დღეს “ბარსელონა” სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩს გამართავს – ჩავის გუნდის “ნუევო ლოს კარმენესზე” “გრანადას” დაუპირისპირდება.
Sport-ის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ლამინ იამალი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდეს, მას დღეს “გრანადას” კარის აღება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ სტატუსს “მალაგას” ყოფილი ფეხბურთელი, ფაბრის ოლინგა შეინარჩუნებს.
16 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 10 მატჩი ჩაატარა და 2 ასისტი მიითვალა, მაგრამ გოლი ჯერ არ გაუტანია. უმაღლეს დონეზე ჯერჯერობით მისი ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მოდის.




რას ერჩით შეასრულა!!!
როდრის და დე ბრუინის გარეშე სიტი დიდ გუნდებთან დანძრეულიაქ პლიუს ჰოლანდსაც
ისე ხავის ვაგინებთ და გვარდიოლა რომელსაც ოლ სთარი ყავს თან ორი 11 ეული, ისეთ თამაშს თამაშობს დღეს ხავის და სიმეონეს რო არ უკადრია ჯერ. 4 დარტყმა 90 წუთში, ბურთით ედერსონი იყო ყველაზე მეტ ხანს, 300 მილიონიანი ჰოლანდი ბურთს 3 ჯერ შეეხო და მსაჯმა მასტა კიდე. ყველაზე ცუდი თამაშია რაც უთამაშია ოდესმე გვარდიოლას
იმედია გაიტანს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველ მატჩებში ბევრად უფრო აქტიური იყო ხოლმე და უფრო საშიშიც მცველებისთვის.
საქმე საქმეზე რო მიდის მუხლები უკანკალებს
ხოდა ზუსტადაა დრო რომ იმ ორ ასისტს დაამატოს გოლი, თან როცა ლევანა არ გვყავს გოლის გატანა ისედაც გაჭირდება ალბათ. იმედია ფელიქსი დაეხმარება😁✊