ვისენტე დელ ბოსკე: ჩავიმ ზედმეტად ბევრი ილაპარაკა

ვისენტე დელ ბოსკე: ჩავიმ ზედმეტად ბევრი ილაპარაკა

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ჩავი ერნანდესის “ბარსელონადან” გაშვებაზე ისაუბრა.

ჩავის დიდებული მომავალი აქვს, როგორც მწვრთნელს. სავარაუდოა, რომ ის მომავალში “ბარსელონაში” დაბრუნდება.
უნდა ითქვას, რომ მან ძალიან ბევრი ისაუბრა. როცა ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ, ყველაფერი შენ წინააღმდეგ მიდის. ის კარგი მწვრთნელი იყო. ჩავიმ აჩვენა, რომ საკმარისი გამოცდილება და ნიჭი ჰქონდა, რომ გუნდი ემართა.

– ციტირებს მის სიტყვებს Mundo Deportivo. 

ბოლო პერიოდში ჩავი კლუბის მომავალზე მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა, რამაც ლაპორტა აღაშფოთა. გარდა ამისა, ესპანელი სპეციალისტი კლუბიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებდა, რაზეც პრეზიდენტი მას არ ეთანხმებოდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    31 მაი 2024, 18:55

    ციტატა: MESSI 2017
    წადი ჩავი ასისტენტად პეპთან გასწავლის რა უნდა ქნა და დაგტოვებს სიტიში თავის შემცვლელად მილანში არ წახვიდე და კიდე ერთი კლუბი არ გამინადგურო ისედაც განადგურებულია


    არ იკადრებს ალბათ, თუმცა არტეტამ იკადრა და გამოადგა კიდეც.

  • Rick Sanchez
    31 მაი 2024, 00:08

    ხანდახან წუწუნში გადასდიოდა ეგ საუბარი.

  • nika 54
    30 მაი 2024, 15:19

    დელ ბოსკე რო რეალში მოვიდა 1999 წელს, რეალი 8 ადგილზე ფართხალებდა. ამან 5 გაიყვანა, შემდეგ მე-3 და 2001-ში გააჩემპიონა. თან 2 ლიგა დადო. მესამე წელს რო ლიგა ვერ მოიგო პერესმა გაუშვა, ხო აზრზე ხართ. ნაკრებში კი მსოფლიო 2010-ში და ევრო 2012-ში მოიგო. სწორედ რეალიდან გაშვების შემდეგ მისი ინტერვიუ არსად არ ყოფილა. ესმის ამ დაბრძენებულ კაცს რო არც მსაჯს არ უნდა ეჩხუბო და არც პრეზიდენტს. უფრო დაგაფასებენ.

  • R-10
    30 მაი 2024, 01:47

    ჩავის ყველაზე დიდი შეცდომა მწვრთნელის რანგში ემოციის უკონტროლობა იყო რამდენი წითელი ბარათი მიიღო აღარც კი მახსოვს თამაშის მიმდინარეობისას გუნდს ვერ მუხტავდა ემოციით და შეცვლებსაც ცოტა გაურკვევლად აკეთებდა. ფაქტია ფეხბურთელობის დროს მისი მოედნის ხედვა ძაან მაგარი იყო და ცდილიბს გადაიტანოს გუნდში მარა ემოცია და ცივსისხლიანობაა საჭირო გამოცდილებასთან ერთად. მადლობა რომ რთულ დროს ჩაიბარა გუნდი და ცოტა ავთამაშდით მაგრამ ფაქტი ისაა რომ ჯერ არარის დიდი გუნდისთვის მზად,მაგრამ დარწმუნებულივარ 3წელიწადში დიდი მწვრთნელი გახდება ემოციებს თუ გააკონტროლებს.

  • pedro rodrigez 27-17-7
    30 მაი 2024, 01:45

    ფლიკის სიმკაცრის და გერმანული ხასიათის იმედი მაქ რაა მარა მარააა….მოდი ესეთი კითხვა დავსვათ! აი ვთქვათ და ამ ზაფხულსაც ისევ დეგენერატები მოიყვანეს გუნდში… ისევ ძველი 33-35 წლის ვარსკვლავები რომლებსაც გუნდთან კონტრაქტი ამოეწურათ და მოვიდნენ ჩვენთან. და აი ვერაფერი ვქენით ლიგაზე… ისევ მწვრთნელს დაბრალდება?ისევ მწვრთნელმა ვერ დახატა ტაქტიკა და მაგის ბრალი იქნება? ბიჭოო ფული არ აქვთ კაცი ვერ მოყავთ გუნდში ვერავინნნ! ხელფასს ესენი ვერ უხდიან ვერავის და რა ლოგიკით უნდათ წარმატება? თუ გვიდო როდრიგესია ნათელი გვირაბის ბოლოს? მარტო მწვრთნელს ბრალდება მერე ყველაფერი აქ 🙂 და უი მწვრთნელმა ცვლილება არ გააკეთა ნწნწნ რა უინტელექტოა… ეგერ ძმაო რეალი ადგება და დედას იტირებს იყიდის გიჟებს და ვიძახოთ მერე რატო მოიგო ლიგაო… სწორ ტრანსფერებს ვერ აკეთებენ, მოკვდნენ ეს ახალგაზრდები ეგერ გავი ეხლა როგორ დაბრუნდება ღმერთმა იცის… პედრი უკვე ტრამვისკენაა მიდრეკილი ისეთები უქნეს… ამ იამალს და ფერინს დატვირთავენ სადღაც ეგენიც გაიტიშებიან და ჰე უყურე მერე ამათ საცოდაობას

  • MESSI 2017
    30 მაი 2024, 01:07

    წადი ჩავი ასისტენტად პეპთან გასწავლის რა უნდა ქნა და დაგტოვებს სიტიში თავის შემცვლელად მილანში არ წახვიდე და კიდე ერთი კლუბი არ გამინადგურო ისედაც განადგურებულია

  • JasoN
    30 მაი 2024, 00:18

    ასეა სიმართლის ლაპარაკს ყოველთვის ეწირება ადამიანი. ან ინტრიგნათ გნათლავენ ან ჭორიკნად. სიმაღტლე ყველასთვის მწარეა მითუმეტეს ასეთი პრეზიდენტისთვის როგორიც ლაპორტაა… მესის გაშვებაც ზუსტად ამას ემსახურება რომ მისი ავტორიტეტის ადამიანსნბევრი არ უნდა ელაპარაკა