workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საფრანგეთი – გერმანია | ბარსელონას ფეხბურთელთა შეფასებები

საფრანგეთი – გერმანია | ბარსელონას ფეხბურთელთა შეფასებები

ევრო 2024-ის დაწყებამდე ამხანაგურ დონეზე სანაკრებო კლასიკა საფრანგეთსა და გერმანიას შორის შედგა, რომელიც მომავალი ტურნირის მასპინძელმა ქვეყანამ 2:0 მოიგო.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა “ბარსელონას” სამმა ფეხბურთელმა მიიღო. ფრანგების მხარეს დაცვაში კუნდემ ითამაშა, გერმანელთა მაისურით კი მინდორზე ტერ შტეგენი და გიუნდოგანი იმყოფებოდნენ.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარში დაყენება, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ნაგელსმანი “ბარსელონას” მეკარეს ევროზეც ძირითადში დააყენებს. მას გამოცემებმა 7.1 სარეიტინგო ქულა დაუწერეს. ტერ შტეგენს ჯამურად 2 მოგერიება ჰქონდა და მატჩი შეუცვლელად ჩაამთავრა.

ილქაი გიუნდოგანმა თამაში სასტარტო XI-ში დაიწყო და მინდორზე 72 წუთი გაატარა. “ბარსელონას” ნახევარმცველმა 6.7 ქულა მიიღო.

რაც შეეხება ჟიულ კუნდეს, მან მინდორზე ზუსტად ერთი საათი დაჰყო და შეფასების დონეზე 6.1 სარეიტინგო მაჩვენებელი დაიმსახურა. გაცნობებთ იმასაც, რომ კუნდემ კოჭის არეში ტრავმა მიიღო, თუმცა, როგორც ამბობენ, ტრავმა სერიოზული არ უნდა ჩანდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 25 მარ 2024, 15:50
    #3

    მთავარია კუნდეს ტრავმა არ იყოს სერიოზული და სხვას ვინ ჩივის.

  • me da barca
    schedule 24 მარ 2024, 15:34
    #2

    ციტატა: nika 54
    შტეგენმა მბაპეს ერთი-ერთზე თავზე გადაგდებული აუღო, დემბელეს კი ახლოდან ძლიერი დარტყმა მოიგერია. შტეგენი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

    ციტატა: nika 54
    ილქაი გიუნდოგანმა თამაში სასტარტო XI-ში დაიწყო

    P.S.
    ავტორს მინდა ვკითხო: ილქაი გიუნდოგანმა თამაში სასტარტო XI-ში დაიწყო. XI რო მეთერთმეტეს ნიშნავს და არა თერთმეტს არ ვიცით?.

    ასწავლე, შენ ხომ ყველაფერი იცი. 1 კომენტარი დევს და ისიც მხოლოდ შენი.

  • nika 54
    schedule 24 მარ 2024, 15:10
    #1