მიუხედავად არც ისე წარმატებული სეზონისა, “ბარსელონა” ლა ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელიც გასვლაზე არ დამარცხებულა – 12 თამაშში 7 მოგება და 5 ფრე. ამ მხრივ, ტურნირის ლიდერებს – “რეალ მადრიდსა” და “ჟირონას” გასვლაზე თითო-თითო წაგება აქვთ.
ევროპის მასშტაბით, პირველი “ინტერია”. მილანელებს 12 მატჩში 10 მოგება და 2 ფრე აქვთ. შემდეგი “ბაიერია”, რომელსაც 11 თამაშში 9 მოგება და 2 ფრე უგროვდება. “ბაიერ ლევერკუზენი” ბუნდესლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს. შემდეგი “ბარსელონაა” და ბოლოსაა პსჟ. ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ეს ოთხი კლუბი რჩება დაუმარცხებელი გასვლით მატჩებში.
აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა “ბარსა” გასვლით თამაშებში კარგ ციფრებს აღწევს. 2021/22 და 2022/23 წლების სეზონებში კლუბმა ზედიზედ 19 მატჩი არ წააგო სტუმრად (13 მოგება და 6 ფრე). ამრიგად, კიდევ 6 თამაშია საჭირო, რომ “ბლაუგრანამ” არ დამარცხდეს, რათა თავისი რეკორდი გაიმეოროს. გასვლაზე მომდევნო თამაშები გაიმართება “ატლეტიკ ბილბაოს”, “ატლეტიკო მადრიდის”, “კადისის”, “რეალ მადრიდის”, “ჟირონასა” და “ალმერიას” წინააღმდეგ. ხოლო “სევილიასთან” მატჩში კატალონიელებს ახალი რეკორდის დამყარების შანსი ექნებათ.
ისეთი გუნდების ჩამონათვალია, რომ ამათ დავშლით მარტივ მამრავლებათ. ხვალ რას იზამს ჩვენი ბუმბერაზი ამ ეტაპზე ეგ უფრო მაინტერესებს.
ძალიანაც ნუ გიხარიათ, გავალთ მადრიდში და ორი თამაში გარანტირებულად წაგებულია, ჟირონაშიც თავისუფლად შეიძლება
წაგება, ის 3 წაგებაც სახლში რო გვაქვს, თავისუფლად გამეორდება სტუმრად. მოკლედ მიაწექით ბიჭებო 80 წუთის მერე, ეგება მე-4 ადგილი მაინც დავიჯავშნოთ, თორემ დავიხრჩობით ვალებში. მითუმეტეს ყველაზე "მაგარი" გადამხდელი გუნდი ვართ ევროპაში პირველები.
ეეჰ წარმოუდგენელია ძალიან თორე იმედია სენსაციის მომსწრე გავხდებით :დდდ
რეალი კიდევ დაკარგავს ქულებს და ყველა თამაში თუ მოიგო ბარსამ, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ მაინც მიღწევადი, შეიძლება აიწიოს ლა ლიგის თასი. ვიცი რომ ძალიან ფენტეზის ჟანრია, თუმცა მთლად უტიტულოდ არ მინდა სეზონი დამთავრდეს.
სამაგიეროდ 3 ჯერ შინ დამარცხდა დიდი შოტით:დ:დ ნუ რეალის გარდა 1:2 თორე ვილიარელი ჟირონასგან 9 გოლი გაუშვა
რეალს და ჟირონას გასვლაზე მარცხის მიუხედავად ჩვენზე მეტი ქულა აქვთ მაინც გასვლაზე მოპოვებული.