workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფლიკი ბარსას თანდათან შორდება

ფლიკი ბარსას თანდათან შორდება

Marca იტყობინება, რომ “ბარსელონამ”, შესაძლოა, ჰანსი ფლიკი ჩავის პოტენციურ ჩამნაცვლებელთა სიიდან ამოიღოს.

წყაროს ცნობით, “ბარსათვის” პრიორიტეტულია ისეთი სპეციალისტის მოძიება, რომელსაც ბევრ ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება გააჩნია და მრავალ ენასაც ფლობს. ამ ფონზე ჰანსი ფლიკის კანდიდატურა თანდათან ქრება, ვინაიდან მას გერმანიის გარდა არსად უმუშავია, როგორც მწვრთნელს და როგორც ფეხბურთელსაც (თუ არ ჩავთვლით მის მცირეხნიან ასისტენტობას ავსტრიულ “რედ ბულ ზალცბურგში”).

ამ მხრივ, რობერტო დე ძერბი უფრო უკეთეს მდგომარეობაშია. მას იტალიაში, უკრაინასა და ინგლისში მწვრთნელობის გამოცდილება აქვს. მეტიც მისი სათამაშო სტილი სხვა კანდიდატებთან შედარებით, “ბარსას” DNA-სთან ყველაზე ახლოსაა.

მიუხედავად ამისა, ჰანსი ფლიკისგან განსხვავებით, დე ძერბის არასოდეს მოუგია ისეთი მნიშვნელოვანი ტიტული, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა. გარდა ამისა, მას არ აქვს მუშაობის გამოცდილება ისეთ გასახდელთან, რომელიც სავსეა საფეხბურთო ვარსკვლავებით (თუმცა ანალოგიურს ამბობდნენ პეპ გვარდიოლას შესახებაც 2008 წელს).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • me da barca
    schedule 02 მარ 2024, 21:08
    #18

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: CHEPE
    მარკააა🤫🤣🤣🤣 ყველაზე სანდო მადრიდული წყარო ჰალაზე ზოგიერთს რომ წამს მარკა რასაც დაწერს მბაპე 5 წლის წინ რომ გააოფიციალურა ლამის🤣🤣🤣


    ტიპები ისეთებს წერენ გადაბჟირდები
    ის ადმინიც კაი მეზღაპრე ყავთ მაგას რო კითხო ჰოლანდიც და მბაპეც რეალის ფეხბურთელია უკვე


    მე იქ საუკუნეა არ შევსულვარ და არც მინდა, რომ შევიდე. ადმინი კაი მეზღაპრე კი არა პროფესიონალი მეზღაპრეა, ჰანს ქრისტიან ანდერსენსაც, რომ შეშურდება. მთლად დალაგებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, ისეთ სისულელე ზღაპრებს იგონებს და თხზავს. იქაური აუდიტორიის 90% კიდევ ჯერა.

  • nika 54
    schedule 01 მარ 2024, 18:39
    #17

    ის რო ჩვენ ფეხბურთელებს თამაში სცოდნიათ არაერთხელ ვნახეთ, და მე მგონი მთავარი აკლიათ მკაცრი ხელი, მოტივაცია ისეთი გვარდიოლას რო აქვს. მახსოვს სიტიში რო მივიდა ფეხბურთელებს ვაიფაი გაუთიშა. ბარსაში ლეოსაც კი უყვირა. კი მოუხადა თურმე ბოდიში მაგრამ გასაგებია საქმეს ძალიან სერიოზულად უდგება. დე ძერბი არ ვიცი, მაგრამ გერმანელ ფლიკს ნამდვილად ექნება ამის თავი.

  • რივალდო-მესი
    schedule 01 მარ 2024, 16:55
    #16

    ციტატა: rivaldo80
    ხავი გაუშვა და დე ზერბი მოიყვანო არის სიდებილის პიკი 😂


    სიდებილის პიკი იყო სააქლემოდან ხავის და თავის ძმის მოყვანა. იმინა არიოლი და რეშკა ითამაშებს აბა თუ გაამართლებს. ხოდა ჩააჭყაპუნა. უნდოდათ არიოლი დაჯდა რეშკა. დე ძერბი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მწვრთნელია ( უკვე რამდენიმე ჩემპიონატში გამოცდილი) ტოპ მწვრთნელი აქ არ მოვა ან ჭუჭუ ვწელოთ და ვიოცნებოთ კლოპი- გვარდიოლაზე. ან მოვიყვანოთ უბრალოდ კარგი , პერპექტიული მწვრთნელი. ასეთი დე ძერბია ( თუ ფლიკსაც ვერ ვქაჩავთ იმ შემთხვევაში .

