workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი ბარბასტროსთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკი ბარბასტროსთან მატჩის წინ

ხვალ თბილისის დროით 22:00 საათზე “ბარსელონა” კოპა დელ რეის მეთექვსმეტედფინალში სტუმრად, “მუნისიპალ დეპორტესზე”, ესპანეთის რანგით მეოთხე ლიგაში მოთამაშე “ბარბასტროს” დაუპირისპირდება. 

ჰანსი ფლიკმა აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

გილოცავთ ახალ წელს!

დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის შესახებ ბევრი საუბარი არ მსურს, ეს ჩემი საქმე არაა. პრეზიდენტს ვესაუბრე და კლუბის მჯერა. ისინი თავის საქმეს აკეთებენ, მე – ჩემსას.

კარგ სიტუაციაში არ ვიმყოფებით, თუმცა მოცემულობა უნდა მივიღოთ, რადგან ჩვენ პროფესიონალები ვართ. მე ყოველთვის პოზიტიურად ვარ განწყობილი.

ჭორები ერიკ გარსიას “ჟირონაში” გადასვლაზე? ერიკი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ახლა მის გაშვებაზე არ ვფიქრობთ.

შენსნი ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება. სასტარტო შემადგენლობის მეკარეს ხვალ შევარჩევ.

გუნდი და ქალაქი ძალიან მიყვარს. ფეხბურთელების მენტალიტეტი შესანიშნავია, გუნდში ყოველთვის კარგი ატმოსფეროა. აქ მუშაობა გვიყვარს.

ხვალ ბარბასტროში წლის პირველი მატჩი გვაქვს. შარშან აქ რთული თამაში გვქონდა და ამჯერად პირველივე წუთებიდან ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • nika 54
    schedule 04 იან 2025, 14:21

    " ერიკი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ახლა მის გაშვებაზე არ ვფიქრობთ."
    ეს ხუმრობს ხომ?

    ისე თამაშისთვის არ მიყურებია, მაგრამ როცა სტატისტიკას ჩავხედე ევრო სპორტზე და რეალს წითელი წერტილი აჯდა, მაშინვე გავიფიქრე უეჭველი ის სირიკო იქნება გაგდებული მეთქი. ისე ყველაფერი კარგად აგიხდეთ. ეს ლაწირაკი რამოსის რეკორდის გაუმჯობესებაზე ჩალიჩობს ეტყობა.