workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკი: ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ, რადგან ჩვენ ბარსელონა ვართ

რობერტ ლევანდოვსკი: ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ, რადგან ჩვენ ბარსელონა ვართ

რობერტ ლევანდოვსკის კომენტარი ვალენსიასთან მატჩის (4-2) შემდეგ:

მარტივი მატჩი არ ყოფილა. პირველ ტაიმში შეტევაში სივრცეები არ გვქონდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ დავაქამბექეთ. ვიცოდით, რომ მეორე ტაიმში უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა და სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა.

კარგი რამ ისაა, რომ 2 გოლის გაშვების მიუხედავად, 3-4 გოლის გატანა შეგვიძლია. სწორედ ეს გვჭირდება – შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ბევრი გოლი გავიტანოთ, რადგან ჩვენ ბარსელონა ვართ.

პიჩიჩისთვის ბრძოლა? 16 გოლი მაქვს, მაგრამ მეტის გატანის შესაძლებლობა მექნება. ახლა ჟირონასთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ და რაც უფრო მეტ გოლს გავიტანთ, მით უკეთესი… ჩემი ჰეთ-თრიქი მთელი გუნდის შრომის დამსახურებაა. 

ჯარიმის გატანამდე ფერანს ვუთხარი, რომ ჩემთვის ნდობა გამოეცხადებინა.

აღსანიშნავია, რომ რობერტ ლევანდოვსკი ლეო მესის შემდეგ ბარსელონას პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის ეგიდით სახლში გამართულ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. 2020 წლის თებერვალში ლეგენდარულმა არგენტინელმა ეიბარს პოკერი შეუსრულა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 02 მაი 2024, 21:16

    ანუ მესის წასვლის შემდეგ ეს მეორე გოლია არა საჯარიმო დარტყმით? პირველი რაფინიამ გაიტანა მგონი.