  • MESSI 2017
    schedule 01 მარ 2024, 15:30
    #15

    რეალობა ასეთია დე ძერბის უნდა კვარა და ონანა
    ფლიკს მანჩესტერის მეინო და გრინვუდი ამ სიახლეების მერე ფლიკისკენ საერთოდ აღარ ვიხრები მენტალობა,ფიზიკა,ტექნიკა,ხასიათი დე ძერბისაც შეუძლია მიცეს გუნდს ოდნავ დაბალ დონეზე მაგრამ ტყუილად გადაყეილი ფუკი მაინც არ იქნება ტრანსფერებში ფლიკს რო კიმიხი მაინც უნდოდეს მესმის მარა არც კიმიხი უნდა ასე რომ თუ ის ჭორები რაც ფლიკის მოთხოვნილ ტრანსფერებზე გავრცელდა სწორია მე დე ძერბი მირჩევნია მხოლოდ იმიტომ რომ კვარას მოყვანა უნდა და ონანაც კიმიხის მერე მე2 საუკეთესო არჩევანია

  • rivaldo80
    schedule 01 მარ 2024, 14:32
    #14

    ხავი გაუშვა და დე ზერბი მოიყვანო არის სიდებილის პიკი 😂

  • basa7
    schedule 01 მარ 2024, 14:02
    #13

    ტუხელისკენ მიყავთ ამ ახვრებს. ამას თავისი პლიუსიც აქვს. ერთ წელში მოის რიან და კლოპს მოიყვანენ თუ არ ივარგა

  • La Pulga10
    schedule 01 მარ 2024, 13:29
    #12

    ფლიკი- ძლიერი მხარეები: მაღალი დონის ფიზ.მომზადება,დისციპლინა,იცის ვარსკვლავებთან ურთიერთობა,სიმკაცრე,ტაქტიკურად საკმაოდ ძლიერია,პრესინგის მონსტრი,გამოცდილება მაღალ დონეზე,ტიტულები.(რადგან ნაკრებში ვერაფერი ქნა არ ნიშნავს რომ ცუდი მწვრთნელია).

    სუსტი მხარეები: გერმანული ფეხბურთი და ესპანური განსხვავდებიან ერთმანეთისგან და არვიცით როგორ მოერგება, ესპანურად ვერ საუბრობს.

    დე ძერბი- ძლიერი მხარეები: ბარსას სტილი,ძლიერი ტაქტიკოსი,კარგად იცის პრესინგის დაძლევა,სხვადასხვა კლუბში უმუშავია და განსხვავებული სტილის ჩემპიობატებში.

    სუსტი მხარეები: არ აქვს ვარსკვკავებთან ურთიერთობის გამოცდილება, არ ყოფილა ძლიერ კლუბში, არვიცით როგორ დაიჭერს გუნდს,არ მოუგია დიდი ტიტული.

    ეს ჩემი აზრია,მაგრამ ფლიკი ჯობია ამ ეტაპზე. თუ რაღაცაა და ვერ გაამართლა 1 წლის მერე კლოპის ვარიანტი იქნება და ფლიკი კარგ საფუძველს მოუმზადებს.

  • Futbol Club Barcelona
    schedule 01 მარ 2024, 13:09
    #11

    დე ძერბის არის ჩავის დონის იგივე, არავითარ შემთხვევაში.

