ჩავი ერნანდესმა “ნაპოლისთან” მატჩის (3-1) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ქომაგები ფიქრობდნენ, რომ წასვლაზე განცხადების გაკეთების შემდეგ, სადავეები გამაქცეოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ხალხს ჩემი არ სჯეროდა, ბევრი დამსახურებული კრიტიკა შემხვდა. გუნდმა აჩვენა, რომ ევროპაში კონკურენტუნარიანია. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მშვიდად ყოფილიყვნენ.
დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. რობერტო და რომეუ გუნდისთვის სასიცოცხლო საქმეს აკეთებენ. ბევრი პლუსი გვაქვს. კუბარსი ძალიან მშვიდია და დაძაბულობის გარეშე თამაშობს. როცა მას ბურთი აქვს, პულსი არ მიჩქარდება.
გიუნდოგანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.
4-წლიანი პაუზის შემდეგ, მეოთხედფინალში ვართ. გუნდს რთული წლები ჰქონდა, ახლა კი მიღწეული შედეგით უნდა ვისიამოვნოთ. ბედნიერები ვართ.
დღეს პუბლიკას 10-დან 10 ქულა ეკუთვნის.
სერჟი რობერტო შეტევაშიც და დაცვაშიც დიდებული იყო. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. სერჟის უფრო მეტი სათამაშო დრო იმიტომ არ უთამაშია, რომ ტრავმები ჰქონდა.
ფერმინი იმიტომ შევცვალე, რომ დაღლილი ჩანდა. კონტროლი დავკარგეთ, რის გამოც ლობოტკას გიუნდოგანი და რობერტო დავუყენე, ამის შემდეგ კი ბალანსი აღდგა.
იმაზე უკეთესად ვთამაშობთ, ვიდრე გასულ სეზონში. გუნდი ჯერ კიდევ შენების პროცესშია, მაგრამ დღეს დიდ გუნდს მოვუგეთ. ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი მიზანი ხელშეუხებელია.
მეოთხედფინალში ძალიან ძლიერი გუნდი შეგვხვდება და მათ წინააღმდეგ ვიბრძოლებთ.




ვაღიაროთ ჩავი, რომ ჯგუფი ყველაზე ადვილი შეგვხვდა და 1/8 ფინალშიც ყველაზე ადვილი მეტოქე. აი 1/4 ფინალიდან იწყება თავდავიწყება.
ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი მიზანი ხელშეუხებელია.
ოპტიმიზმი იცოცხლე დო ხუია აქვს.
ეს რომეუ სადღაც დაგვღუპავს
რეალურად თავად ჩავის დაეხმარება ეს სეზონი პროფესიულ ზრდაში, დააკვირდით რამდენს წვალობს რო რაღაცები სწორად გააკეთოს, რათქმაუნდა ნაპოლი არაა სასზომი, თუმცა სწორად გააკეთა ყველაფერი და ეს იმ შეცდომების დამსახურებაა რომლებსაც ვხედავდით სეზონის განმავლობაში, რობერტო და რომეუ რომ შემოიყვანა მანდ ავნერვიულდი რო ისევ ჩაისვარა, მაგრამ თურმე ვცდებოდი🙂 მაგით დაიბრუნა ზუსტად უპირატესობა და დააფინიშა ნაპოლი, ფელიქსის არდაყენებაც სავსებით ლოგიკური იყო და ვამართლებ, რაფინიას რაც არუნდა ვასხათ მუშაობს, ორი გოლი ლამის თვითონ შექმნა და დაცვაშიც ძალიან კარგად ჩამოდიოდა, ფელიში კიდე დაცვას არ გაეკარებოდა ან იმდეს არ იმუშავებდა 100% ვიცი ეს. იამალს და კუბარსს მაინც უნდა მოუფრთხილდეს, თუმცა ფაქტია მარგალიტებით სავსე გუნდს უტოვებს მომდევნო მწვრთნელს✊❤️
მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემთხვევებში ყ*ერი ხარ დღეს კარგად ათამაშე გუნდი და მადლობა.
მაესტრო, კლასი აჩვენე! გააჩუმე ვაი ექსპერტები!
shota333, სხვათაშორის წინათამაშსიც
კაი თამაში იყო, მარა ეს ნაპოლი არაა მაგის საზომი თუ რა შეუძლია გუნდს
დღეს კარგი იყავი თავგას✌️
კუნდე უმაღლესი დონის მცველია
ისე კუნდემ კი ჩაკეტა კვარა
მართალია ერთი ორჯერ მაინც ისლევე მაგრამ საბოლოო ჯამში მადლობა ჯიგარი ხარ მაესტრო ♥️💙
რაც არ უნდა იყოს, მადლობა, მაესტრო!