ბოლო წლებში “ბარსელონას” მაისურით საკმაოდ ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ითამაშა, მათ შორის ზოგმა ისეთმაც, რომელსაც კლუბი ბავშვობიდანვე აკვირდება.
სწორედ ასეთია 17 წლის პაუ კუბარსი, რომელმაც ძირითად გუნდთან ერთად უკვე 6 თამაში ჩაატარა, თანაც საკმაოდ დამაჯერებლად.
კატალონიური გრანდის ახალგაზრდა ფეხბურთელზე ჟორდი როურამ ისაუბრა, რომელიც პაუს ჯერ კიდევ 2018 წელს გადაეყარა, როდესაც ის კლუბის სავარჯიშო დირექტორის პოზიციას იკავებდა.
მას ვაკვირდებოდით და კორნელიაში ჩატარებული ტურნირის შემდეგ მის მშობლებს ვესაუბრეთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ კუბარსი “ჟირონადან” ჩვენთან წამოგვეყვანა.
კუბარსის პოზიციაზე “ბარსელონა” მუდმივად ნიჭით დაჯილდოებულ ფეხბურთელს ეძებს, რომელსაც ბურთის მიწოდებაზე პრობლემა არ აქვს. ამის პარალელურად, კუბარსმა ყველაზე მეტად დამცველობითი შესაძლებლობებით გამაოცა. ის საკმაოდ აგრესიულად თამაშობს და გამაოგნებელი უნარები გააჩნია.
რამდენჯერმე მისთვის მითქვამს, რომ ზოგჯერ გაცინებაც საჭირო იყო, თუმცა ის საქმეზეა ორიენტირებული და პოპულარულობის მოპოვება არანაირ პრობლემას არ შეუქმნის.
– ამბობს ჟორდი როურა.
იმედია არ ჩაქრება ესეც სხვა ტალანტებივით.
სასწაული ხედვა და პასიი
ალბა? პიკე რომ გეთქვა, პუიოლი, რაფა მარკესი ან თუნდაც კუმანი გავიგებდი მაგრამ რა შუაშია ალბა? მარცხენა მცველი კი არა ცენტ მცველია თან მემარჯვენე რომელიც გაჭირვების ჟამს ცაცია ცენტ მცველის პოზიციასაც იკავებს
ძალიან მაგარია ეს ბიჭი!!მეც არ გამომპარვია,,ლეგენდობას ვუსურვებ❤️
კარგია "დამცველობითი უნარები" რო გააჩნია. იმედია მინიმუმ ალბაზე ნაკლები არ იქნება და კარიერასაც არანაკლებს გაიკეთებს.