ძალიან სიმბოლური გამოდგა მესამოცე წუთი, როცა ორივე კლუბმა გააკეთა ცვლილებები, “ბარსამ” ფრენკი დე იონგი გამოიყვანა მოედანზე და ბრაზილიელმა მოირბინა პირით ხაზთან, კაპიტნის სამკლავური მოიხსნა და გადასცა, როგორც წესი და რიგია, ვითომ მოითხოვდა ვინმე ამას? რაც მოედანზე დაატრიალა იმის მერე ვინ გაუბედავდა რამის თქმას, მაგრამ თავად დაეშვა მიწაზე, ერთი რიგითის როლი მოირგო და გაითავისუფლა მკლავი დიდი პასუხისმგებლობისგან.
ასეთი კაცია რაფინია, მებრძოლი ბრაზილიელია, ბევრს გაუკვირდა კაპიტნებს შორის რომ დაასახელეს, ჩვენ ხშირად ვერ ვხედავთ იმას, რაც ვარჯიშებზე და გასახდელში ჩანს, აქვს ამ კაცს ლიდერის თვისებები და ამ სეზონში ხომ საერთოდ, თავის თავს გადაახტა. წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ კიდეც, ამჟამად საუკეთესოა “ბარსელონაში”, აბა, ვინ იფიქრებდა ამას?
შეუერთდა რივალდოს, რონალდინიოს და ნეიმარს. გახდა “ბარსას” მორიგი ბრაზილიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთთრიქი შეასრულა.
ზუსტად ამ დროს კომპანიმ პირდაპირ ოთხი კაცი შეცვალა, ეს უკვე კაპიტულაციაა.
ფლიკის რისკი
ერთი მხრივ, “ბარსას” ქომაგებს გული მოფხანა, ამჯერად კატალონიელთა მხარეს დგას და თავისი ყოფილი კლუბი გაანადგურა. მეორე მხრივ, “ბაიერნის” ბოსებსაც შეახსენა, რომ თავის დროზე მაგრად მიქარეს, მართალია ამაში ოლივერ კანი იყო მთავარი დამნაშავე, ის კი აღარ არის “ბაიერნში”, მაგრამ ფლიკს წყენა მაინც ახსოვს და აგერ, შეახსენა კიდეც გერმანელებს ვინ – ვინ არის.
ჰგავდა ტაქტიკურად ეს მატჩი ლისაბონის მატჩს, მაშინ “ბაიერნმა” ფლანგები დათმო, მაქსიმალურად ცენტრში შეჯგუფდნენ თავდაცვის დროს, იმდენად რომ პირველ ჯერზე ვერ დავიჯერე, მეორედ გამიკვირდა, მესამედ კი მივხვდი რომ ასეთი დავალება მიიღეს ფეხბურთელებმა. ამჯერადაც ასე გადაწყვიტა, “ბარსას” მცველებმა დავალება მიიღეს რომ რაც შეიძლება მეტად შეჯგუფებულიყვნენ ცენტრში, ამის გამო საფრთხეც გაჩნდა და გოლებიც გავიდა – კეინის პირველი გოლი არ ჩაითვალა, მცირე თამაშგარეს გამო, მეორე კი წესების დაცვით შეაგდო, განაპირა მცველებმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოასწრეს ფლანგზე გადასვლა. ჰანსი ფლიკმა, რა თქმა უნდა, იცოდა რომ ეს საფრთხეს მოიტანდა, მაგრამ ჩათვალა რომ მთავარი ცენტრის აღება იყო, თუ ამას შეძლებთ თამაშს მოიგებთ, ფლანგი ჯანდაბას..
როგორც ხედავთ, იცის თავისი საქმე.
ფლიკის მეორე რისკი
წინა მიმოხილვაში აღვნიშნეთ რომ ძალიან გაჭირდებოდა ძირითადი თერთმეტეულის შერჩევა, თითქმის ყველა კარგ ფორმაშია, დაბრუნდნენ ვარსკვლავები, გუნდი დაფრინავს და ყველას სურს თამაში. ასეთ პირობებში კი ფლიკმა ცოტა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო – სკამზე დატოვა დე იონგი, ოლმო, გავი, ძირითადში კი ფერმინ ლოპესი გაამწესა, რომელიც რაფინიასთან ერთად პირველი ტაიმის მთავარ გმირად იქცა.