  • Flying Dutchman
    schedule 01 მარ 2024, 12:20
    #10

    დე ძერბის მოყვანას მირჩევნია ჩავის ძმა დაინიშნოს joy

  • Old Man
    schedule 01 მარ 2024, 11:37
    #9

    ფლიკს დე ძერბი ჯობს, ჯგუფში ჩარჩენილი გერმანიის ნაკრები მარტო ამან მოახერხა. ამიხსენით რა ქნა ფლიკმა საიმისო რომ ბარსა ჩააბარონ, უტრიბუნო ნახევარი ლიგა თავისით მოხდილი გუნდით, მაგან არ შეგაცდინოათ. ისე ორივეს და ყველას, ერთი სულ უტიტულო სეზონიც რომ იყოს და მერე კლოპი მოვიდეს ჯობს. კლოპი არის იდეალური ვარიანტი, უკეთესი რო არ შეიძლება, მენტალიტეტი ახალგაზრდებისთვის და სპორტულ კუთხეზე აღარ დავიწყებ ახსნას

  • Ferran7
    schedule 01 მარ 2024, 11:30
    #8

    მინდოდა რომ კარიერის დასრულების შემდეგ მესის ინტერ მაიამიში ეცხოვრა მაგრამ ლეომ მითხრა რომ მხოლოდ ბარსელონაში ცხივრებაზე ფიქრობს კამპ ნოუსთან ერთად მას ისე უყვარს ბარსელონა ფეხზეც კი დაიხატა და წლის ბოთლზეც ბარსელონას ლოგო აქვს
    დევიდ ბექემი.
    რა კაცი გაუშვეს ეხაც ვერ ვიჯერებ და რო ვერ დააბრუნეს კიდე მეორედ არვიცი მართლაც ვინ უშველის ამ კლუბს კიდევ მესის ნაირი ვინმე თუ დაიბადება

  • JasoN
    schedule 01 მარ 2024, 11:27
    #7

    დე ზერბის მოყვანას ჯობია კი ხავის კიდევ ერთი წლით დარჩენა თუ ფლიკი ვერ მოგვყავს კი ასეა და განვმარტავ კიდეც რატომ… დე ზერბი აქ დიდი ალბათობით ვერ გაამართლებს და ჯერ ვერსად ვერ გაამართლა და რის საფუძველზე გეფიქრებათ რომ ბარსას ააყვავებს? ახლა მეორე საკითხი. ერთი წლის თავზე რომ ვერ გაამართლოს დე ზერბიმ ( ფლიკის არმოსვლის შემთხვევაში ) გული მიგრძნობს დასვენებულ კლოპსაც რეალში ვიხილავთ ანჩელოტის შემცვლელად და ჩვენ ისევ ვსდიოთ მერე დე ზერბებს და კონსეისაუებს? თუ ფლიკი ვერ მოგვყავს ჯობია კი რომ ხავი დარჩეს მაგრამ ესეც არ დარჩება ( მიზეზი დეკუა )

  • JustBarcaLover
    schedule 01 მარ 2024, 10:32
    #6

    ციტატა: CHEPE
    მარკააა🤫🤣🤣🤣 ყველაზე სანდო მადრიდული წყარო ჰალაზე ზოგიერთს რომ წამს მარკა რასაც დაწერს მბაპე 5 წლის წინ რომ გააოფიციალურა ლამის🤣🤣🤣


    ტიპები ისეთებს წერენ გადაბჟირდები
    ის ადმინიც კაი მეზღაპრე ყავთ მაგას რო კითხო ჰოლანდიც და მბაპეც რეალის ფეხბურთელია უკვე

  • CHEPE
    schedule 01 მარ 2024, 10:13
    #5

    მარკააა🤫🤣🤣🤣 ყველაზე სანდო მადრიდული წყარო ჰალაზე ზოგიერთს რომ წამს მარკა რასაც დაწერს მბაპე 5 წლის წინ რომ გააოფიციალურა ლამის🤣🤣🤣

  • lesane C
    schedule 01 მარ 2024, 09:55
    #4

    ციტატა: რივალდო-მესი

    ციტატა: Rick Sanchez
    ფრაზა "ბარსას დნმ-ს" კიდევ ერთხელ თუ გავიგებ ჭკუიდან გადავალ. რა დნმზეა საუბარი 7 წელია ნორმალური ფეხბურთი არ უთამაშია გუნდს.


