“ბარსელონამ” ლა ლიგის მე-5 ტურში “ბეტისი” 5-0 გაანადგურა.
“ბარსამ” ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა – ორიოლ რომეუს ჩაწოდების შემდეგ ჟოაუ ფელიშმა ბრწყინვალედ ითამაშა, მეკარე მოატყუა და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
ამ მომენტიდან 7 წუთში ანდრეას კრისტენსენის გადაცემა ფელიშმა დიდებულად გაატარა, რისი წყალობითაც რობერტ ლევანდოვსკი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაზარდა.
ერთი საგოლე შანსი “ბეტისსაც” ჰქონდა, მაგრამ ვილიან ჟოზეს დარტყმა ტერ შტეგენმა მოიგერია – მეტოქემ ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა გერმანელმა ბრწყინვალე სეივი განახორციელა.
მეორე ტაიმში “ბარსელონამ” მოწინააღმდეგე წალეკა. 62-ე წუთზე, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებულმა ფერან ტორესმა ჯარიმა გაიტანა – აღსანიშნავია, რომ “ბარსას” ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ლეო მესი იყო (2021 წლის 2 მაისს, “ვალენსიას” კარში).
მალევე, შეცვლაზე შემოსულმა რაფინიამ კატალონიელთა უპირატესობა 4-მდე გაზარდა, 81-ე წუთზე კი ჟოაუ კანსელუმ, რომელმაც დიდებული მატჩი ჩაატარა, შესანიშნავი მოძრაობებით მეტოქე ჩამოიშორა და “ბარსაში” სადებიუტო გოლი გაიტანა – 5-0.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჟოაუ ფელიში დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” ჩავის ხელში ლა ლიგის ეგიდით 4-ზე მეტი გოლი პირველად გაიტანა.
ფეხბურთელთა შეფასებები Sofascore-ის მიხედვით:


ამჟამად “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატში 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მაგრამ უახლოეს მდევარ “რეალ მადრიდს”, რომელსაც 12 ქულა აქვს, მე-5 ტურში ჯერ არ უთამაშია. ამ ტურში მოგების შემთხვევაში პირველი ადგილის მოპოვება “ჟირონასაც” შეუძლია, რომელსაც 10 ქულა აქვს.
“ბარსა” მომდევნო ტურში ვიგოს “სელტას” (23 სექტემბერი) დაუპირისპირდება, თუმცა მანამდე კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაზე”ანტვერპენის” წინააღმდეგ (19 სექტემბერი) ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ელით.
ასე განაგრძონ და ლა ლიგაზე აღარ იქნება სადარდებელი, ოღონდ ლიგაზე გახოხდნენ წინ მაქსიმალურად.
ბალდეზე გეთანხმები, პოზიციურად საჯარიმოში რამდენჯერმე შეცდა და შეტევაშიც ერთხელაც ვერ გააცილა მცველს, ტიპს ბურთი კარგად ამოაქვს მაგრამ ბოლო გადაწყვეტილება რო უნდა მიიღოს დემბელდება
რომეუს და ბალდეს ჩემი აზრით გადამეტებული შეფასება აქვს, ორივე ხშირად უშვებდა შეცდომას, ბალდეს შარშანდელთან შედარებით რეგრესი აქვს და ვფიქრობ ეს რეგრესი ალბას წასვლას უკავშირდება, უკონკურენტოდ დარჩა და ტემპი დააგდო, არაუშავს მალე არაუხო დაბრუნდება და კანსელუ ჩააყენებს მაგას ფორმაში სკამის ხეხვა რომ მოუწევს, ისეკი ძნელია რომელიმე სკამზე დასვა, არაუხი კუნდე კრუსტენსენი სამივე ძურითადის კაცია, ჩავი 3 4 3 უნდა გადავიდეს, ასეთი მაგარი უკანა ხაზი აღარც მახსოვს ბოლოს როდის გვყავდა
