workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჰანს გრუბერიც არ იკადრებდა!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჰანს გრუბერიც არ იკადრებდა!

ძალიან სიმბოლური გამოდგა მესამოცე წუთი, როცა ორივე კლუბმა გააკეთა ცვლილებები, “ბარსამ” ფრენკი დე იონგი გამოიყვანა მოედანზე და ბრაზილიელმა მოირბინა პირით ხაზთან, კაპიტნის სამკლავური მოიხსნა და გადასცა, როგორც წესი და რიგია, ვითომ მოითხოვდა ვინმე ამას? რაც მოედანზე დაატრიალა იმის მერე ვინ გაუბედავდა რამის თქმას, მაგრამ თავად დაეშვა მიწაზე, ერთი რიგითის როლი მოირგო და გაითავისუფლა მკლავი დიდი პასუხისმგებლობისგან. 

ასეთი კაცია რაფინია, მებრძოლი ბრაზილიელია, ბევრს გაუკვირდა კაპიტნებს შორის რომ დაასახელეს, ჩვენ ხშირად ვერ ვხედავთ იმას, რაც ვარჯიშებზე და გასახდელში ჩანს, აქვს ამ კაცს ლიდერის თვისებები და ამ სეზონში ხომ საერთოდ, თავის თავს გადაახტა. წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ კიდეც, ამჟამად საუკეთესოა “ბარსელონაში”, აბა, ვინ იფიქრებდა ამას? 

შეუერთდა რივალდოს, რონალდინიოს და ნეიმარს. გახდა “ბარსას” მორიგი ბრაზილიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთთრიქი შეასრულა. 

ზუსტად ამ დროს კომპანიმ პირდაპირ ოთხი კაცი შეცვალა, ეს უკვე კაპიტულაციაა. 

ფლიკის რისკი 

ერთი მხრივ, “ბარსას” ქომაგებს გული მოფხანა, ამჯერად კატალონიელთა მხარეს დგას და თავისი ყოფილი კლუბი გაანადგურა. მეორე მხრივ, “ბაიერნის” ბოსებსაც შეახსენა, რომ თავის დროზე მაგრად მიქარეს, მართალია ამაში ოლივერ კანი იყო მთავარი დამნაშავე, ის კი აღარ არის “ბაიერნში”, მაგრამ ფლიკს წყენა მაინც ახსოვს და აგერ, შეახსენა კიდეც გერმანელებს ვინ – ვინ არის. 

ჰგავდა ტაქტიკურად ეს მატჩი ლისაბონის მატჩს, მაშინ “ბაიერნმა” ფლანგები დათმო, მაქსიმალურად ცენტრში შეჯგუფდნენ თავდაცვის დროს, იმდენად რომ პირველ ჯერზე ვერ დავიჯერე, მეორედ გამიკვირდა, მესამედ კი მივხვდი რომ ასეთი დავალება მიიღეს ფეხბურთელებმა. ამჯერადაც ასე გადაწყვიტა, “ბარსას” მცველებმა დავალება მიიღეს რომ რაც შეიძლება მეტად შეჯგუფებულიყვნენ ცენტრში, ამის გამო საფრთხეც გაჩნდა და გოლებიც გავიდა – კეინის პირველი გოლი არ ჩაითვალა, მცირე თამაშგარეს გამო, მეორე კი წესების დაცვით შეაგდო, განაპირა მცველებმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოასწრეს ფლანგზე გადასვლა. ჰანსი ფლიკმა, რა თქმა უნდა, იცოდა რომ ეს საფრთხეს მოიტანდა, მაგრამ ჩათვალა რომ მთავარი ცენტრის აღება იყო, თუ ამას შეძლებთ თამაშს მოიგებთ, ფლანგი ჯანდაბას.. 

როგორც ხედავთ, იცის თავისი საქმე. 

ფლიკის მეორე რისკი 

წინა მიმოხილვაში აღვნიშნეთ რომ ძალიან გაჭირდებოდა ძირითადი თერთმეტეულის შერჩევა, თითქმის ყველა კარგ ფორმაშია, დაბრუნდნენ ვარსკვლავები, გუნდი დაფრინავს და ყველას სურს თამაში. ასეთ პირობებში კი ფლიკმა ცოტა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო – სკამზე დატოვა დე იონგი, ოლმო, გავი, ძირითადში კი ფერმინ ლოპესი გაამწესა, რომელიც რაფინიასთან ერთად პირველი ტაიმის მთავარ გმირად იქცა. 