ორი საგოლე პასი მიითვალა, და საერთოდ რა დროც მიიღო მაგრად შეირგო. მხოლოდ იმიტომ შეცვალეს, რომ ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და მეტი არ შეუძლია, თორემ, არაფერი ჰქონდა შესაცვლელი. ღმერთო ჩემო, როგორ გინდა ეს კაცი სკამზე გადასვა? ან, როგორ გინდა კასადოს შეეხო? თამაშიდან თამაშამდე იზრდება და თუ ვინმეს ჰგავს სათამაშო სტილით პირველ რიგში იოზუა კიმიხია. რა საჭიროა კიმიხის ყიდვა? თურმე, აგერ გყავს, ლა მასიაში.
ამ რისკმაც გაამართლა. თუმცა, ეს გარე თვალისთვის იყო რისკი, ფლიკისთვის ალბათ ნაკლებად, ყველაზე უკეთ მან იცის ვინ რისთვის არის მზად. ჰოდა, დაიწყო თამაში და “ბარსამ” თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი შეაგდო ჩემპიონთა ლიგაზე, ფერმინის დროული პასით რაფინია ერთი-ერთზე დარჩა, ნოიერი მოატყუა და ანგარიში გახსნა. ეს რაფინიას უდიდესი უპირატესობაა ფერანთან და ფატისთან, გაცილებით მობილური ფეხბურთელია, გაცილებით დიდ არეალში მოძრაობს და როგორც აღმოჩნდა ძალიან კარგად გრძნობს მოედნის რა მონაკვეთი უნდა აითვისოს. ამ შეხვედრაშიც თითქმის ყველგან ირბინა.
კეინის გოლები უკვე ვახსენეთ, დამრჩა შთაბეჭდილება რომ ფლიკს ეგეც გათვლილი ჰქონდა. გეგმა დიდად არ შეუცვლია. უბრალოდ, გოლამდე “ბარსამ” ბურთი დათმო, კონტრშეტევებზე გადაწყვიტა თამაში, გაშვებული გოლის მერე კი გაცილებით დიდი ძალებით შეუტიეს, რამაც შედეგიც მოიტანა.
მეორე გოლის დროს ფერმინმა კიმს ცოტათი ხელი უბიძგა, ეს არ არის ჯარიმა, ამაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში უსტვენენ, თუ მცველი წაუმსახიობებს, წაიქცევა, შეჰკივლებს და სახეს დამანჭავს, კიმი ზედმეტად პატიოსანი აღმოჩნდა ამ მომენტისთვის, ფეხბურთს კიდევ პატიოსანი ხალხი არ თამაშობს, ფეხბურთი ხულიგნების თამაშია. გაიქცა ფერმინი და მეორე საგოლე პასი გააკეთა, ლევანდოვსკიმ ცარიელ კარში შეაგდო და გოლი არ აღნიშნა.
ტაიმის მიწურულს რაფინიამ მესამეც მიაყოლა “ბაიერნს”, არ ველოდი, მარჯვენათი თუ ასე ოსტატურად შეუსრულებდა მანუ ნოიერს ამას ნამდვილად არ ველოდი და ალბათ თავ-ბედს იწყევლის ტერ შტეგენი რომ ამ დროს მოედანზე არ ყოფილა. როგორც იქნა ეღირსა და დაამარცხა მისმა გუნდმა ნოიერის გუნდი, ის კი ტრიბუნაზეც არ ყოფილა, ყოველ შემთვევაში, მე არ მომიკრავს თვალი.
მეორე ტაიმი – ოლე
ლამინე იამალის მორიგი გაელვება, ბურთის გადმოტანა ფლანგზე და გაიქცა რაფინია! შეაგდო მესამე, მოკლა თამაში, გაუხვრიტა შუბლი “ბაიერნს”, გაისროლა საკონტროლოდ.
გვაოცებს იამალი. ყველა შეხება მაგიური ჰქონდა, გოლი არ შეუგდია, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. ვუყურებ და რონალდინიოს მაგონებს, ასეთი შეხება ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ასეთი პირველი შეხება გაქვს მერე ყველაფერი ძალიან მარტივი ხდება. გააწამა “ბაიერნის” მცველები და მაგრად ჩამოარიგა პასებიც, როდის მოასწრო ასე ამ კომპონენტის დახვეწა, საერთოდ, რა სისწრაფით ვითარდება.. ბედნიერებაა ამის ყურება.
