workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსამ, შესაძლოა, ბალდე გაუშვას – კლუბი პოტენციურ ჩამნაცვლებლებსაც განიხილავს

ბარსამ, შესაძლოა, ბალდე გაუშვას – კლუბი პოტენციურ ჩამნაცვლებლებსაც განიხილავს

Mundo Deportivo იტყობინება, რომ “ბარსელონა” მზადაა, უტყუარი და მიმზიდველი შემოთავაზების შემთხვევაში, ალეხანდრო ბალდე გაყიდოს.

კატალონიელები ბალდეს ერთ-ერთ პოტენციურ ჩამნაცვლებლად “ატლეტიკოს” 28 წლის მარცხენა მცველ მარიო ერმოსოს განიხილავენ. გამოცდილ ესპანელი ფეხბურთელს დაცვის ცენტრში თამაშის გამოცდილებაც აქვს. აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკოსთან” მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, რაც “ბლაუგრანას” მისი უფასოდ ხელში ჩაგდების შესაძლებლობას აძლევს.

“ბარსელონას” ასევე ჟოაუ კანსელუს შენარჩუნება სურს. მიმდინარე სეზონში მან 22 თამაშში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ხშირად მარცხენა მცველად. პორტუგალიელი მცველი “ბარსაში” იჯარით თამაშობს, რომელიც სეზონის ბოლოს სრულდება.

დაბოლოს, კატალონიელებს არც ალექს ვალეს გაშვება სურთ. იგი ამჟამად “ლევანტეში” იჯარით თამაშობს. მოსალოდნელია, 19 წლის მცველი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე კლუბს დაეხმარება, რის შემდეგაც ახალი მთავარი მწვრთნელი მის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 01 მარ 2024, 18:43
    #4

    მე ისე ვფიქრობ ლაპორტამ ლიშბი ვინმე გაყიდოს და სხვა არაფერი არ აინტერესებს. მაგრამ გაყიდვაც რო არ ეხერხება, მიებაროს მოსწავლედ სერესოს. თუმცა ის ეშმაკი ყველაფერს მაინც არ ასწავლის, კატის ლომის ანდაზასავით.

  • PavleG
    schedule 01 მარ 2024, 13:10
    #3

    ერმოსოს თუ უნდა ჩააბარომ მარცხენა ფლანგი მაშინ საღოლ ამათ 😀 რავი, თუ კანსელუს გამოისყიდიან და ფრიმპონგს მოიყვანენ მარჯვნივ და + უფასოდ ერმოსოს მაშინ შეიძლება.

  • JasoN
    schedule 01 მარ 2024, 11:31
    #2

    გაიჯარებულ ხულიან არაუხოზე საერთოდ არაფერს ფიქრობენ ესენი? ?

  • Rick Sanchez
    schedule 01 მარ 2024, 08:37
    #1

    ერმოსო და კუნდე დააყენონ ფლანგებზე აუცილებლად. შეტევა არ გვჭირდება საერთოდ. იყოს 4 ცენტრალური მცველი უკანა ხაზში და მაგრად გავიტანთ გოლებს.