“ბარსელონას” წინასასეზონო მზადების აღმოჩენა, უდავოდ, 22 წლის თავდამსხმელბი პაუ ვიქტორია, რომელმაც პრესეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ჰანსი ფლიკის ნდობაც მოიპოვა.
როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ვიქტორს გზის გაკვლევაში დაეხმარა, “ბარსას” ლეგენდა და “მანჩესტერ სიტის” ახლანდელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა.
ინტერნეტში ვრცელდება 2020 წელს YouTube-ზე გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც გვარდიოლა ახალგაზრდა ფეხბურთელებს რჩევებს აძლევს, ერთ-ერთი მოთამაშე კი სწორედ პაუ ვიქტორია. მაშინ პაუ ჯერ კიდევ “ჟირონა ბ-ს” ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოდა.
ვერ გირჩევ, როგორ გაუმჯობესდე, არ გიცნობ და შენი მწვრთნელი არ ვარ. თუმცა, ცხოვრება ისაა, როგორ გაუმკლავდები რთულ მომენტებს და როდის აჩვენებ, რომ ღირებული ხარ. არსებობს ორი ვარიანტი: გამოხატო უკმაყოფილება ან აჩვენო, რა შეგიძლია. ეს მხოლოდ პაუს ეხება.
– განაცხადა გვარდიოლამ.
პაუ ვიქტორმა წინასასეზონო მზადების 3 მატჩში თავი 3 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.




საინტერესოა რა ტალანტი დაინახა ამაში გვარდიოლამ ალბათ პირველ გუნდის წევრი იქნებოდა დააწინაურება გვარდი რომ გვწრთნიდეს ჩვენ
იამალი მესის გაუბანია და ეს გვარდიოლამ გაბანა ეტყობა.
განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, მაგრამ ამხელა ფიგურა რომ შენზე საუბრობს მაგარია მაინც.
ერთ ორ წელიწადში დაგვეხიოს ალვარესიც და ბევრი სხვაც
გვარდი რომ სხვა გუნდის ფეხბურთელს ასეთ პატარა ასაკში რჩევას აძლევს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ გამორჩეულად დიდი ნიჭის პატრონი ხარ!
დანარჩენი უკვე შენზეა დამოკიდებული, როგორ გაითვალისწინებ ამ უჭკვიანესი ადამიანის რჩევას!!!!
დიდი იმედი მაქვს, რომ ბარსას ახალი თაობა საკუთარ, განუმეორებელ ერას შექმნის!!!