workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო

ბარსელონა ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო

ვინაიდან ბარსელონა ნიკო უილიამსის ტრანსფერს ჯერ კიდევ ვერ ახორციელებს, ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიურ კლუბში რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის კი კინგსლი კომანიცაა.

ფრანგმა, შესაძლოა, ბაიერნი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარით დატოვოს. კინგსლის შეძენით რამდენიმე გუნდი ინტერესდება და ხელფასიც მაღალი აქვს, მაგრამ ჰანსი ფლიკს ის მოსწონს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, უილიამსის ტრანსფერი გამორიცხული კვლავაც არ არის, მაგრამ ბარსა სხვა ვარიანტებზე ნამდვილად ფიქრობს. კომანის გარდა, კლუბის რადარზე ლუის დიასი და რაფა ლეაუც არიან.

“ლურჯ-ბროწეულისფერებს” მარცხენა გარემარბისთვის €62 მილიონი აქვთ გამოყოფილი და ამაზე მეტის გადახდას არ აპირებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (26)

  • ManchesterU
    schedule 13 აგვ 2024, 09:26

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: ManchesterU
    აი რატომღაც მგონია ეს ნიკო დიდი ვერაფერი ფეხბურთელია და ტყუილი ფულის გადაყრა იქნება ბარსასთვის. აი დანი ოლმო ძალიან მაგარი შენაძენია და გილოცავთ დამიჯერეთ ძალიან მაგრად ითამააშებს. აი ნიკო არ ვიცი რატომღაც დემბელეს მაგონებს. ეს კომანი არ უნდა იყოს ცუდი ფეხბურთელი გამოცდილება აქვს ბოლობოლო, თუ არ დაიმტვრა ითამაშებს კარგად დარწმუნებული ვარ . გილოცავთ ოლმოს კიდევ ერთხელ. დეიონგი რო გამოუშვათ მანჩესტერში არ გინდათ? smile smile smile


    80+ დადეთ და კი ბატონო 😁


    27 წლისაა უკვე, თან წელიწადნახევარში კონტრაქტი ეწურება, მერე 27 მილიონი აქვს ბარსას მისაცემი ის ვალი რაც მოიკლო არამგონია მაგ ვალის დაბრუნება უნდოდეს ბარსას smile smile 45 მილიონი 5 მილიონი ადდ ონს დაგიმატებთ და გამოუშვით. აღარ მავაჭროთ კაცურად laughing laughing თორე აგერ პსჟ უგარტეს გვეხვეწება 40 მილიონად დეიონგის ცალი ფეხიც არ არის მარა არაუშავს smile smile თან პლუს მაგრად დაგემტვრათ ბოლოს ღმერთმა იცის როგორ აღიდგენს ფორმას. ანტონისაც მოგცემთ, მაგუაიერსაც, ლინდელოფსაც, მუშად მაინც ამუშავებთ ფეხბურთელებად თუ არა მაგაშიც თუ გადმოგნენ რამეში smiley smiley

  • ერლინგ ჰოლანდი
    schedule 12 აგვ 2024, 20:18

    რაფა ლეაუ ამათგან ყველას ჯობია კანფეტი იქნება თუ ვითრიეთ მარა მაგას მილანი ორი ნიკო უილიმსის ფასს დაადებს აი მართლა არ მესმის თუ ნიკოს ვერ ვითრევთ მაშინ რატო უნდა გადავუხადოთ ბაიერნს 50 მილიონი ტრამვატოლოგ კომანში როცა 30 მილიონად ფელიშის დათრევა შესაძლებელია სად ნახავთ ამ ფონის ფეხბურთელს ამ ფასად არ მესმის ფლიკი კიდე მაგას მოხოდავს მაგრად,

    კაი ავიყვანეთ იჯარით მარა ძაან მაღალი ხელფასი აქვს და ასე პირდაპირ ამხელა ხელფასის მიცემა სისულელეა ჯერ დაამტკიცოს უნდა ხო რო იმსახურებს მაგ თანხას,მერე კიდე გამოისყიდო უნდა ბაიერნი ისე არ მოგცემს ვალდებულება თუ არ აიღე ,როდის ყოფილა აი როდის ბაიერნს კარგი ფეხბურთელი ხელიდან გაეშვას ? ყოფილა ასე ? ამას შემოგვატენიან და ეგარი

