“პორტუ” “ბარსელონას” 19 წლის ცენტრალური მცველის, მიკა ფაის თავისთან გადაყვანას ცდილობს, თუმცა საამისო თანხის გამონახვა უჭირს.
Marca წერს, რომ პორტუგალიურ კლუბში ისეთივე ფინანსური კრიზისია, როგორიც “ბარსელონაში”, რის გამოც “პორტუს” ხელმძღვანელობა ფეხბურთელის შეძენის სურვილსა და შესაბამის კაპიტალს ერთმანეთს ვერ უთავსებს.
საუბარია 15 მილიონ ევროზე და თანაც ულტიმატუმით. “ბარსელონა” 30 ივნისს საგადასახადო დოკუმენტაციის აღნუსხვას აპირებს, რის გამოც პორტუგალიელებს მხოლოდ 5 დღე აქვთ დარჩენილი. მათ ფაის დამატება და ცენტრალური დაცვის გაძლიერება ნამდვილად სურთ, თუმცა შესაბამისი ოდენობის თანხა არ გააჩნიათ, “ბარსელონა” კი ღირებულების შემცირებას არ აპირებს.
თუ 30 ივნისამდე “პორტუ” ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ ახალგაზრდა სენეგალელი ფლიკთან ერთად გერმანიაში გაემგზავრება, იქ კი სწორედ გერმანელი გადაწყვეტს თუ რამდენად საჭირო იქნება ფაის ახალი სეზონისთვის გამოყენება.
– წერს ესპანური გამოცემა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, მიკა ფაის სიტუაციას გერმანული და ინგლისური კლუბებიც აკვირდებიან, თუმცა ყველაზე ახლოს სენეგალელის დამატებასთან სწორედ პორტუგალიელები არიან.
კაპიკებში რატომ ყიდიან ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელებს?
მყიდველის ბედიც, რომ არ გვაქვს.
მერე ჩვენ უნდა ვიყიდოთ ვინმე 40-50-ათ არა?
არაუხო რო მიდის ლამის თავის პირით ამბობს, და ინდიგოც თუ რიგში დგას აღარავის ვიტოვებთ?
არაუხო თუ მიდის ეს უნდა ამიწიონ პირველ გუნდში. უმაგრესი ბიჭია ფაი.