“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ჟერარ რომეროს არხის, “ხიხანტესის” ეთერში თქვა, რომ იურგენ კლოპი კატალონიური გრანდის მწვერვალზე დასაბრუნებლად იდეალური მწვრთნელია.
კლოპი ყველაფერს გაძლევს, ენერგიას… მან დიდებული ტიტულები მოიგო და შესანიშნავი მწვრთნელია.
თუ იურგენის “ბარსაში” დანიშვნის შანსი არსებობს, ბრწყინვალე ვარიანტია. “დორტმუნდში” მასთან ერთად ძალიან კომფორტულად ვიყავი. კლოპის “ბარსელონაში” მოსვლა საოცარი იქნება.
კლოპი სეზონის ბოლოს “ლივერპულს” ტოვებს, მაგრამ მან გარკვევით თქვა, რომ კარიერაში პაუზის აღება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, იურგენი ჟოან ლაპორტას საოცნებო კანდიდატია, თუმცა, დიდი ალბათობით, მისი დათანხმება რთული იქნება.
კიდევ ერთი სპეციალისტი, რომელსაც “ბარსელონას” უკავშირებენ და ლაპორტას მოსწონს, ჰანსი ფლიკია. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მას “ბარსას” ჩაბარება სურს.
დაასვენეთ კლოპი ცოტა ხანი, ფლიკი მოიყვანონ აჯობებს.
კლოპი თუ მოვა არანაკლები იქნება ფლიკზე, გუნდს მაგრად მოხოდავდა, ის რაც ყველაზე ძალიან გვაკლია მოტივაციაა. გახსოვთ როგორ გვეტაკნენ ლივერპულში 2019-ში? ლეოს რო ბურთის მიღებისთანავე ორი კაცი აპრესინგებდა და წაქცეულს კიდევ თავში ურტყავდა რობერტსონი მგონი 26 ნომერი.
ტიპი რა ძმაა და კულეა ❤️❤️❤️ ჩვენო რომ იძახის ბარსაზე