გვაჩუქა პედრიმაც ასეთი მაგიური მომენტები, “ბარსელონურად” შეუბერეს, ის ფეხბურთი ითამაშეს, რასაც “ბარსა” თავის იდენტობის ნაწილად მიიჩნევს. სწორედ ამან აამღერა “მონჟუიკი”, კარგა ხანია “ბარსას” მატჩებზე ასეთი ბედნიერი ხალხი აღარ გვინახავს. მე მგონი, დაიბადა უკვე რაღაც ახალი.
პუბლიკამ ჩვეული შეძახილით დაიწყო პასების თვლა და ბოლო წუთებამდე გალიაში გამომწყვდეული მხეცივით არბნინეს მიუნხენის “ბაიერნი”.
მოვედით ტომას, აქა ვართ.
ჰანსი ფლიკმა ხელები დაიბანა. თავისი სეხნიის, იმ ვებერთელა ჰანსის მსგავსად გააკეთა საქმე, გრუბერის ძმა რომ იყო.
ახლა რაღა ვქნათ?
დანი ოლმო ხომ ნახეთ? გამოვიდა თუ არა ორი ფუნჯით დახატა. დროს უეჭველად მიიღებს “მადრიდთან”, მაგრამ დაიწყებს თუ შემოვა?
კარში ისევ პენია იქნება, შესნის თამაშს პირდაპირ “რეალთან” ვერ გარისკავენ.
ოთხეული არაუხოსა და კრისტენსენის დაბრუნებამდე ხელშეუხებელია – კუნდე, კუბარსი, ინიგო, ბალდე;
შემტევი სამეული ხელშეუხებელია – რაფინია, ლევანდოვსკი, იამალი;
აი, ცენტრში კი არჩევანია გასაკეთებელი – ფერმინი თუ ოლმო? დე იონგი თუ კასადო? პედრი დაიწყებს, გავი დაჯდება, ამის თქმა დანამვდილებით შეგვიძლია.
აბა, ვიზე გააკეთებთ არჩევანს?
მეც ეხლა ვნახე..
ძააანა განელებული, ძალიან მძიმედ წამოიღო ერთ მომენტში ბურტი,
მეც მაგ აზრზე ვარ,თან ძველ ფორმას ან დაუბრუნდება ან არა.მართლა იჯდა?ისე ვიყავი თამაშის ყურებაში ჩართული და დაძაბული თან საერთოდ არ დამინახავს,ვის ეცალა მაგის დასანახად 😄
8:2 / 4:1
ფლიკმა ზუსტად ნახევარი დაგვიბრუნა.
კასადო ისეთ ფორმაშია არ მგონია დე იონგმა ამოაგდოს ჯერ ჯერობით სანამ არ დაამტკიცებს რომ ფორმაშია. კასადო პედრი იამალ რაფინიასთან ერთად საუკეთესო იყო ბაიერნთან, როგორ იგებდა ბრძოლებს, როგორ ამოდიოდა, ჭრიდა პასებს. ტოპ კაცი ხდება. მაგან და პედრიმ უნდა დაიწყონ რეალთან, წინ კიდე ოლმო ალბათ. დანარჩენი მართლა ხელშეუხებელია და იმედია არაფერს მოიგონებს ჰანსი, მარტინს ან ვინმეს არ დააყენებს. თან ფლანგებს რა უნდა მოვუხერხოთ? ალბათ ვერაფერი. ამიტო ჯობს ჩვენ ჩვენი გავიტანოთ თორე მბაპე და ვინისიუსი როგორ უნდა გააჩერო არ ვიცი. მანდაც თუ კარგად გამოვედით, თუნდაც ქულა წამოვიღეთ, ვიტყვი რო ამ კაცს ჯადოსნური ჯოხი ჰქონია
მაგ კონტროლის მოპოვებაში კი ბატონო მშვენიერი ფეხბურთელია და ნორმალურია თუ 60-ე წუთის მერე შემოვა ხოლმე რომ ტემპი დაიჭიროს და ხალხი დაასვენოს მაგრამ სასტარტოს კაცი იმიტომ არაა რომ ბარსა პირველივე წუთებიდანვე აპრესინგებს, უტევს, აგრესიულად თამაშობს, შეტევებში მარტივად მიდის და აქ დეიონგი საჭირო აღარაა ბურთის დასაჭერად, აქ ჩვენ გვჭირდება დაცვითად მოაზროვნე ბიჭი რომელიც უსწრაფესად დაიჭერს კონტრშეტევას და ბურთებს დაიბრუნებს რაშიც ეს პერიოდია კასადო ლამის პირველია მსოფლიოში, ამიტო მე დეიონგს კი არ ვწერ არამედ იმას განვმარტავ თუ რატომ ვერ იქნება სასტაროს კაცი და მეორე მხრივ ფინანსური და ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე რატომ არ უნდა იყოს ბარსაში. ჩემი აზრით კარგი ბედი არ უწერია..
