workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიტორ როკეს საიდუმლო | მენტალისტის გავლენა და გონების კონტროლი

ვიტორ როკეს საიდუმლო | მენტალისტის გავლენა და გონების კონტროლი

Mundo Deportivo წერს, რომ “ბარსელონას” ბრაზილიელ ახალწვეულს, ვიტორ როკეს პირადი მენტალისტი ჰყავს, სახელად ლულინია ტავარეში, რომელთანაც 18 წლის ფეხბურთელი წლებია მუშაობს.

ამავე წყაროს ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ სწორედ ტავარეშია ადამიანი, რომელიც როკეს ადაპტაციის პროცესის სწრაფად გავლასა და ახალი რეალობის უმტკინვეულოდ ათვისებაში ეხმარება.

2021 წლის 13 ოქტომბერს “კრუზეიროში” ვიტორ როკეს დებიუტი შედგა. მწვრთნელმა ფეხბურთელი მინდორზე 61-ე წუთზე შეუშვა და 18 წუთში შეცვალა, რის გამოც თავდამსხმელმა მატჩი აცრემლებულმა დატოვა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ვიტორ როკე ლულინია ტავარეშთან თანამშრომლობს, რაც მას სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება.
16 წლის ასაკში მიღებული მენტალური ტრავმის აღმოსაფხვრელად, ვიტორ როკე ტავარეშთან საკმაოდ ხშირად საუბრობს, სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებს, რაც მის ფსიქიკურ მდგრადობას უზრუნველყოფს. სხვათა შორის, ტავარეში ანალოგიურ საქმეში “ფულჰემის” ორ ფეხბურთელს, ანდრეას პერეირასა და როდრიგო მუნიზს ეხმარება.

ესპანურ გამოცემას მენტალისტის კომენტარიც მოჰყავს, რომელსაც ის ვიტორ როკეს “ბარსელონაში” ჩაფრენასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აკეთებს.

თავიდან ეიფორიაში იყო, თუმცა ვიტორს ყველა ძალიან თბილად დახვდა, რამაც მას ადაპტაციის პერიოდი გაუმარტივა. რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, მან მიწაზე დაშვება დაიწყო, მოლოდინები შეიმსუბუქა და საქმის კეთებას შეუდგა. მერწმუნეთ, თუ ვიტორი თავს სახლში იგრძნობს, ის მომავალ სეზონში ძალიან პროდუქტიული იქნება.
ჩემი კლიენტის სურვილი ისაა, რომ “ბარსელონაში” სახელი დატოვოს და კლუბს უკან ყველაფერი სიკეთით, გატანილი გოლებით დაუბრუნოს.

– ამბობს ლულინია ტავარეში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 07 თებ 2024, 18:48
    #8

    ისე რა მაგრა გავს, მეგონა მამამისზე იყო სტატია.

  • La Pulga10
    schedule 06 თებ 2024, 09:52
    #7

    კი ემოციურია და უნდა აკონტროლოს

  • Rick Sanchez
    schedule 06 თებ 2024, 08:14
    #6

    ისეთი სათაური აქვს სტატიას მეთქი მუტანტია ეს ბავშვი, რაღაც პროფესორი ქსავიერის პონტითქო.