რაგბს მარტო ნაკრების გამო ვუყურებ, კალათბურთი კიდე ისედაც არ მიზიდავდა აი ფეხბურთზე ბავშობიდან ვაფანატებ და მეორე სპორტი რაც მაგრად მევასება არის ჩოგბურთი MAN&WOMAN თავის დროზე შარაპოვას ვბალეშიკობდი და ეხლა სვიატეკს
კაცებში რავიცი 3 ივე მაგრად მომწონდა მათი თამაშები მაგრამ ჯოკოვიჩი მაინც
Novak Djokovic, შენ გაიხარე რა ყველა ზერელედ უყურებს აქ და მე მაგრად მომწონს და გინდოგანს რომ აღმერთებენ რა გააკეთა რომეუზე მეტი მაინტერესებს😁ორივე ახალია და შეთამაშდეს გუნდი და ფერანივით რომეუც გააჩუმებს ბევრს😁😁
ვახ ძლივს არ ვნახე ყველა დადებითი კომენტარი? ისე ხავის მტრები სად არიან ( კარგად ვიცი 1 თამაშით არ ისაზღვრება არაფერი ) დავიჯერო ვინმემ შეცდომა არ დაუშვა ხავი რო გავატყავოთ ან ფეხებით დავკიდოთ ერეკლეს გალავანზე? ყოჩაღ ბიჭებს სულს და გულს დებენ და ყველამ ითამაშა სათანადოდ ✊
ზოგადად რაგბის ყურებას ფეხბურთის ჰაილაითების ყურება მირჩევნია
ფეხბურთს რაგბიმდე აი დედამიწიდან მარსამდე 🥴(მოთამაშეებს შორის ურთიერთობა,ურთიერთდაფასება შენის და მოწინააღმდეგის,დისციპლინა,წესები და მათი დაცვა,მოთთამაშეებს და მსაჯს შორის ურთიერთობა ხო ცალკე ხელოვნებაა)
რაგბის ყურებას ბეისბოლის ყურება მირჩევნია😀 ვერ გამიგია მაგ სპორტში რა მოწონს ხალხს
რაგბის ნაირი ყურადღება რომ ფრენბურთს ქონდეს უფრო აჯობებს გაცილებით უფრო ლამაზი საყურებელია ვიდრე რაგბი და ამერიკული ფეხბურთი
ხელბურთი არ ჯობია კაცო?
ხელბურთის დაწერაც მინდოდა მარა ხელბურთს 2 წლის წინ მაინც ქონდა ყურადღება მიქცეული და ჩემპიონთა ლიგას მაინც უშვებდნენ სილქზე მარა ფრენბურთი ოლიმპიადამდე არავის ახსოვს იქაც მარტო ქალთა ქვიშის ფრენბურთს უყურებენ არადა ძაან ლამაზი სპორტია თავისი ყველაფრით დაცვა შეტევა ფინტი წესები მოწოდება ზოგადად კალათბურთსაც კი მირჩევნია
Haikyuuს მერე განსაკუთრებულად(დარწმუნებული ვარ ამ საიტზე მარტო 1-2 ექნება ნანახი შენი ნიკიდან გამომდინარე შეიძლება შენ ერთერთი იყო)
რაგბი ჩემთვის N1 სპორტია …..თანაც ირლანდიის ნაკრების და Leinster -ის გულშემატკივარი ვარ მაგრამ " ბარსელონას " მაინც ვერ ვუღალატე და ფეხბურთს ვუყურე
კარგი თამაში იყო და მეტ-ნაკლებად ყველამ უმაღლეს დონეზე ითამაშა 🙌 მადლობა ბიჭებს ❤️ მაგრამ ეს იამალი რა გვეზრდება ხალხო რა კარგი ხედვა აქვს და როგორ გააზრებული აქვს ყველა მოქმედება… იმ ინვალიდს მოკითხვა პარიზში დიდი სიყვარულით აგერ მოვა ზაფხული და მოგვიცუცქდება დამაბრუნეთ უკანო დამერწმუნეთ 😎
ზოგადად რაგბის ყურებას ფეხბურთის ჰაილაითების ყურება მირჩევნია
ფეხბურთს რაგბიმდე აი დედამიწიდან მარსამდე 🥴(მოთამაშეებს შორის ურთიერთობა,ურთიერთდაფასება შენის და მოწინააღმდეგის,დისციპლინა,წესები და მათი დაცვა,მოთთამაშეებს და მსაჯს შორის ურთიერთობა ხო ცალკე ხელოვნებაა)
რაგბის ყურებას ბეისბოლის ყურება მირჩევნია😀 ვერ გამიგია მაგ სპორტში რა მოწონს ხალხს
რაგბის ნაირი ყურადღება რომ ფრენბურთს ქონდეს უფრო აჯობებს გაცილებით უფრო ლამაზი საყურებელია ვიდრე რაგბი და ამერიკული ფეხბურთი
ხელბურთი არ ჯობია კაცო?
