ჩავი ერნანდესმა “რაიო ვალიეკანოსთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
გუნდი სიმშვიდეს მაძლევს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სეზონს მეორე ადგილზე დავასრულებთ. გავრცელებული ცნობების მესმის, მაგრამ ჩემს მომავალთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა.
არ ვიცი და არც მაინტერესებს, საიდან მოდის ეს ჭორები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტისა და დეკუსგან სრული ნდობა მაქვს.
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. კარგი შანსი გვაქვს, რომ მეორე ადგილზე გავიდეთ და სუპერ თასის საგზური მოვიპოვოთ.
პრეზიდენტმა პოზიტიური მესიჯები გადმომცა. თავს კარგად ვგრძნობ, “ბარსას” მწვრთნელობა შესანიშნავი სამსახურია, რადგან ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.
ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ. კრიტიკა მხოლოდ უკეთესს მხდის.




ეს უკვე თავსაც გვაყვედრის მგონი.
აუ სურათი მაინც დადეთ სხვა ცუდად ვარ ამას რო ვხედავ 🤭🤣🤣🤣🤣
ბაიერნში მიდისო
მეც ეგრე მგონია და იმედია ფლიკი მოვა და არა ტუხელი..
ბაიერნში მიდისო
წადი ძმაო წადი , რას გადაგვეკიდე ? ცუდი მწვრთნელი ხარ და წადი
ფეხბურთელები ვერ უქაჩავენ სრული აბსურდია პირდაპირ მწვრთნელად რომ მოეთრა ეგაა პრობლემა შანსი არ არის რომ ფეხბურთელმა პირდაპირ მწვრთნელობით დაიწყოს და გააამართლოს ასისტენტად უნდა იყო სადმე მითხარი მწვრთნელი რომელმაც პირდაპირ ფეხბურთელობისერე მწრვთნელობა დაიწყო და გაამართლა