ბარსელონა ნახევარმცველის შესაძენად ემზადება | Sport

ბარსელონა ნახევარმცველის შესაძენად ემზადება | Sport

“ბარსელონა” ფინანსურ პრობლემებს აგვარებს და ამ თვეში ნახევარმცველის შესაძენად ემზადება, იტყობინება Sport.

წყაროს ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს უკვე მზად აქვს დოკუმენტაცია Barça Studios-ს აქციების 49%-ის გასაყიდად, რომელიც 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა.

“ბლაუგრანა” ახლა ლა ლიგასთანაა კონტაქტზე, რათა ფეირ-პლეის პრობლემა გადაწყვიტოს და იანვარში ნახევარმცველი შეიძინოს. როგორც კი თანხა კლუბის ხაზინაში დაირიცხება, მათ უნდა გადაწყვიტონ, თუ სად ჩადონ ინვესტიცია. სპორტული მენეჯმენტისთვის პრიორიტეტი სწორედ ნახევარმცველის გაფორმებაა.

ჩავი მიიჩნევს, რომ კლუბმა გავის პროფილის მსგავსი მოთამაშე უნდა გაიფორმოს. დეკუ კი ფსონს საყრდენზე დებს, რათა სერჟიო ბუსკეტსის წასვლის შემდეგ დარჩენილი სიცარიელე შეივსოს. ამ მომენტისთვის, გუნდში ასეთი ტიპის ფეხბურთელი მხოლოდ ორიოლ რომეუა, რომელიც ჩავის გეგმებში აღარ შედის.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (21)

  • Rick Sanchez
    17 იან 2024, 20:48

    ამ შემთხვევაში დეკუ მართალია