ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში “დორტმუნდთან” დაპირისპირების წინ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარდგა.
ვფიქრობ, 1/4-ფინალში გასვლა ყველას სურს. კარგად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ეს რთული იქნება, რადგან “დორტმუნდი” ძალიან თავდაჯერებულია.
სანაკრებო მატჩების შემდეგ რაფინია დავასვენეთ, მაგრამ ის შესანიშნავად ვარჯიშობს, ისე, როგორც აქამდე. ის აქტიური, დინამიკურია… რაფინია ხვალინდელი შეხვედრისთვის მზადაა.
ჩემპიონთა ლიგაზე მასპინძლობა ყოველთვის უკეთესია, რადგან უკეთ ვთამაშობთ. ჩემი გუნდის მჯერა. კარგ ფორმაში ვართ.
არ ვიცი, კარგია თუ არა, რომ მე და ნიკო კოვაჩი ერთმანეთს ასე კარგად ვიცნობთ. ის ძალიან კარგი მწვრთნელია.
კალენდარი? ახლანდელ სიტუაციაზე ფოკუსირება მნიშვნელოვანია. ვხედავთ, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი იღლება, მაგრამ განრიგი არანაირ პრობლემას არ გვიქმნის.
“დორტმუნდი” ტრავმების გამო დასუსტებული არაა. კოვაჩი კარგი დაცვისა და მთლიანობაში, კარგი გუნდის ჩამოყალიბებას შეძლებს.
აშკარაა, როგორ გვინდა თამაში და ჩემპიონთა ლიგაზე შორს წასვლა. იმისათვის, რომ წინსვლა გვქონდეს, ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა გავამახვილოთ.
ოლმოს რეგისტრაცია? “დორტმუნდთან” მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და მხოლოდ ამაზე ვართ ფოკუსირებულები. რაც შეეხება სხვა ყველაფერს, კლუბის სრული ნდობა მაქვს.
აქამდე მოვედით და გვინდა, რომ არ გავჩერდეთ. ვიცით, რომ გაგვიჭირდება, რადგან “დორტმუნდი” ძალიან სტაბილურია.
“დორტმუნდი” შეტევაში თავის ძლიერ მხარეებს ძალიან კარგად იყენებს. უნდა ვეცადოთ, მათი შეტევები გავაკონტროლოთ და ასევე პრესინგს მივმართოთ.
ოლმო რა? ტებასს ხო უთხრეს უკვე მეორედ ტრაკი დააყენეო, ჩვენ სპორტში თანაბარი პირობებით თამაშის მომხრები ვართო.
და ეს საკითხი აღარ განიხილებაო.
კომფორტული უპირატესობით უნდა ჩავიდეთ დორტმუნდში, სიგნალ იდუნა პარკზე გაგვიჭირდება წესით.
ადეიემი გიტენსი და გირასი ძაან სახიფათო ტრიოა,თუ სწრაფი გარემარბები აგვიწიოკებენ ამოწეულ დაცვას და თამაშგარის მახე არ იმუშავებს გადასაწყობადაც მზად უნდა ვიყოთ
ნეტა ლევანა თუ გაიტანს აღნიშნავს თუ არა
კი 🤝🏻
მადლობა ძმაო❤️
მსაჯი უწო*ს იმენა რეალს არაფრის დიდებით ჯარიმა არ დადო არსენალის სასარგებლოდ
კი 🤝🏻
პატივისცემა ყველა მეტოქეს რომელსაც ბარსა ხვდება…უბრალოდ ეს ეტაპი უნდა დაძლიოს გუნდმა მეტოქის მიუხედავად, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს…ასე, რომ ხვალ ბარსას მოგებას ველოდები თან დიდი ანგარიშით…სიგნალ იდუნაზე არ იქმება მარტივი თამაში…
რეალისა და არსენალის თამაში 23:00 სთ ზეა დღეს?
მოდუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მომენტების 105% უნდა გამოიყენონ და თუ ცარიელი არის პარტნიორი პასი მისცენ, შარშან დაიწყო ყველამ მისი ეგოს დაკმაყოფილებისთვის თამაში და ბოლოს დორტმუნდი გავიდა ფინალში და პსჟ გამოსვეს ტრაკში.
ხვალიდან იწყება უკვე სეზონის კულმინაცია და ჩვენი ნერვიულობაც…, ამ სეზონზე ენა როგორ უნდა მომიბრუნდეს, ამ პატარა "ღლაპებმა" ისევ თამაშის ყურების სურვილი დამიბრუნეს, დღეებს და საათებს ვითვლი ამათი თამშის მოლოდინში, რომ ცოტახნით მაინც მოვწყდე ყოველდღიურ რუტინას (როცა თამაში იწყება, ვთიშავ ყველანაირ სოც ქსელს, მგონია რომ მეც ამათთან ერთად ვთამშაობ), რისთვისაც მიყვარს ეს გუნდი, ვატყობ ისევ იმ მორევში ვბრუნდები მე პირადად, თავის დროზე რომ "მომწამლეს" ამ გუნდის სიყვარულით. ვფიქრობ, რომ ბარსელონა როგორც კლუბი განსხვავდება სხვა ყველა დანარჩენისგან და უშუალიდ გულშემატკივრებიც დანარჩენი ფანებისგან, ამ გუნდს აქვს "ის" რაც ფეხბურთის გუშლემატკივარს უნდა უყვარდეს.
ამიტომაა, ბარსელონაში წარმატებას რომ მიაღწიო, თუ გულით არ ხარ კულე, ბავშობიდან არ ოცნებობდი სავსე კამ ნოუს წინ გეთამაშა, ეს ადგილი საშენო არაა. წარმომიდგენია ეს პატარა ბიჭები ნოუ კამპზე, რომ დავბრუნდებით რა დღეში ჩაგვყრიან…
ამიტომ, ჰანს, რაც არ უნდა მოხდეს, მადლობა ამ სეზონისთვის, უბარლიდ ნათქვამია, რომ "მადა ჭამაში მოდისო"
Არ იქნება მარტივი თამაში დორტმუნდი ლიგაზე ყოველთვის კარგად გამოდის ფურცელზე როგორი ფავორიტებიც ვართ სინამდვილეში მასე არარის არ უნდა მოვდუნდეთ და მაქსიმალურად უნდა დაიხარჯნონ ფეხბურთელები