  • araujo4
    schedule 12 აგვ 2024, 19:56

    ციტატა: ani-messi-goat
    ბილბაოში გაზრდილ და ჩამოყალიბებულ ნიკო უილიამს ბარსა რატო უნდა უყვარდეს ბილბაოზე მეტად??? და ბარსამ აირჩია მთავარ პრიორიტერად ნიკო???? ადგა და იყიდა ოლმო რომელსაც ჯერ ვერ არეგისტრირებს, ბარსას არ გაუკეთებია ყველაფერი ნიკოს საყიდლად და თვითონ თავის მშობლიურ კლუბს რატოუნდა გადაუსვას ხაზი ლაპორტას ფულის შოვნის ლოდინში????? მესი არ უღალატეს რო უთხრეს ვერ გარეგისტრირებთო??? დაბრუნება უნდოდა მარა გარანტია რო ვერ მისცა დარეგისრირების ლაპორტამ ადგა და მაიამიში წავიდა, ხოდა ამ ნიკოს ნუ მოთხოვთ ბარსას გამო ყველაფერი დაიკიდოს როცა თვითონ ბარსამ არ დააყენა მთავარ პრიორიტეტად და ჯერ სხვა იყიდა

    ანუ ძაან გარკვევით იწერებოდა ყველგან, თავის ფაბრიციოიანად რო ბარსას პრიორიტეტი იყო ნიკო, ელოდნენ ტიპს და პასუხი არ აღირსა. ადგნენ ესენი და იყიდეს ოლმო. რა არი მაგაში გასაკვირი? ეუბნებიან თან რო დაგარეგისტრირებთო და სხვა რა შეუძლია ბარსას რო ქნას? მართლა ეგეც არ მყავდეს მბაპე. გაძლევენ გარანტიებს და სანამ არ გადმოვა მანამდე დაარეგისტრირონ?)) უზრდელი ბავშვია, პასუხი არ გაუცია ბარსასთვის ალბათ ერთი თვეა. ბილბაოს აწვება მაგით რო ხელფასი მოუმატონ. მაგის ტვინი მეტს ვერ გაცდა ჩემი აზრით.

  • ArasdrosTkva,Arasdros
    schedule 12 აგვ 2024, 19:48

    იმედს ვიტოვებ წამოვა ნიკო.რომანოს არ დაუწერია, რჩება ან კონტრაქტს ახარგძლივებს ან რაიმე მსგავსი.ლანგლე,გარსია,ტორესი,როკე,ფატი რომ წავიდნენ, თავისუფლად მოვა ეს კაცი.განსაკუთრებით, გარსიას ამ განცხადების "ბარსაში 100%-ით ვრჩები"-ის შემდეგ,მომენტალურად დავაყენებდი ტრანსფერზე.არ გინდა წასვლა,ბარსა ბ-ში გადადი. ამ დონის უნამუსობა არ უნდა იყოს ასეთი დონის გუნდში.ჯერ მოყავთ,შემდეგ ვერ ამართლებენ,მერე ანათხოვრებენ და იქაც ვერ დებენ სათანადო შედეგს რომ დაიტოვოს ვინმემ და ამის შემდეგ ,შემოთავაზებები გაქ და ბლოკავ(ფერან ტორესის მაგალითი),მოსაშორებელი ხარ აბა რა ხარ.

  • rivaldo80
    schedule 12 აგვ 2024, 18:47

    მოაშოერეთ ეს მეორე ხარისხოვანი ფეხბურთელები.ჯერ ეს რატომ უნდა მოიყვანო თუ არ გარბის უმაქნისია ამას ისე შეჭამენ ეპსანეთში გაქრება მოედნიდან ან ის ჯილაა ლუის დიასი რატო უნდა მოგინდეს ადგილზე ტიპი არის 0.არ ამართლებს ბარსაში დოღიის იგროკები.ნიკო მაგიტომ იყო მაგარი რომ ორივე ფეხით თამაშობს ადგილზე კაცსაც მოატყუებს და პასაც მიცემს.ლეაო ბოდვააა 150 მილიონს ვინც მაგაში გადაიხდის დასახვრეტია.😂

  • cezo45
    schedule 12 აგვ 2024, 18:46

    საერთოდ არავინ არარის საჭირო. ფერმინ ლოპესის წინ წაწევაც შეიძლება და მშვენიერი ფეხბურთელია