Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსელონაში გატარებული 1 სეზონის შემდეგ, ორიოლ რომეუ, შესაძლოა, ჟირონაში დაბრუნდეს.
“ჟირონისტებისთვის” რომეუ ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ვინაიდან, ხელმძღვანელობას კლუბში მისი წარსული კარგად ახსოვს.
ჟირონაში დაბრუნება თავად ორიოლსაც სურს, ბარსაში მიღებული ძალიან მცირე სათამაშო დრო ტრანსფერს ამარტივებს. კატალონიური გრანდი მის სანაცვლოდ დაახლოებით იმ თანხას მოითხოვს, რამდენიც გასულ წელს თავად გადაიხადა (€3.4 მილიონი).
რომეუმ 2023/24 წლების სეზონში 37 მატჩი ჩაატარა (თუმცა მოედანზე მხოლოდ 1435 წუთი გაატარა) და 1 ასისტი მიითვალა.
3,4 რა არის, რაც ხელფასი ვუხადეთ ის მაინც დაემატებინათ, 5 რო მოითხოვონ სირცხვილია?
რისთვის მოიყვანეს? პრესეზონის გარდა კარგად არ უთამაშია არსად.
წავიდეს, ვისაც ამაზე გული დასწყდეს… საერთოდ რაზე მოყავდათ ეგ ვერ გავიგე
ჩვეულებრივი დიშლა.
წავა რაც მთავარია და სად ეგ აღარ გვაინტერესებს
სულ რომ ყველა წავიდეს ბარსელონადან ეს მაინც ზედმეტი იქნება
ვაფშე რას მოიყვანეს
წავიდეს თუ ის არგენტინელი მოგვყავს ეს უკვე ზედმეტი იქნება