“ბარსელონა” ჰუმელსით ინტერესდება

“ბარსელონა” ჰუმელსით ინტერესდება

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა დორტმუნდის “ბორუსიის” მცველის, მატს ჰუმელესის შეძენის ვარიანტს განიხილავს.

 

კატალონიური გრანდი დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, რაც ძირითადად გამოწვეულია ფეხბურთელების ნაკლებობით. მოგეხსენებათ გასული სეზონის ნახევარი, ცენტრალურმა მცველმა პუიოლმა ტრავმის გამო გამოტოვა, რასაც აბიდალის ავადმყოფობა დაერთო. მიმდინარე სეზონის კი “ბლაუგრანას” პუიოლთან ერთად პიკეც გამოაკლდა, რამაც სერიოზული საკადრო ცვლილებები გამოიწვია. ცენტრალური მცველის როლს ხავიერ მასკერანო ითავსებდა.

 

ახლა “ლურჯ-ბროწეულისფრები” აქტიურად ადევნებენ თვალს “ბორუსიის” 22 წლის ფეხბურთელის თამაშს. გარდა ჰუმელსისა, კატალონიელების ინტერესთა სფეროში მოექცნენ “ვალენსიელი” ვიქტორ რუისი და “მილანელი” ტიაგო სილვა. ჰუმელსის სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს.

 

მიმდინარე სეზონში გერმანელმა 12 მატჩი გამართა “ბორუსიის” რიგებში და არცერთი გოლია არ გაუტანია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward