ფრენკი დე იონგს ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია. აშკარაა, რომ ნიდერლანდელი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, მაგრამ ბოლო პერიოდში მას ჰანსი ფლიკისგან სათამაშო დრო საკმაოდ ეძლევა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დე იონგი პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია და მის პოტენციალში ეჭვი არასდროს ეპარებოდა. ბარსას პრეზიდენტს სურს, ფრენკის ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს.
კატალონიური პრესის ცნობით, ბარსელონა დააკვირდება, დე იონგი მომდევნო თვეებში როგორ ითამაშებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. თუ კლუბი გადაწყვეტს, რომ ის შეინარჩუნოს, ლაპორტა თავის წილ საქმეს გააკეთებს.
“ბლაუგრანამ” ფრენკი დე იონგი 2019 წელს, €86 მილიონად შეიძინა. ამ დრომდე, ნიდერლანდელმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 235 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 22 ასისტი მიითვალა. მან გუნდთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერ თასი (2X) მოიგო.




ქერები ევასება თუ რაში გამოიხატება ამის ფავორიტობა? ხელფასი დაიკლოს და ფლიკი მოხოდავს, კლასნია, მიყვარს, მაგრამ იმაზე ძვირი ჯდება ვიდრე უნდა გვიჯდებოდეს.
მე ვიცოდი, რომ 75-ად იყიდეს, რომელია სიმართლე ახლა ვინ იცის?!
ფლიკი ამას ალბათ ხელფასის დაკლებაზეც დაითანხმებს.
მუსიალაში თუ გაგვიცვლიან ოდნავაც არ დამწყდება გული. ისე წასასვლელად მეც მენანება
Რაცარუნდა იყოს მაინც კლასნია როტაციაში ამაზე უკეთეს ვერავის მოვიყვანთ პროსტა ეგ არის რო ძალიან დიდი ხელფასი აქვს. Გასაშვებათ არ მემეტება კონტრაქტი რო გაახანგრძლივოს და ხელფასი დაიკლოს კარგი იქნებოდა
ბაიერნს შესთავაზონ და დაუმატონ ფული მუსიალაში. 2026ში კონტრაქტის ვადა ეწურება ჯამალს. ამ
ზაფხულს თუ არ გაახანგრძლივა, მერე უფასოდ შეიძლება დაკარგონ. დე იონგს + ფული არ
უნდა იყოს ცუდი შეთავაზება. ფაბრიციომაც დაწერა ბარსას საოცნებო ტრანსფერია მუსიალაო. აი ოღონდ ეგ მოიყვანონ და საშუალოდ თუ 4 გოლი არ დავდოთ თამაშში)) პროსტა ისეთ შოუებს დადგავენ ეგ და პედრი დაა..ლევებენ მთელი მსოფლიოს