ორი საგოლე პასი მიითვალა, და საერთოდ რა დროც მიიღო მაგრად შეირგო. მხოლოდ იმიტომ შეცვალეს, რომ ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და მეტი არ შეუძლია, თორემ, არაფერი ჰქონდა შესაცვლელი. ღმერთო ჩემო, როგორ გინდა ეს კაცი სკამზე გადასვა? ან, როგორ გინდა კასადოს შეეხო? თამაშიდან თამაშამდე იზრდება და თუ ვინმეს ჰგავს სათამაშო სტილით პირველ რიგში იოზუა კიმიხია. რა საჭიროა კიმიხის ყიდვა? თურმე, აგერ გყავს, ლა მასიაში. 

ამ რისკმაც გაამართლა. თუმცა, ეს გარე თვალისთვის იყო რისკი, ფლიკისთვის ალბათ ნაკლებად, ყველაზე უკეთ მან იცის ვინ რისთვის არის მზად. ჰოდა, დაიწყო თამაში და “ბარსამ” თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი შეაგდო ჩემპიონთა ლიგაზე, ფერმინის დროული პასით რაფინია ერთი-ერთზე დარჩა, ნოიერი მოატყუა და ანგარიში გახსნა. ეს რაფინიას უდიდესი უპირატესობაა ფერანთან და ფატისთან, გაცილებით მობილური ფეხბურთელია, გაცილებით დიდ არეალში მოძრაობს და როგორც აღმოჩნდა ძალიან კარგად გრძნობს მოედნის რა მონაკვეთი უნდა აითვისოს. ამ შეხვედრაშიც თითქმის ყველგან ირბინა. 

კეინის გოლები უკვე ვახსენეთ, დამრჩა შთაბეჭდილება რომ ფლიკს ეგეც გათვლილი ჰქონდა. გეგმა დიდად არ შეუცვლია. უბრალოდ, გოლამდე “ბარსამ” ბურთი დათმო, კონტრშეტევებზე გადაწყვიტა თამაში, გაშვებული გოლის მერე კი გაცილებით დიდი ძალებით შეუტიეს, რამაც შედეგიც მოიტანა. 

მეორე გოლის დროს ფერმინმა კიმს ცოტათი ხელი უბიძგა, ეს არ არის ჯარიმა, ამაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში უსტვენენ, თუ მცველი წაუმსახიობებს, წაიქცევა, შეჰკივლებს და სახეს დამანჭავს, კიმი ზედმეტად პატიოსანი აღმოჩნდა ამ მომენტისთვის, ფეხბურთს კიდევ პატიოსანი ხალხი არ თამაშობს, ფეხბურთი ხულიგნების თამაშია. გაიქცა ფერმინი და მეორე საგოლე პასი გააკეთა, ლევანდოვსკიმ ცარიელ კარში შეაგდო და გოლი არ აღნიშნა. 

ტაიმის მიწურულს რაფინიამ მესამეც მიაყოლა “ბაიერნს”, არ ველოდი, მარჯვენათი თუ ასე ოსტატურად შეუსრულებდა მანუ ნოიერს ამას ნამდვილად არ ველოდი და ალბათ თავ-ბედს იწყევლის ტერ შტეგენი რომ ამ დროს მოედანზე არ ყოფილა. როგორც იქნა ეღირსა და დაამარცხა მისმა გუნდმა ნოიერის გუნდი, ის კი ტრიბუნაზეც არ ყოფილა, ყოველ შემთვევაში, მე არ მომიკრავს თვალი. 

მეორე ტაიმი – ოლე 

ლამინე იამალის მორიგი გაელვება, ბურთის გადმოტანა ფლანგზე და გაიქცა რაფინია! შეაგდო მესამე, მოკლა თამაში, გაუხვრიტა შუბლი “ბაიერნს”, გაისროლა საკონტროლოდ. 

