იცით, თუ არა, რომ…
► თავისი ისტორიის მანძილზე, “ბარსელონამ” 5 შეხვედრა გამართა ჩეხეთში, აქედან ორი მოიგო, ერთი დაასრულა ფრედ, ორი კი დათმო.
► გვარდიოლას გუნდმა ბოლო სამი გასვლითი მატჩი მოიგო ევროპულ ტურნირებზე: 0-1 დონეცკში, 0-2 მადრიდში და 0-5 მინსკში. მათ ასევე დაამარცხეს “პორტო” მონაკოში, ანგარიშით 2:0.
► სულ ევროპულ ტურნირებში “ბარსამ” 395 გოლი გაიტანა.
► მიმდინარე გათამაშებაში “ბარსაზე” მეტი გოლი არავის გაუტანია (9). კატალონიელებმა ასევე მოიპოვეს კუთხურების ყველაზე დიდი რაოდენობა (29).
► დავიდ ვილია არის ის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.
► ყველაზე ბევრჯერ კარში ლეო მესიმ დაარტყა (8).
► მიმდინარე სეზონში “ვიქტორია პლზენი” საშინაო მატჩებში დაუმარცხებელია. ევროპულ ტურნირებზე გამართული ოთხი შეხვედრიდან, მათ სამი მოიგეს და ერთხელ გააგორეს ფრე.
► თუ დღევანდელ მატჩში დანი ალვესი ყვითელ ბარათს მიიღებს, იგი გამოტოვებს მომდევნო შეხვედრას.
► ბოლო 22 ოფიციალურ შეხვედრაში “ბარსა” დაუმარცხებელია. ბოლოს კატალონიელებმა “რეალ სოსიედადთან”, 30 აპრილს წააგეს.
► დღევანდელ მატჩს განსჯის ავსტრიელი მსაჯი, რობერტ შორგენჰოფენი. მას არასდროს განუსჯია შეხვედრა “ვიქტორიას” ან “ბარსას” მონაწილეობით.