ბევრ რამეში გეთანხმები. მაგრამ ვიტყვი ჩემ აზრსაც. ერთ-ერთი ვინც ყველაზე მომაკვდინებელ და სანახაობრივ პრესინს თამაშობდა იყო 2019 წლის აიქსი. სადაც დე იონგი იყო ამ ყველაფრის ფუძე და მამოძრავებელი. მაგის ტრანსფერზე ვოცნებობდი რასაც ქვია. მოვიდა დაქცეულ ბარსაში და გამოიარა ყველაზე ცუდი პერიოდები, ყველაზე ცუდ მწვრთნელებთან და ქონდა ისეთი მომენტები რო გუნდს ათრევდა და ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ხოლმე. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ მაგ ბიჭს თუ სწორად გამოიყენებ, ეგრე სკამზე დასაგდები ნაღდად არაა, თუნდაც ბარსაში და თუნდაც დღევანდელი ნახევარ დაცვის ხელში. ფლიკს რო უდიდესი ნიჭი აქვს ფეხბურთელები გახსნას და მათი საუკეთესო თვისებები გამოაჩინოს ეგ უკვე ფაქტია. სეზონი არის ძალიან დამღლელი იმდენი თამაში აქვთ დამატებული და საერთოდ არაა აუცილებელი ყველა თამაში ვინმემ ძირითადი დაიწყოს. მეტოქიდან გამომდინარეც ძაან ჩვეულებრივად შეიძლება ამორჩევა ვინ დადგება ნახევარ დაცვაში. ამ სეზონში უნდა ვნახოთ ფლიკის ხელში რას იზავს. ეხლა რო ფორმაში ვერ იქნება მაგას რათ უნდა ბაზარი. ძაან ცუდი ტრავმაა ზოგადად კოჭი და მითუმეტეს ქრონიკულისკენ აქვს მიდრეკილება. მაგ დროს სულ შეშინებული ხარ ადამიანიც და თვითონ კოჭიც შინდება. მოკლედ ვნახოთ რას შემოგვთავაზებს ამ სეზონში. თუ ვერაფერი ისეთი და კაი შემოთავაზება იქნება გაყიდონ
ფორმაში მყოფი კასადო რატო უნდა გადაჯდეს სკამზე დე იონგის სახელის გამო? კაცი ლამასიელი კიმიხია. დე იონგს არ შეუძლია იმ სამუშაოს კეთება რასაც კასადო აკეთებს. ჯერ-ჯერობით ცენტრი უცვლელი უნდა იყოს. ოლმო ტრამვის გამო 90 წუთი ვერ თამაშობს, ამიტომ ლოპესი დაიწყებს. ან ოლმო დაიწყებს და ლოპესი მეორე ტაიმში. პედრი უკონკურეტოა. რეალთან იგიცე ცენტრით უნდა გამოვიდეთ, შეიძლება მხოლოდ ოლმოს დაყენება.
ფლიკი ყოფილა პიროვნება
რაფინიამ რაც ქნა განსახილველად ზედმეტია ასევე პედრი იამალმა მაგრამ რა სამუშაოც კასადომ შეასრულა გუშინ პირადად ჩემთვის ფასდაუდებელია.ასე ბალანსი ეპოვნოს დაცვას და ნახ დაცვას შორის ჩამშლელს დღევანდელ ფეხბურთში ისევე მხოლოდ ბუსკეცს შეუძლია და აჰა ეხლა კასადოს.ამ კაცის სკამზე დასმა დანაშაულია სისხლის სამართლის.კასადო პედრი ოლმო ესაა დღევანდელი იდიალური ცენტრი ბარსასთვის
ყველაფერი კარგი და შენ ის მითხარი ზეგ რა იქნება, გაგვარჭობენ რუსეთს თუ გადააშენებენ ამათ. ხო იცი არ ვარ მაქეთ და არ მაქვს ინფოებთან სრულყოფილი წვდომა