრ 2025, 22:06

    ბაიერნის მწვრთნელი და თანაშემწე ერთმანეთის პირისპირ.
    ეს მომენტი მოტივაციისთვის გამოადგება ფლიკს.

  • nika 54
    schedule 09 აპრ 2025, 16:15

    ვიცით, რომ ლამინი სახიფათო მოთამაშეა და მის შეჩერებას უნდა ვეცადოთ, მაგრამ ეს გუნდურად უნდა გავაკეთოთ.
    როგორც ბრაზილიელები რო აკეთებდნენ არგენტინასთან თამაშის დროს?
    როგორც ერთი ბრაზილიელი ყვებოდა, ჩვენ გუნდურათ რიგ-რიგობით ვჯარიმდებოდით ლეოზე, რო წითელი არ აგვეკიდებინაო.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 09 აპრ 2025, 15:41

    ახლა ტვინს ნუ წაიღებთ, წყნარად და მშვიდად უნდა წააგოთ

  • Rick Sanchez
    schedule 09 აპრ 2025, 14:51

    მინიმუმ 2 ბურთიანი სხვაობით მოსაგები თამაშია.

  • ზებულონი
    schedule 09 აპრ 2025, 14:03

    გადაიკუზებით და კამავინგა მოგხვდებათ საკუარში კატალონიურად.😀

  • Lasha Tchelidze
    schedule 09 აპრ 2025, 13:38

    3-0 ან 4-1 დღეს

  • La Pulga10
    schedule 09 აპრ 2025, 13:29

    არ გეწყიბოს ჯიგარო მარა გადაიკუზებით დღეზ უსასტიკესად.

  • Lasha Mamuladze
    schedule 09 აპრ 2025, 13:03

    ეგეთი გავარდნით რო გახვედით ფინალში მაგიტო მოიგეთ…😎😎 ამ დორტმუნდს თუ ბარსამ დღეს დიდი ანგარიშით არ მოუგო მაშინ პრეტენზიაა ტრებლზეე არ უნდა ქონდეს…იმედია არ გავატანინრბთ ამათ გოლრბს საკუთარი შრცდომების ხარჯზე რაც ბევრჯერ მოხდა აკ სეზონში….