workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ილქაი გიუნდოგანი მანჩესტერ სიტიში ბრუნდება

ოფიციალურად: ილქაი გიუნდოგანი მანჩესტერ სიტიში ბრუნდება

რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის გერმანელი ვარსკვლავი ილქაი გიუნდოგანი “მანჩესტერ სიტიში” ბრუნდება.

ოფიციალურ განცხადებაში გარიგების ფინანსურ დეტალებზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ ცნობილია, რომ 33 წლის ნახევარმცველი “ბლაუგრანას” უფასოდ დატოვებს.

გიუნდოგანი “ბარსელონაში” გასულ ზაფხულში სწორედ “მანჩესტერ სიტიდან” გადმოვიდა. კატალონიელებმა ის უფასოდ დაიმატეს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მაღალანაზღაურებადი შუახაზელის “ქალაქელებში” ასევე უფასოდ დაბრუნება მოუხდათ.

გიუნდოგანმა “ბარსელონას”‘ მაისურით 51 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 23 აგვ 2024, 20:34
    #2

    საწყენია, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის ფულს ვერ უხდიდნენ და მოგვცილდა უხმაუროდ.

  • Rick Sanchez
    schedule 23 აგვ 2024, 19:13
    #1

    გუნდის საუკეთესო ნახევარმცველი გაუშვეს უფასოდ და დატოვეს 17 წლის ღლაპების იმედზე. ბრავო ლაპორტა! ბრავო დეკუ!