სუპერკომპიუტერმა პსჟ-თან ბარსას შანსები შეაფასა

სუპერკომპიუტერმა პსჟ-თან ბარსას შანსები შეაფასა

Opta-ს სუპერკომპიუტერმა The Analyst-მა “ბარსელონასა” და “პარ სენ-ჟერმენის” წყვილში მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდი იწინასწარმეტყველა.

სუპერკომპიუტერის პროგნოზით, “ბარსელონა”, დიდი ალბათობით, “პარი სენ-ჟერმენთან” ჩამპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გამოვარდება.

The Analyst-ის ალგორითმის მიხედვით, “ბარსას” 1/2-ფინალში გასვლის შანსი 42.1% არის, პსჟ-ის კი – 57.19%.

სუპერკომპიუტერის პროგნოზის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის ფინალი “უემბლიზე” სწორედ პსჟ-სა (35.3%) და “მანჩესტერ სიტის” (41.9%) შორის გაიმართება. ფავორიტად ისევ “სიტი” მიიჩნევა, რომელიც გასული სეზონის ჩემპიონია.

“ბლაუგრანა” პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2020/21 წლების სეზონში 1/8-ფინალში შეხვდა. მაშინ პარიზულმა გუნდმა ორმატჩიან დაპირისპირებაში 5-2 გაიმარჯვა.

იმედია, ბოლოდროინდელი ისტორია არ განმეორდება და როგორც ზოგიერთ შემთხვევაში ხდება, სუპერკომპიუტერი ცდება.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    schedule 05 აპრ 2024, 01:40

    ხელოვნურმა ინტელექტმა კი ბარსა მოიგებსო. ერთ-ერთის პროგნოზი უეჭველი გამართლდება.

  • Barca
    schedule 05 აპრ 2024, 00:17

    დაიცა ეს ის კომპიუტერი არაა წინა ჩემიონთა ლიგაზე რო თქვა რეალი მოიგებსოო?

  • Rick Sanchez
    schedule 04 აპრ 2024, 22:11

    როდის უთქვამს სიმართლე ამ სუპერ კომპიუტერს?

  • nikusha
    schedule 04 აპრ 2024, 18:57

    ტერ შტეგენი
    კუნდე-არაუხო-კუბარსი-კანსელუ
    დე იონგი-კრისტესტენი-გიუნდოგანი
    იამალი-ლევანდოვსკი-რაფინია

    ამ შემადგენლობით თუ გავალთ ორივე თამაში შანსები გვექნება ნამდვილად თან არც თუ ისე პატარა, შანსები თანაბარია

  • Neymar
    schedule 04 აპრ 2024, 15:55

    nika 54, გრილიშზეც ვიტყოდით უარს და თუ საქმე საქმეზე მიდგებოდა ჰალანდზეც რადგან ჩვენ არ გამოგვადგებოდა ეგ კაცი

  • ზურაბ
    schedule 04 აპრ 2024, 14:44

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: cruyff9
    როდრი როგორ მინდა ბარსაში რა🥹🥹


    თუ ფილ ფოდენი


    ორივე დახატავდა თუ რაფინია გაიყიდებოდა

  • C.PC5
    schedule 04 აპრ 2024, 14:44

    არაა იოლი გასარჩევი თამაში, ამიტო არ ინდობა მაგ კომპიუტერი🙂

  • ზურაბ
    schedule 04 აპრ 2024, 14:44

    ეს ქინძი ანდროიდი ცდება როდისმე ?

  • cruyff9
    schedule 04 აპრ 2024, 14:20

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: cruyff9
    როდრი როგორ მინდა ბარსაში რა🥹🥹


    თუ ფილ ფოდენი


    როდრი

  • nika 54
    schedule 04 აპრ 2024, 13:53

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: cruyff9
    როდრი როგორ მინდა ბარსაში რა🥹🥹


    თუ ფილ ფოდენი


    და რომელ ძირითადის წევრზე იტყოდით უარს სიტიდან?

  • CHEPE
    schedule 04 აპრ 2024, 13:48

    ციტატა: cruyff9
    როდრი როგორ მინდა ბარსაში რა🥹🥹


    თუ ფილ ფოდენი

  • cruyff9
    schedule 04 აპრ 2024, 13:38

    როდრი როგორ მინდა ბარსაში რა🥹🥹