გვაოცებს იამალი. ყველა შეხება მაგიური ჰქონდა, გოლი არ შეუგდია, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. ვუყურებ და რონალდინიოს მაგონებს, ასეთი შეხება ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ასეთი პირველი შეხება გაქვს მერე ყველაფერი ძალიან მარტივი ხდება. გააწამა “ბაიერნის” მცველები და მაგრად ჩამოარიგა პასებიც, როდის მოასწრო ასე ამ კომპონენტის დახვეწა, საერთოდ, რა სისწრაფით ვითარდება.. ბედნიერებაა ამის ყურება. 

გვაჩუქა პედრიმაც ასეთი მაგიური მომენტები, “ბარსელონურად” შეუბერეს, ის ფეხბურთი ითამაშეს, რასაც “ბარსა” თავის იდენტობის ნაწილად მიიჩნევს. სწორედ ამან აამღერა “მონჟუიკი”, კარგა ხანია “ბარსას” მატჩებზე ასეთი ბედნიერი ხალხი აღარ გვინახავს. მე მგონი, დაიბადა უკვე რაღაც ახალი. 

პუბლიკამ ჩვეული შეძახილით დაიწყო პასების თვლა და ბოლო წუთებამდე გალიაში გამომწყვდეული მხეცივით არბნინეს მიუნხენის “ბაიერნი”.

მოვედით ტომას, აქა ვართ. 

ჰანსი ფლიკმა ხელები დაიბანა. თავისი სეხნიის, იმ ვებერთელა ჰანსის მსგავსად გააკეთა საქმე, გრუბერის ძმა რომ იყო. 

ახლა რაღა ვქნათ? 

დანი ოლმო ხომ ნახეთ? გამოვიდა თუ არა ორი ფუნჯით დახატა. დროს უეჭველად მიიღებს “მადრიდთან”, მაგრამ დაიწყებს თუ შემოვა? 

კარში ისევ პენია იქნება, შესნის თამაშს პირდაპირ “რეალთან” ვერ გარისკავენ. 

ოთხეული არაუხოსა და კრისტენსენის დაბრუნებამდე ხელშეუხებელია – კუნდე, კუბარსი, ინიგო, ბალდე; 

შემტევი სამეული ხელშეუხებელია – რაფინია, ლევანდოვსკი, იამალი; 

აი, ცენტრში კი არჩევანია გასაკეთებელი – ფერმინი თუ ოლმო? დე იონგი თუ კასადო? პედრი დაიწყებს, გავი დაჯდება, ამის თქმა დანამვდილებით შეგვიძლია. 

აბა, ვიზე გააკეთებთ არჩევანს? 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (29)

  • Guro
    schedule 24 ოქტ 2024, 17:16
    #20

    Barca for life, კასადო ძალიან მაგარია, მაგრამ დეიონგსაც ნუ ჩამოვწერთ, რადგან თამაშში შემოსვლა და ბურთის კონტროლის უპირატესობის მოპოვება ერთი იყო.

  • nika 54
    schedule 24 ოქტ 2024, 17:11
    #19

    კარგი იყო ფეოლა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასავლლელი და ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზის რომლის გავლასაც ჩვენი ლა მასიელი ბავშვები აპირებენ.

