ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბერნარდუ სილვას მიმართ ბარსელონას ინტერესი ნამდვილად ძლიერია და კლუბი მის გაფორმებაზე ოცნებობს.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, პრეზიდენტი ლაპორტა, დეკუ და ჩავი პორტუგალიელი ფეხბურთელის დიდი ქომაგები არიან, მაგრამ, ამავდროულად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბარსას რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს. შესაბამისად, კატალონიურმა გრანდმა ჯერ პრობლემები უნდა მოაგვაროს.
ამ მომენტისთვის, ბერნარდუ ბარსელონას სატრანსფერო სიაში ნამდვილად არის, მაგრამ, მოლაპარაკებების მხრივ, სერიოზული არაფერი ხდება.
ცნობილია, რომ ბარსელონაში თამაში ბერნარდუსაც სურს, რადგან ეს მისი ოცნების კლუბია.
სილვას მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.




მერე ფრენკი ხო უნდოდა სიტის, გავუცვალოთ და ცოტა დაგვიმატონ ასაკის სხვაობის. თითო წელზე 1 მილიონიც გვეყოფა.
აცადეთ 34 ის გახდეს