დონეცკის “შახტარის” ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა, გეორგი სუდაკოვმა “ბარსელონაში” თამაშის სურვილი გამოთქვა.
“ბარსას” მაისურით გოლების გატანა? – რატომაც არა? ყველაფერი შესაძლებელია.
ტოპ 5 ჩემპიონატიდან ნებისმიერში თამაში კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
21 წლის უკრაინელმა ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში, “მონჟუიკზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონას” გაუტანა. უკრაინულ გუნდში მას უდიდეს ტალანტად მიიჩნევენ.
“ბარსელონა” და “შახტარი” მე-4 ტურში ერთმანეთს ჰამბურგში დაუპირისპირდებიან.
არა მარტო იმის გამო უნდა რომ ჩეიცოდონ რადგან არის უკრაინელი, რაც მე პირადად ვეწინაღმდეგები ეროვნების გამო დარეგისტრირებას
ბარსელონაში თამაში ყველას უნდა, ამან აჩვენოს რაღაც დონე და მოვიდეს მუქთად ვინ უშლის.
ესეთი ვითომ ფეხბურთელები ტალანტები რათ გვინდა
ზამთარში გვიდო როდრიგესი და როკეს დარეგისტრირება
ზაფხულში კიმიხი (თუ წვდომა გვექნება), ჟოაოების გამოსყიდვა და ბერნანდო.
ფერანი და ანსუ უნდა გავუშვათ რომ რამეს დაემსაგვსოს შეტევა. – ფელიქსი, ლევანდოვსკი, როკე, რაფინია, იამალი, ბერნანდო.
ნახ დაცვაში რობერტო და თუ საჭირო იქნება რომეუც წავლენ.
ესეც არ მყავდეს ეხა შევჩენკო😃
მეც მაგარი ტალანტი ვარ წამიყვანეთ რა
ეს ვინ რანდომ უკრაინელია