  • Barca for life
    schedule 24 ოქტ 2024, 17:02
    #18

    ციტატა: ფეოლა
    Barca for life,

    თავიდან წაიკითხე 😃 სამივე 🙌


    სამივე არა მაგრამ ეს ხელთავიდან გადავიკითხე და მაინც მაქვს პრეტენზიები😂💜
    კერძოდ ბოლოში რომ წერია " დეიონგი თუ კასადო?" ეს შედარება არაა სწორი და ქვევით მაგაზე დავწერე ხოლო მაგის ზევით რომ სვამ კითხვას რომ როგორ გინდა დეიონგი სკამზე გადასვაო მაგრამ როგორ გინდა კასადოც ამოაგდოო, რავი თავისუფლად გავახმობ დეიონგს სკამზე ამ კასადოს ხელში. თუმცა ისევ გავმეორდები რომ კასადოს კონკურენტი არაა ეგ. კასადო ბოლო 3 თამაშში რამდენ ბურთსაც იბრუნებს და როგორც კითხულობს თამაშებს ეგ მე დეიონგისგან თავს დავდებ არ მახსენდება. არც კასადოსავით უშრომია ასე დაცვაში და რა პასებსაც კასადო არიგებს ეგეთებიც იშვიათად აქვს. ამიტომ ჩემთვის კითხვის ნიშნები არ არსებობს და არ მგონია რომ ვინმესთვისაც უნდა არსებობდეს. დეიონგი უბრალოდ სახელია და დამთავრდა, ამ ყველაფერს მისი ეს შოვნისტი ბექგრაუნდიც ემატება და კიდევ უფრო უბიძგებს წასვლისკენ. თან სხვათაშორის ძალიან შენელებულია და რაღაცნაირად ამოვარდნილიც, სულ ის შეგრძნება მაქვს რომ იმ კოჭის ტრავმის ბეწვზე გადის და არ ვიცი თავის ფორმას როდის დაუბრუნდება, თუმცა რომც დაუბრუნდეს რთული წარმოსადგენია რომ პედრი ან კასადო ამოაგდოს ვინაიდან 2 ძირითად ფუნქციაშია გაჭედილი: დაცვა თუ შეტევა.. არცერთში არააქვს დომინანტი სქილი რისთვისაც მოედანზე გეყოლებოდა. გასაგებია ბურთის ამოტანები და განაწილება მაგრამ დღევანდელ ბარსაში ეგ არაა პრიორიტეტი, თუ არ დააპრესინგე და 90 წუთი გაუჩერებლად არ ირბინე, სწორი პასები არ გაჭერი, არ დაარტყი და არ ჩაჭერი მაშინ რთულია ასეთ გუნდში თავის დამკვიდრება, დეიონგს კი ამ კომპონენტებში სრულყოფილად არაფერი აქვს განვითარებული. ბურთის ამოტანას რაც შეეხება, ადრე ნამდვილად გვჭირდებოდა ჩვენი დაცვის ხელში თუმცა დღეს როცა კუბარსის ასეთი პასი აქვს და ინიგოც ტოლს არ უდებს, მარტივად მიაქვთ ბურთი კასადო-პედრიმდე და მერე იქვე იამალი-რაფინიაც ჩნდებიან ამიტომ დეიონგის ეგ ერთადერთი სრულყოფილი თვისება კუბარსით კომპენსირდა და დარჩა ბურთის განაწილება და ტემპის დაჭერა რასაც პედრი იდეალურად ითავსებს ამიტომ დეიონგი ჩემთვის ვერანაირად ვერ იქნება სასტარტოს წევრი თუ ვინმე არ გაიტრავმა. ბარსაში მაგისი დრო დამთავრებულია და აი კასადოსი ასე იდეალურად იწყება.

  • Don Vinton
    schedule 24 ოქტ 2024, 16:52
    #17

    ყველაფერი კარგი იყო ავტორო ,უბრალოდ პასუხს გაგცემდი შენსავე კითხვაზე რომ ბოლომდე ვუყურე თამაშის შემდეგ სანამ ფეხბურთელები მოედანზე იყვნენ და რაფინიას მატჩის საუკეთესოს ჯილდო შტეგენმა გადასცა ,იქ იყო იქ და გულიც მოიფხანა ❤️

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 24 ოქტ 2024, 16:37
    #16

    არვიცი ფრენკი ძალიან მომწონს მაგრამ კასასი ძალიან კარგ ფორმაშია კასადო-ფრენკი რო დააყენო და წინ პედრი მერე ოლმო და ფერანი ტყდებიან უფრო ოლმო ფერანი მაინც სკამის კაცია ოღონდ ოქროს ზამენა. ალბათ ჯერ ისევ ფრენკის დასმა ჯობია სანამ შევა ბოლომდე ფორმაში. კასადო – პედრი და წინ ოლმო ათიანზე

  • Giorgi99
    schedule 24 ოქტ 2024, 16:08
    #15

    დე იონგს გავუშვედი მე გუნდიდან ზედმეტია იმდენი კარგი ფეხბურთელია ნახევარდაცვაში.

