“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ჟიულ კუნდემ “გრანადასთან” შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
კატალონიური კლუბის ინფორმაციით, ფრანგს მარჯვენა მუხლის კოლატერალური იოგის დაჭიმულობა აქვს.
გადაწყვეტილია, რომ კუნდე ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებს. ტრავმის ხანგრძლივობა გამოჯანმრთელების პროცესზე იქნება დამოკიდებული.
განახლება: ტონი ხუანმარტის ცნობით, ჟიულ კუნდეს 5 კვირა გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის “ელ კლასიკოს” გამოტოვებს.




აჰა, სერიოზული არ ჩანსო.