workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
მარკ კასადო და ჰანსი ფლიკი იანგ ბოიზთან მატჩის წინ

მარკ კასადო და ჰანსი ფლიკი იანგ ბოიზთან მატჩის წინ

მარკ კასადომ და ჰანსი ფლიკმა “იანგ ბოიზთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

მარკ კასადო
ხვალ ფანებს კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. გუნდი მონდომებულია და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.
დე იონგის დაბრუნებაზე ფლიკთან არ მისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ფრენკი ჩვენს დახმარებას მალე შეძლებს. მისი დაბრუნება გუნდისთვის სასარგებლო იქნება, რადგან რაც უფრო მეტი ფეხბურთელი იქნება ჯანმრთელი, მით უკეთესია.
“ოსასუნასთან” მარცხი ჩვენს განწყობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ ძლიერი მენტალიტეტი გვაქვს.
ფლიკი ძალიან მეხმარება. ის თავდაჯერებულობას მაძლევს. ჰანსი ზუსტად მეუბნება, თუ რას ითხოვს ჩემგან. მისი მადლობელი ვარ.
ჰანსი ფლიკი
“იანგ ბოიზს” კარგი და სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ეს კარგად დაკომპლექტებული გუნდია. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოთამაშეებმა იცოდნენ, თუ რა ელით მეტოქისგან.
მე ყველა თამაშის მოგება მსურს და მჯერა, რომ ეს შეგვიძლია. ჩვენ კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ. თუ გვინდა რომ მეტოქეების პატივისცემა მოვიპოვოთ, ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ.
ჩვენ პირველ სამ ქულას მოვიპოვებთ. ამისთვის უკეთესი ადგილი არ არსებობს.
ფრენკის დაბრუნება შესანიშნავი სიახლეა. ის მნიშვნელოვანი ფეხუბრთელია.
იქნება თუ არა შესნი პირველი მეკარე? მე იმ ფეხბურთელებზე არ ვსაუბრობ, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები არ არიან. აქ ძირითადში თამაშის გარანტია არ არსებობს. ეს “ბარსაა”.
რადიკალი გულშემატკივრები სტადიონზე არ უნდა დაუშვან. ეს ფეხბურთის ნაწილი არაა. ფანებმა გუნდს მხარი უნდა დაუჭირონ.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nikusha
    schedule 01 ოქტ 2024, 21:48
    #9

    ტერ შტეგენი
    კუნდე-კუბარსი-ინიგო-ბალდე
    პედრი-კასადო
    იამალი-ტორე-რაფინია
    ლევანდოვსკი

    შეცვლები:

    პედრი-გარსია
    კასადო-გარსია
    ტორე-პაუ ვიქტორი
    იამალი-ფერან ტორესი
    რაფინია-ანსუ ფატი

  • nika 54
    schedule 01 ოქტ 2024, 16:41
    #8

    რადიკალი გულშემატკივრები სტადიონზე არ უნდა დაუშვან. ეს ფეხბურთის ნაწილი არაა. ფანებმა გუნდს მხარი უნდა დაუჭირონ.
    სწორია, მაგრამ არც ვინისიუსის და კურტუას მსგავსი ფეხბურთელების ადგილი არაა მოედანზე, ასეთი უზრდელების ბრალია რასაც პასუხად გამწარებული გულშემატკივრები ტრიბუნებზე აწყობენ.

  • DesmondHume
    schedule 01 ოქტ 2024, 11:38
    #7

    ციტატა: Barca1
    როგორც ვიცით სტადიონი გულშემატკივრების ფარეშეიქნება ხო?


    Ara eg gasvlaze crvenastan

  • Barca1
    schedule 01 ოქტ 2024, 09:42
    #6

    როგორც ვიცით სტადიონი გულშემატკივრების ფარეშეიქნება ხო?

  • Rick Sanchez
    schedule 01 ოქტ 2024, 08:06
    #5

    დღესაც თუ ვერ მოიგეს იმ როტაციის აზრი ნული ყოფილა

  • MESSI 2017
    schedule 30 სექ 2024, 17:53
    #4

    ციტატა: DesmondHume
    Evropashi vercerti gundi ver moigebs 9 tamashidan 7-s roca dziritadis RVA fexburteli aklia. Flickma es bavshvebit moaxerxa da rogorgac am saitze xalxi mainc akritikebs 😀


    სიტის უჭირს როდრის გარეშე და კლუბს რომელსაც არც გამთამაშებელი არც დაცვის ლიდერი არც კაპიტანი და მთავარი მეკარე არც ბურთუს ამომტანი არც ჩამშლელი არც პრესინგზს მოთამაშე რომ არ ყავს ლოგიკურია რომ წააგებს რაღაც თამაშებს

  • DesmondHume
    schedule 30 სექ 2024, 17:13
    #3

    Evropashi vercerti gundi ver moigebs 9 tamashidan 7-s roca dziritadis RVA fexburteli aklia. Flickma es bavshvebit moaxerxa da rogorgac am saitze xalxi mainc akritikebs 😀

  • Flying Dutchman
    schedule 30 სექ 2024, 17:05
    #2

    კასადო ძალიან მომწონს, თითქოს პედრის და გავის უნარები დაბალანსებულად ერთად აქვს აღებული.

  • Niclaus
    schedule 30 სექ 2024, 16:35
    #1

    ოსასუნას ჯავრს ამათზე ამოვიყრით, 5-6 გოლს და მარტივ 3 ქულას ველოდები.

    იმედია მეორე ტაიმში როტაციის საშუალებაც იქნება, შემდეგი თამაში 4 დღეში უწევთ ბიჭებს.