  • Rick Sanchez
    schedule 24 ოქტ 2024, 16:02
    #14

    რეალთანაც შური უნდა ვიძიოთ. ფლიკმა აუცილებლად გამანადგურებელი სხვაობით უნდა მოიგოს და მერე დაასვენოს ფეხბურთელები შემდეგ თამაშებში.

  • Bakero
    schedule 24 ოქტ 2024, 15:45
    #13

    ციტატა: mascherano-larsson
    კარგი სტატიაა. აი ამიტომაა ბარსა უფრო მეტი ვიდრე კლუბი. ლა მასიას ხარჯზე. არ არსებობს მსოფლიოში გრანდი რომელიც იგივეს გაიმეორებს რასაც ბარსა აკეთებს ამ წუთას. უსტადიონო, უფულო გუნდი ქვას ქვაზე არ ტოვებს ამ სეზონში. ყველაზე სრულყოფილი გუნდია და მაგიტომაც ვბალეშიკობ. პედრის გუშინდელი ჯადიქრობა მირჩევნია სვარკა ფეხბურთით მოგებულ ტიტულებს. სხვაზე რო არ წავიდე ვალვერდეს მაგალითს მოვიყვან. იმ პრაგმატულ მოსაწყენ ჩენპიონობას ( მესის ხარჯზე) ესეთი უტიტულო თამაშები მირჩევნია, ტურიდან ტურანდე რო ელოდები ლამაზ ფეხბურთს. მესის ბოლო 5 წელი დავაკარგინეთ ფიზკულტურის მასწავლებლების გამო


    +++++++ ! 100% -ანი თქვი! აბაა მაგაზე მწყდება გული ყველაზე მეტად ! ვინ მოყავდათ მწვრთნელებად disappointed_relieved

  • mascherano-larsson
    schedule 24 ოქტ 2024, 15:42
    #12

    კარგი სტატიაა. აი ამიტომაა ბარსა უფრო მეტი ვიდრე კლუბი. ლა მასიას ხარჯზე. არ არსებობს მსოფლიოში გრანდი რომელიც იგივეს გაიმეორებს რასაც ბარსა აკეთებს ამ წუთას. უსტადიონო, უფულო გუნდი ქვას ქვაზე არ ტოვებს ამ სეზონში. ყველაზე სრულყოფილი გუნდია და მაგიტომაც ვბალეშიკობ. პედრის გუშინდელი ჯადიქრობა მირჩევნია სვარკა ფეხბურთით მოგებულ ტიტულებს. სხვაზე რო არ წავიდე ვალვერდეს მაგალითს მოვიყვან. იმ პრაგმატულ მოსაწყენ ჩენპიონობას ( მესის ხარჯზე) ესეთი უტიტულო თამაშები მირჩევნია, ტურიდან ტურანდე რო ელოდები ლამაზ ფეხბურთს. მესის ბოლო 5 წელი დავაკარგინეთ ფიზკულტურის მასწავლებლების გამო. ესე გააგრძელონ და ტიტულებიც მოვა, თუ არც მივა კიდე რავიცი მე ამ ფეხბურთით ვკაიფობ და ასარჩევად რო გახდეს ტიტული თუ ასეთი თამაშები, ლამაზ ფეხბურთს ავირჩევ. მარა ესე თუ გავაგრძელეთ ტიტულები იმდენი იქნება ვერ დავითვლით ))

  • Bakero
    schedule 24 ოქტ 2024, 15:28
    #11

    ულაპარაკოდ კასადო/პედრი/ფერმინ ლოპესი ! რა ნამუსით გინდა შეცვალო რომელიმე გუშინდელი თამაშის შემდეგ ?! მე მგონი არ შეცვლის ფლიკი ! გერმანული მიდგომა ყველაფერში ! ტრავმიდან დაბრუნებულებს სათამაშო დროს რომ თანდათან უმატებს ეგ მომწონს განსაკუთრებით ! მათი ფიზიკური კონდიციების შესაბამისად ! დღევანდელი ფეხბურთი მეცნიერებაა მითუმეტეს ფლიკისთვის heart_eyes heart_eyes

