Capology-ის ინფორმაციით, “ბრაიტონში” ანსუ ფატის ხელფასი კვირაში £160 ათასს შეადგენს, რაც იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე გუნდში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის, ადამ ლალანას ანაზღაურება.
Sport-ის ცნობით, ანსუ, 21-წლამდე ფეხბურთელებს შორის, პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. “ბარსელონასა” და “ბრაიტონს” შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე სეზონში ფატის ხელფასს სრულად ინგლისური კლუბი დაფარავს.
სამწუხაროდ, 21 წლის შემტევმა გასული წლის ნოემბერში ტრავმა მიიღო და 3 თვე გაუცდა. ის მოედანს 3 თებერვალს დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში ანსუს ანგარიშზე 18 მატჩში 4 გოლი და 1 ასისტია.
ფატი ზაფხულში “ბარსელონაში” დაბრუნდება.




ცოდოა რა, რამდენჯერაც ათამაშდა ტრავმა მიიღო ეგრევე.
ეჰჰ ეგეც შენი ოქროს ბიჭუნა
ანუ 8 მილიონ ფუნტზე მეტი, ანუ 10 მილიონ ევროზე მეტი? ბარსაში ქონდა მაგდენი?
მგონი ბოლოს რო გაუხანგრძლივეს და 10 ნომერი მისცეს, მოუმატეს მოშნად. ისე რა უბედურია ესეც, როგორც კი ათამაშდება ეგრევე იმტვრევა, კუმანის პირველ წელს რას თამაშობდა, ვილიარეალთან დუბლი, სელტას გაუტანა, დაფრინავდა და უცებ მოკვდა. მერე 1,5 წლის შემდეგ დაბრუნდა, გაიტანა მახსოვს, არაუხომ რო აწია სიმბასავით, ცოტა ათამაშდა და ისევ მძიმე ტრავმა. აქაც ეგრე, გაიტანა, 2-3 გოლი ზედიზედ, ძირითადის კაცი გახდა და დაიმტვრა, ღმერთს არ უყვარს ტიპი. ვინისიუსი უნდა იმტვრეოდეს ესეთი სიხშირით სამართალი რო არსებობდეს
ხელფასი კვირაში £160 ათასს შეადგენს,
ანუ 8 მილიონ ფუნტზე მეტი, ანუ 10 მილიონ ევროზე მეტი? ბარსაში ქონდა მაგდენი?