ლამინ იამალი “პორტუს” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაშია.
OptaJose-ს ინფორმაციით, იამალი 16 წლისა და 83 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩს ძირითადი თერთმეტეულიდან იწყებს.
აქამდე რეკორდი ნიგერიელ სელესტინ ბაბაიაროს ეკუთვნოდა, რომელიც 1994 წელს ბუქარესტის “სტიაუას” წინააღმდეგ “ანდერლეხტის” სასტარტო შემადგენლობაში 16 წლისა და 86 დღის ასაკში მოხვდა.




კარგია რეკორდები, ეგ რო არა 3 ქულას ვინ გამოგვატანდა პორტუგალიიდან.
ბაბაიაროო… რა კარგად მახსოვს, 2000 წლის "იმ" მატჩში; დანი გარსია რომ დაიჭირა ხელით საჯარიმოში, პენალტი და წითელიც აიკიდა… ისე არ იყო ცუდი მცველი