  • Johan Cruyff 14
    schedule 24 ოქტ 2024, 15:17
    #10

    მაგარი სტატიაა

  • C.PC5
    schedule 24 ოქტ 2024, 15:15
    #9

    რაფინიამ სასწაული ჩაიდინა გუშინ მაგრამ ამი აღსაწერად ეს ორი ფრაზაც კმარა:
    "შეუერთდა რივალდოს, რონალდინიოს და ნეიმარს. გახდა "ბარსას" მორიგი ბრაზილიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთთრიქი შეასრულა."
    "დაიწყო თამაში და "ბარსამ" თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი შეაგდო ჩემპიონთა ლიგაზე"
    ორმაგად ჩაწერა თავისი თავი ამ კაცმა ბარსას ისტორიაში, მეტი რაღა ქნას. ფერმინიც კანფეტი იყო, კიმი-უპამეკანო და ნოიერი ერთად რომ გააქრო, ან ის პასი რომ გააძვრინა რაფინიაზე, თან ახალი მოშუშებული აქვს ტრავმა არ დაგვავიწყდეს, ძალიან კარგი ბიჭია და მიიღებს თავის დროს დამსახურებულად დარწმუნებული ვარ კონკურენციის მიუხედავად. ნახევარდაცვაში კიდე ასეთი რესურსი ყველა კლუბს შეშურდება რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ორი სხვადასხვა ძირითადი სამეული შეგვიძლია ავაწყოთ და ორივე ნებისმიერ გუნდს მოუგებს ცენტრს დღეს! ამათ კიდე დაჩაგრული ტორე დაამატეთ ზემოდან, რომლის ნიჭსაც კარგი გასაქანი რომ ქონდეს ვინ იცის არ იყოს ამ ბიჭებზე ნაკლები ნახევარმცველი. დეიონგია მაინც ყველაზე საინტერესო ახლა, რას იზამს, როგორ მოერგება და შეეგუება ფლიკის სისტემას, პედრი შეიცვალა საერთოდ ფაქტია, ფიზიკურადაც უკეთაა და ახალი როლიც ძალიან უხდება, ოლმოსთან ერთად უფრო მხეცი გახდება ახლა, აი ფრენკიმ ჯერ კასადო თუ ამოაგდო ეგაა საქმე, საყრდენ ზონაში კასადო ბევრად კარგია ჩემი გადმოსახედიდა, ეს დაცვა ამხელა რისკების ფონზე რომ მაინც სოლიდურად გამოიყურება კასადოს უდიდესი წვლილია ცალსახად, მაგას დეიონგი ვერ იზამს ჩემი აზრით, საერთოდაც ერთ დასკვნამდე მივედი რო მეხუთე წელია რაც ბარსაშია ეგ ბიჭი და ბარსას ფანებს დღემდე აიაქსის ფრენკი ახსოვთ და უყვართ, ბარსაში რამე დასამახსოვრებელი ჯერ ხო რთული გასახსენებელია მაგისგან და ასევე რთული წარმოსადგენია რომ აწი გაიხსნას ისე როგორც ჩვენ გვინდა, მარა ვნახოთ აგერ ჩვენ და აგერ ფლიკი. პ.ს შემდეგი მსხვერპლი – რეალი ასეთ სტატიას ველოდები მალე smile

  • Frenkie de Jong_
    schedule 24 ოქტ 2024, 15:08
    #8

    ხო მართლა შტეგენი იჯდა ტრიბუნაზე, smile

    ციტატა: ტერ შტეგენი
    ფერმინს და ოლმოს შორის ალბათ ორივე მარა აი დე იონგს და კასადოს შორის ალბათ კასადო უფრო.დე იონგი ვერ არის ძველ ფორმაში.


    ძააანა განელებული, ძალიან მძიმედ წამოიღო ერთ მომენტში ბურტი,

  • iraklipaghava26
    schedule 24 ოქტ 2024, 14:59
    #7

    როგორ გინდა ასეთი შედეგის მერე რამე არ მოგეწონოს,მაგრამ ბურთის ფლობა უფრო დიდი რომ გვქონოდა სულ სხვა დამაჯერებლობას შეიტანდა საბოლოო შედეგში

  • La Pulga10
    schedule 24 ოქტ 2024, 14:15
    #6

    ეს სტატია ვინმემ აპინოს მაღლა. მეგონა ვაბშე არ დაუდია ფეოლას სტატია და თურმე ღამის 2 საათზე დაუდევს. ბევრ სტატიებს შორის დაიკარგა.

