ბარსელონამ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო

ბარსელონამ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო

ბარსელონამ ლა ლიგის პირველ ტურში, მესტალიაზე, ვალენსია 2-1 დაამარცხა. 

“ღამურები” ტაიმის მიწურულს უგო დუროს მიერ გატანილი გოლით იგებდნენ, მაგრამ ბარსამ ანგარიში პირველივე ნახევარში გაათანაბრა – ლამინ იამალის პასით რობერტ ლევანდოვსკიმ გიორგი მამარდაშვილის კარი აიღო.

მეორე ტაიმში პოლონელმა პენალტით თავისი გუნდი წინ გაიყვანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – ჰანსი ფლიკის შეგირდებმა სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი მოიგეს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    18 აგვ 2024, 18:52

    კუბარსი რო არ გაეყვანათ ნამდვილად მეორე ყვითელს მიიღებდა, ერთი კი ნამდვილად აპატია მსაჯმა. კაი ქნა ფლიკმა რო შეცვალა. ეტყობა ჯერ კიდევ ვერ დაისვენა აშკარად დაღლილია.

  • Don_Andresito
    18 აგვ 2024, 01:59

    მთელი მეორე ტაიმი ვაპრესინგეთ, საერთOდ არ შევაქმნევინეთ არაფერი, დაცვის ხაზი აწეული იყო და ყველა იღებდა პრესინგში მონაწილეობას. ხავის დროს კიდე საკუთარ ნახევარზე ვიკეტებოდით, ადვილად გადმოდიოდნენ და მერე გვჯეგავდნენ. ამიტო ვუშვებდით ბევრ გოლს შარშან.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    18 აგვ 2024, 01:58

    შტეგენს გამოფხიზლება სჭირდება, კუბარსიც და კრისტენსენიც არაუხოს გვერდით გაცილებით უფრო კარგები არიან, მარჯვნივ კუნდე ნორმალურია, აი მარცხნივ კანსელუა დასაბრუნებელი და ბალდე/კანსელუ/ფორტი უნდა იყვნენ კონკურენციაში, საყრდენი ზონის მეშინია ყველაზე მეტად, ბერნალი 16 წლისაა, მთელი სეზონი 90 წუთი ვერ ითამაშებს, კასადო კი ჩანს რომ უფრო დე იონგის პროფილის ფეხბურთელია ვიდრე გამოკვეთილი საყრდენი, ათიანზე ბევრი არჩევანი გვექნება გავი-პედრი-ოლმო-ფერმინის სახით, გიუნდოგანიც აქაა და შეუძლია ცენტრი შეავსოს, მარჯვნივ იამალი თავისთავად, აი მარცხნივ ან ოლმო-რაფინიას მოუწევთ წვალება ან ვინგერია მოსაყვანი, ცხრიანზე ლევანდოვსკი თავის საქმეს გააკეთებს, მაგრამ პაუ ვიქტორსაც უნდა მიეცეს თავისი დრო

    მთლიანობაში ნორმალური გუნდია

  • Rick Sanchez
    18 აგვ 2024, 01:42

    ამ თამაშშივე დავინახე მე ფლიკის ხელი, რათქმაუნდა ხარვეზები არის მაგრამ ფლიკი აღმოფხვრის მალე, ხალხი რომ დაგვემატება.

  • George
    18 აგვ 2024, 01:38

    აშკარად ეტყობათ რო ფიზიკურად უკეთ არიან და უფრო გააზრებულ ფეხბურთს აჩვენებენ