workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესტადი იოჰან კრუიფზე მოგებათა ისტორიული სერია შეწყდა

ესტადი იოჰან კრუიფზე მოგებათა ისტორიული სერია შეწყდა

მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” ქალთა გუნდის საშინაო მოედანი “ესტადი იოჰან კრუიფი” გახდა, გუნდს ჩატარებულ 79 მატჩში 79-ვე მოგებული ჰქონდა. ეს ისტორიული სერია, სამწუხაროდ, შეწყდა.

“ბარსელონას” ქალთა გუნდი ამ სტადიონზე გამართულ თავის მე-80 მატჩში “ლევანტეს” დაუზავდა, ანგარიშით 1-1. ამით დასრულდა 79-მატჩიანი მოგებათა სერია, რომელშიც “ბარსას” ქალთა გუნდს 409 გოლი ჰქონდა გატანილი მეტოქის კარში და სულ 26 ბურთი – გაშვებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს მათ საშინაო მოედანზე 2019 წლის 13 თებერვალს წააგეს, როცა ჯერ კიდევ “მინიესტადიზე” თამაშობდნენ. ეს “სპორტინგ დე უელვას” წინააღმდეგ (2-3) მოხდა.

მიუხედავად მოგებათა სერიის დასრულებისა, “ბარსელონას” ქალთა გუნდი “ესტადი იოჰან კრუიფზე” კვლავაც დაუმარცხებელია. მათი მომდევნო მატჩი კვირას მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 17 თებ 2024, 21:12
    #4

    ძალიან ცუდი ცუდი რიცხვია, ერთიც მოეგოთ და დაამრგვალებდნენ. მაგრამ იმ ანეკდოტის პონტში აღარ მოიგეს კლიენტმა რო სახინკლეში 99 ხინკალი მოითხოვა და ასი რა ღორი ხო არა ვარო. მართლა სულ ხო არ გაღორდებოდნენ ესენიც. ეხლა ახალ სერიას გახსნიან 90 მოგებამდე. ასი რა ღორები ხო არ არიან.

  • Jorkaeff
    schedule 17 თებ 2024, 06:26
    #3

    ციტატა: Rick Sanchez
    ამათმაც აურიეს?

    აურიეს? ქალები არიან რობოტები ხო არა)

  • Gaucho andy
    Gaucho andy ®shield ვეტერანი
    schedule 17 თებ 2024, 03:54
    #2

    მაგარი შედეგია ბრავო
    იმედია არ დაიწყებენ ეხლა წაგებებს და ნიჩიებს

  • Rick Sanchez
    schedule 17 თებ 2024, 02:19
    #1

    ამათმაც აურიეს?