  • riva
    schedule 24 ოქტ 2024, 13:08
    #5

    ლევანას დასვენებისას 4-4-2 იქნება საინტერესო, ანჩელოტის რომბისებური ნახევარდაცვით.

    რაფინია – იამალი
    ოლმო
    გავი – პედრი
    კასადო
    ბალდე-ინიგო-კუბარსი-კუნდე

  • ფეოლა
    schedule 24 ოქტ 2024, 12:33
    #4

    Barca for life,

    თავიდან წაიკითხე 😃 სამივე 🙌

  • Niclaus
    schedule 24 ოქტ 2024, 12:25
    #3

    ამ თამაში შემდეგ გამახსენდა რას ნიშნავს ბარსელონას ყურებით სიამოვნების მიღება, მიულერის იმედგაცრულებული სახე კი ალბათ ამ წლის ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დამრჩება. მადლობა ფლიკს, მადლობა ბიჭებს!

    შემადგენლობას რაც შეეხება, როცა დაშავებულები სრულფასოვნად დაბრუნდებიან, უკვე როტაციის კარგი საშუალება გვქნება და აღარ მოხდება ის, რა ოსასუნასთან ვნახეთ. ამ ტემპებით, როცა 3-4 დღეში ერთხელ არის თამაშები, ყველას მიეცემა შანსი და სხვანაირად ჩემპიონი ვეღარ ხდები დღეს, Barca for lifeBarca for life, სრულიად გეთანხმები მაგაში.

    კუნდე, ბალდე, კასადო, პედრი, იამალი, რაფინია, ლევანა უკონკურენტო სასტარტოს წევრები იქნებიან ალბათ, ყველა დანარჩენი, როტაციაში.

    და ბოლოს, რაფნიას პროგრესის აღსაწერად სიტყვებიც კი ზემდეტია, მშრომელი სულ იყო, სულ დარობოდა და იხარჯებოდა მაგრამ ესეთი ლიდერობა, ფინიშინგი, ტექნიკა? არა მეგობრებო, კაცი ახლიდან არის დაბადებული და მთელს გუნდზე გადმოდის მისი ენერგია.

    ბარსელონა ნამდვილად დაბრუნდა და შემდეგი გაჩერება სანტიაგო ბერნაბეუა! ვისკა ბარსა!

  • Barca for life
    schedule 24 ოქტ 2024, 11:58
    #2

    ფეოლა შენს ბოლო 3 ტექსტში აშკარად იკითხება რომ კასადოს ვერ აფასებ და ვერც იმას ხედავ რომ დეიონგი კასადოს კონკურენტი ფიზიკურად ვერ იქნება რადგან საყრდენი არაა, ხოლო კასადო ყველაზე დამცველი ნახმცველია ვინც ახლა გვყავს. შესაბამისად დეიონგი პედრისა და გავის კონკურენტი უფროა ხოლო კასადო უკონკურენტოა ბერნალის დაბრუნებამდე.
    ფლიკმაც რამდენჯერმე ისაუბრა კასადოზე და ბოლოს თქვა რომ ახალი საყრდენი არ გვჭირდებაო. დღეს თუ ვინმეს გარანტირებული ძირითადი აქვს ჯერ კასადოა და შემდეგ პედრი. აი ოლმო ბოლომდე რომ დაბრუნდება კი მეცოდება ფერმინი მაგრამ ოლმოს მაგიასთან ჯერ ახლოსაც არაა ამიტომ ჩემთვის ეგ იქნება პირველი არჩევანი ზოგადად ნახდაცვაში, ხოლო ფერმინი იქნება ბესთ საბი, ისევე როგორც ტორე და გავი. რას ვიზამთ დიდ გუნდებში ასე ხდება და სწორედ ასეთი სკამია ტიტულების გარანტი.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 24 ოქტ 2024, 11:37
    #1

    ფერმინს და ოლმოს შორის ალბათ ორივე მარა აი დე იონგს და კასადოს შორის ალბათ კასადო უფრო.დე იონგი ვერ არის ძველ ფორმაში.