workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სევილია 1-2 ბარსელონა | მოგება ჩავის ბოლო მატჩში

სევილია 1-2 ბარსელონა | მოგება ჩავის ბოლო მატჩში

ბარსელონამ ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში სევილია “სანჩეს პისხუანზე” 2-1 დაამარცხა. 

ბარსა მე-15 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა. 31-ე წუთზე კი მასპინძელთა მაროკოელმა ცენტრფორვარდმა, იუსეფ ენ-ნესირიმ ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა. 

საბოლოოდ, ბარსელონამ მაინც იმარჯვა: 59-ე წუთზე ფერმინ ლოპესმა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ძლიერი დარტყმით სევილიას ნორვეგიელ მეკარეს, ორიან ნიულანდს შანსი არ დაუტოვა და კატალონიური კლუბი კვლავ წინ გაიყვანა. ფერმინი გოლის გატანის შემდეგ ჩავი ერნანდესთან მივიდა, რომლისთვისაც ეს “ბლაუგრანას” მწვრთნელის პოსტზე ბოლო მატჩი იყო.

ბარსელონამ ლა ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში 85 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილი დაიკავა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 27 მაი 2024, 17:05

    მოკლედ ეს ბიჭი დღითი დღე უმატებს, და რაც მთავარია მონდომებულია ძალიან.

  • Rick Sanchez
    schedule 27 მაი 2024, 01:19

    მოგებით გავაცილეთ მაესტრო რაც მთავარია. წარმატებები გუნდს და ჩავის ახალი სეზონიდან!