  • rivaldo80
    schedule 05 თებ 2024, 23:20
    #5

    ციტატა: Bakero

    ციტატა: rivaldo80
    არიქაა ფელიქსი და ტორესი მიყვანეთ ამ კაცთან 🙄

    როცა " ალავესთან " თამაში დამთავრდა იმ დღეს ლაივში მინდოდა კომენტარის გაკეთება მაგრამ თავი შევიკავე ზუსტად ეგ ამბავი მაინტერესებდა როკეს მეორე ბარათი უფრო ზუსტად მოედნიდან გაძევება ! ……18 წლის ბიჭია სხვა ჩემპიონატიდან ჩამოსული ნამდვილად სხვა მენტალობით ! პირველივე ინტერვიუში თქვა აქ სხვა თამაშის ტემპიაო ბევრი უნდა ვისწავლო აქ სხვებისგან და საკუთარ თავზე ვიმუშაოო და ამ დროს ჩავი ცოტა მეტ სათამაშო დროს აძლევს და როკეც ზედიზედ 2 თამაშში 2 გოლს აგდებს ! მაგრამ რა ხდება? მუნუერა ხდება მარტივად გასაგებად ! უნდათ ეხლა ათამაშებული ბრაზილიელი ?! ჰოდა აგდებენ მოედნიდან წითლით ! რა მოხდა მერე იტყვის კაცი ვინ არ გაუგდიათ! მაგრამ აქ სხვა რამეა საინტერესო პატარა ბიჭის მენტალობას ცდიან მარტივად რომ ვთქვა პრესავენ გაუძლებს თუ ვერ გაუძლებს ! მერე აქ ვიღაცა მადრიდისტა 16 წლის ბუკაკო შემოვარდება და დაწერს აბა სეზონის ბოლოს ნაქეთ ლა ეგ თქვენი ბალცელონა ლომელ ადგილზე იქნება და ცვენი ლეალი კიდე ლომელზე joy მერე კიდევ ბუკაკოზე ცოტა უფროსი შემოვა და მორალს წაგვიკითხავს ევრებეს გაიხსენებს ! გვეტყვის ბოღმა გახრჩობთ სიმონ ჩვენი გუნდის წარმატებას
    ვერ ეგუებით ! joy joy 14 ლიგა გვაქვს სიმონ ჯერ მარტო joy joy რა გზით და როგორ არ აინტერესებთ მთავარია აქვთ joy joy ეხლა მე რომ გახსენება დავიწყო 1982 წლიდან დღემდე ხომ წარმოგიდგენია ყველა ფაქტზე ერთი კვირა არ მეყოფა ! მოკლედ ისევ იმ პატარა ბიჭს როკეს მინდა დავუბრუნდე კაცი შვილმა არ იცის მის კარიერაში რა მოხდება მაგრამ აქ სხვა რამეა საინტერესო ჩვენ ნეგრეირას საქმეს გვახსენებენ როცა თითონ აქვე ძალიან შორს რომ აღარ წავიდე ჯერ 21 იანვარს " ალმერიასთან " და შემდეგ 27 იანვარს " ლას პალმასთან " რეალს – 6 ქულის მაგივრად მსაჯების დახმარებით + 6 ქულა გაუკეთეს უკანალში და ამ დროს იმაზე ვხალისობ ჩვენ რომ მორალს გვიკითხავენ joy joy joy და პატარა ბიჭს იგივე მსაჯების დახმარებით პრესავენ ! ნი დაი ბოგ არ ათამაშდეს joy joy

    ჰაჰჟაჯჟაჰაჯა ბუკაკოო😂😂😂😂😂😂😂😂

  • Bakero
    schedule 05 თებ 2024, 22:57
    #4

  • C.PC5
    schedule 05 თებ 2024, 21:11
    #3

    ციტატა: rivaldo80
    არიქაა ფელიქსი და ტორესი მიყვანეთ ამ კაცთან 🙄

    ტორესს ყავს უკვე ფსიქოლოგი და შედეგიც სახეზეა, აი ფელიშს მართლა ჭირდება, თან ძალიან. ლევანდოვსკისაც არ აწყენდა იდეაში😃

  • rivaldo80
    schedule 05 თებ 2024, 21:06
    #2

    არიქაა ფელიქსი და ტორესი მიყვანეთ ამ კაცთან 🙄

  • C.PC5
    schedule 05 თებ 2024, 21:06
    #1

    კარგია რომ აქცევს ეგეთ რაღაცებს ყურადღებას და არ ტოვებს ისე, თუმცა ვერცერთი მედიკამენტი და ვერცერთი ფსიქოლოგი ვერ უშველის ადამიანს ისე როგორც საკუთარ თავთან მუშაობა, ჯერ ბავშვია და კიდევ სწავლობს, იმედია მომავალში უფრო გაითავისებს ამ აზრს.