    100%😀 როცა წლების მანძილზე ვერ მოგყავს წარმატებული, პროფესიონალი მწვრთნელი. უშვებ იდიოტურ სატრანსფერო თუ ეკონომიკურ შეცდომებს ( დანაშაულის ტოლფასს) შენი თქმის არ იყოს ვერ თამაშობ ფეხბურთს და ყველა გადამწყვეტ თამაშს არა თუ აგებ არამედ უბრალოდ იჯვ. ავ😕 აბა სხვა რა უნდა თქვა გარდა წარმოსახვითი ბარსად დნმისა და ფილოსოფიისა?🤮

    ციტატა: lesane C
    ამის მოყვანას მართლა ხავი დარჩეს ჯობია, იჩალიჩონ ფლიკზე რა იქნება სწავლობს ენასო ასეო ისეო და რავიცი აბა


    ანუ ჯობია ხავის ვაცადოთ სანამ ისწავლის? დააა უნიჭო თუა? სად დავდოთ ზღვარი, რომ ვთქვათ უი ეს კაცი თურმე როგორც მწვრთნელი უნიჭოა? აი ეგ როდის უნდა მოხდეს? უფრო სწორედ
    მართლა მაინტერსებს თქვენნაირად ვინც უყურებთ ამ საკითხს, აი საკუთარ თავში მაინც ხომ ფიქრობთ, ეს თუ მოხდა ხავი უნდა წავიდეს😀 რა უნდა მიხდეს სამაგისოდ? 5-უტიტულო წელი და ყველა სეზონში ყველა პრინციპული თამაშის წაგება გეყოფათ?


    დე ძერბის და მასეთი შიბაქების მოყვანას კი ჯობია ეს უნიჭო ხავი დარჩეს, თორე ის კი ვიცი რო ხავი უნდა წავიდეს, მარა იგივე არაფრის მაქნისის მოყვანა არაფერს შეცვლის ეგ არი და ეგ

  • რივალდო-მესი
    schedule 01 მარ 2024, 09:50
    #3

    ციტატა: Rick Sanchez
    ფრაზა "ბარსას დნმ-ს" კიდევ ერთხელ თუ გავიგებ ჭკუიდან გადავალ. რა დნმზეა საუბარი 7 წელია ნორმალური ფეხბურთი არ უთამაშია გუნდს.


    100%😀 როცა წლების მანძილზე ვერ მოგყავს წარმატებული, პროფესიონალი მწვრთნელი. უშვებ იდიოტურ სატრანსფერო თუ ეკონომიკურ შეცდომებს ( დანაშაულის ტოლფასს) შენი თქმის არ იყოს ვერ თამაშობ ფეხბურთს და ყველა გადამწყვეტ თამაშს არა თუ აგებ არამედ უბრალოდ იჯვ. ავ😕 აბა სხვა რა უნდა თქვა გარდა წარმოსახვითი ბარსად დნმისა და ფილოსოფიისა?🤮

    ციტატა: lesane C
    ამის მოყვანას მართლა ხავი დარჩეს ჯობია, იჩალიჩონ ფლიკზე რა იქნება სწავლობს ენასო ასეო ისეო და რავიცი აბა


    ანუ ჯობია ხავის ვაცადოთ სანამ ისწავლის? დააა უნიჭო თუა? სად დავდოთ ზღვარი, რომ ვთქვათ უი ეს კაცი თურმე როგორც მწვრთნელი უნიჭოა? აი ეგ როდის უნდა მოხდეს? უფრო სწორედ
    მართლა მაინტერსებს თქვენნაირად ვინც უყურებთ ამ საკითხს, აი საკუთარ თავში მაინც ხომ ფიქრობთ, ეს თუ მოხდა ხავი უნდა წავიდეს😀 რა უნდა მიხდეს სამაგისოდ? 5-უტიტულო წელი და ყველა სეზონში ყველა პრინციპული თამაშის წაგება გეყოფათ?

  • lesane C
    schedule 01 მარ 2024, 09:36
    #2

    ამის მოყვანას მართლა ხავი დარჩეს ჯობია, იჩალიჩონ ფლიკზე რა იქნება სწავლობს ენასო ასეო ისეო და რავიცი აბა

  • Rick Sanchez
    schedule 01 მარ 2024, 08:38
    #1

    ფრაზა "ბარსას დნმ-ს" კიდევ ერთხელ თუ გავიგებ ჭკუიდან გადავალ. რა დნმზეა საუბარი 7 წელია ნორმალური ფეხბურთი არ უთამაშია გუნდს.