“ბარსელონას” ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი მარკ კასადო განმარტავს, რატომ მოიხსენიებენ თანაგუნდელები “კიმიხის” მეტსახელით.
თანაგუნდელები ამბობენ, რომ იოზუა კიმიხს ფიზიკურად ცოტათი ვგავარ. ამასთანავე, გასული სეზონის ბოლოს მარჯვენა მცველადაც ვთამაშობდი. მათ ამაზე ხუმრობა მოსწონთ.
ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები. ვფიქრობ, “ბარსას” პირველ გუნდში სათამაშოდ სურვილიც მაქვს და შესაბამისი დონეც.
ფლიკი ძალიან შეუვალია. ამას პირველივე დღიდან ვგრძნობთ. ის ბევრს გვესაუბრება. ჰანსი შესანიშნავი მწვრთნელია. ის ხშირად მუშაობს ჩვენთან როგორც ტაქტიკურ, ისე ფიზიკურ ნაწილზე.
“ბარსას” ყურება ყოველთვის მიყვარდა, განსაკუთრებით სათამაშო სტილის გამო.
მარკ ბერნალი? მთელი სეზონი ერთად ვთამაშობდით და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. საუბარი არც კი გვჭირდება, ერთმანეთის გასაგებად ერთი შეხედვაც საკმარისია.
– ციტირებს კასადოს სიტყვებს “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდი.
მარკ ბერნალი? მთელი სეზონი ერთად ვთამაშობდით და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. საუბარი არც კი გვჭირდება, ერთმანეთის გასაგებად ერთი შეხედვაც საკმარისია.
ეს აკლია ბარსას ყველაზე მეტად ძალიან დიდი ხანია..
პირველი ფეხბურთელი წელს ვინც ძირითად გუნდში წინაურდება
ფატის ტრავმა აქვს ისევ
მშვენიერი თაობა მოდის და ყველანაირად უნდა შეუწყონ ხელი ვისაც ევალება, ოღონდ ვეღარ ვიგებ ვის მიყავს კლუბში სამწვრთნელო საქმე ფლიკს თუ "სპორტულ დირექტორს".
ყველაზე მეტად ფატის ათამაშება მინდა, 6 თვიანი უტრავმო პერიოდი და შეიძლება მოეხსნას შიშები. დაბალი შანსია მარა მაინც მჯერა. ოლმო ფატი იამალი სამივე ჩვენი აკადემიის წევრია, გავი კასადო ბერნალი ფერმინი და თითქმის პედრიც ჩვენ გავზარდეთ. ლა მასია არ გაუვლია მარა მაინც. კუბარსი ბალდე ფორტი და არაუხო-ფაიც თითქმის ჩვენი აღზრდილები არიან. ეს ასტრალაგა კარში საიმტერესო ვინმე ჩანს. აკადემიაში კიდეა 5-6 იმედის მომცემი ვინმე, პაუ ვიქტორი, დარვიხი, ვალე, ნავარო დომინგესი… დავიჯერო 5 მაღალი დონის მოთამაშეს ვერ მივიღებთ ჯამში?
აკადემიიდან გადახვევამ ჩაგვაგდო ამ დღეშიი🥲
ახალი ოქროს თაობა გვყავს,
ნელნელა ეს გუნდი "უცხოებისგან" გაიწმინდება და მაქსიმუმ 2-3 წელში ისევ 11 ლა მასიელი ირბენს მოედანზე, იქნება ძველ თაობას კიდეც გადაუჯოკრონ ტიტულებით!!!
ბარსას მომავალი მის აკადემიაშია