jacky iakovenko, მეგობარო შენი აზრია ეგ და პატივს ვცემ შენ აზრს თუმცა ალბათ თავიდანვე რაგბის უფრო დიდი გულშემატკივარი იყავი ყოველთვის ვიდრე ფეხბურთის თორე ფეხბურთში რომ ემოციებია მსგავსი არცერთ სპორტში არ არსებულა ადამიანების ისტორიაში და ვერც იარსებებს უბრალოდ და ჩვენ რომ ვიტანთ ხოლმე გოლს სტადიონზე ჩვენ ვართ სიხარულისგან რაღაც სხვა დონეზე და წარმოიდგინე მილიონობით ადამიანის წინ როცა აკეთებ ამას სულ რა გრძნობაა ცალკე შენთვის და ცალკე იმ ადამიანებისთვის რომლებიც მსგავს თამაშს მონატრებულები არიან და წლები ელოდნენ ამას
მე გავიგე რამე არასწორად თუ მართლა წერია ფეხბურთს რაგბიმდე ბევრი აკლოაო 😂
ან საქართველო აქ ნაგულოსხმები ან რაგბისტია და მოწონს ფეხბურთიც😂
ზოგადად რაგბის ყურებას ფეხბურთის ჰაილაითების ყურება მირჩევნია
ფეხბურთს რაგბიმდე აი დედამიწიდან მარსამდე 🥴(მოთამაშეებს შორის ურთიერთობა,ურთიერთდაფასება შენის და მოწინააღმდეგის,დისციპლინა,წესები და მათი დაცვა,მოთთამაშეებს და მსაჯს შორის ურთიერთობა ხო ცალკე ხელოვნებაა)
რაგბის ყურებას ბეისბოლის ყურება მირჩევნია😀 ვერ გამიგია მაგ სპორტში რა მოწონს ხალხს
რაგბის ნაირი ყურადღება რომ ფრენბურთს ქონდეს უფრო აჯობებს გაცილებით უფრო ლამაზი საყურებელია ვიდრე რაგბი და ამერიკული ფეხბურთი
მე გავიგე რამე არასწორად თუ მართლა წერია ფეხბურთს რაგბიმდე ბევრი აკლოაო 😂
დაჟე ლალიგის მეორე დივიზიონი მირჩევნია რაგბს 😂😂 რა ფეხბურთს უკლია რაგბამდე ხო არ კაიფობთ 😂😂😂
ბეტისთან და ვილიარელთან სულ ასე ვთამაშობდით კუმანის და სეტიენის ხელის. კი მთავარია რომ 6-7 თამაში გადავაბათ ასეთი ფეხბურთი და ხდტაფეს ნაირ გუნდებთან ამ თამაშის 50% მაინც ვაჩვენოთ და საბოლ6შეეშვას ამ რომეუს ჩატენვას ძირითადში და 4 3 3 დააყენოს ფელიშით და ფერანით
გოლები ბევრი გადიოდა მაგრამ ასე კომბინაციურად, ტექნიკურად თამაშობდნენ? ეს მატჩი ხელოვნების ნიმუში იყო, რაღაც ბრაზილიური და ესპანური ფეხბურთია ნაზავი.
სწორედაც რომ ეგეთი ჰოლები გადიოდა ჩავის ნაღდად არ ვაკრიტიკებ და პირიქით მომეწონა რომ ჩაწოდებიდან მარტო 1 გოლი გავიტანეთ და დანარჩენ სიტუაციებში კომბინაციებით ურტყამდნენ მაგრამ ერთი თამაშით არ უნდა იყოს კმაყოფილი შეიძლება 1-0 ნოვიგოთ მაგრამ ასეთი კომბინაციები თუ იქნება შარშანდელ ჩაწოდებებით გატანილ 5 გოლს აჯობებს
ერთი თამაშით არც უნდა გამოიტანოს არავინ დასკვნები. უბრალოდ ახალწვეულებით გაძლიერებული ეს შემადგენლობა და დღევანდელი ლამაზი თამაში გვაძლევს იმედს და წინათგრძნობას, რომ მომავალში ასე სანახაობრივად ათამაშებს ჩავი ბარსელონას.
მე პირადად ასეთი თამაშით ვაჩვენო წელს მირჩევნია ვიდრე შარშანდელით წელს თუ ასე ვითამაშეთ გაისად ტიტული თავისით მოვა და საერთოდ ასეთი თამაშით ლიგის ნახევარ ფინალამდე მაინც გავიწევთ მთავარი ისაა რომ ბალდე ფორმაში შევიდეს და 4 3 3 არ გადაუხვიოს ჩავიმ