workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველი გუნდის “ლა მასიელები” ჟურნალის ყდაზე

პირველი გუნდის “ლა მასიელები” ჟურნალის ყდაზე

  “ბარსელონას” ჟურნალის ოქტომბრის გამოცემა აპირებს, რომ ჟურნალის ყდისთვის გამოიყენოს სურათი, სადაც ახალი “ლა მასიას” ფონზე პოზირებენ პირველი გუნდის ფეხბურთელები, რომლებიც ამ აკადემიაში აღიზარდნენ და მიიღეს გამოცდილება. ასეთი ფეხბურთელი ძირითად გუნდში 11 აღმოჩნდა, რაც შთამბეჭდავი რიცხვია. ჟურნალში მოთხრობილი იქნება “ლა მასიას” ის საიდუმლოებანი, რომლითაც იგი სხვა საფეხბურთო აკადემიებზე მაღლა დგას. 2010/2011 წლების სეზონში, “ოქროს ბურთის” ნომინანტები სწორედ “ლა მასიას” აღზრდილნი, ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი იყვნენ.

 

2011/2012 წლების დასასწყისში კი გაიხსნა ახალი “ლა მასიას” შენობა, რომელიც შუშის რეკონსტრუქციით არის აგებული. აქ მიიღებიან ახალგაზრდა და ტალანტის მქონე ფეხბურთელები. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ ეს პროექტი მიზნად ისახავს მომავალი ტალანტების აკადემიაში დამკვიდრებას, რომელბიც შემდგომში კლუბს დაეხმარებიან.

 

ახალი შენობის წინ პოზირებდნენ “ბარსას” კაპიტნები: კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ვიქტორ ვალდესი. მათთან ერთად ასევე იყვნენ: ლიონელ მესი, ფრანსესკ ფაბრეგასი, სერხიო ბუსკეტსი, ტიაგო ალკანტარა, პედრო როდრიგესი და ანდრეუ ფონტასი. ისინი წარმოადგენდნენ აკადემიის ახალგაზრდულ სტრუქტურას. შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას 21 კაციან გუნდში ნახევარზე მეტი, 11 ფეხბურთელი, “ლა მასიაშია” “დამზადებული”.

 

სტატია, სახელად “წარმატების საფუძვლები”, ითავსებს მოთამაშეთა ვარჯიშის პროცესს, თუ როგორ იზრდებიან ფეხბურთელები მოედანზე. ანდონი სუბისარეტა, ტიტო ვილანოვა, აურელი ალტიმირა, გილერმო ამორი, ფრან სანჩესი და კარლეს ფოლგერა საუბრობენ ახალგაზრდული სისტემის წარმატებაზე: “ჩვენ თუ შევხედავთ ოპონენტ გუნდს, ვნახავთ, რომ მათ მხოლოდ 2 ან 3 ფეხბურთელი ჰყავთ ახალგაზრდული გუნდიდან გადმოყვანილი, ხოლო ჩვენ ხშირ შემთხვევაში 7 ან 8”. განაცხადა ვილანოვამ, რომელიც ამჟამად პეპ გვარდიოლას ასისტენტია. ტიტო იხსენებ სიმ წლებს, როდესაც მივიდა “ლა მასიაში”, ისევე როგორც გვარდიოლა და ამჟამინდელი ფიზიოტერაპევტი აურელი ალტიმირა: “ჩვენ ვიცოდით, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ახალგაზრდული აკადემიიდან აუცილებლად ითამაშებდა პირველ გუნდში, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რაც დღეს ხდება. დიდებული ვარკსვლავები ახლა მხოლოდ “ლა მასიადან” მოდიან პირველ გუნდში”.

 

სტატია ასევე ეხებოდა ლუის ვან გაალს, რომელმაც პირველ გუნდში გადმოიყვანა ჩავი, ვალდესი, პუიოლი და ინიესტა: “ისინი იცავდნენ კლუბის კულტურასა და ნდობას ვუცხადებდით მათ”. განაცხადა ვან გაალმა. “ისინი ერთი ფილოსოფიით აღიზარდნენ და ახლა ყველა ტკბება მათი თამაშის ცქერით მოედანზე. გვარდიოლაც იგივე მოდელზე აღიზარდა. ყველა ამაყობს კატალონიის “ბარსელონათი”, რადგანაც მათ არ უღალატეს მათ ფილოსოფიას და ახალგაზრდულ გუნდებს ისევე ზრდიან, როგორც ამას მრავალი წლის წინ აკეთებდნენ”.

 

კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ, განაცხადა: “მე ვხედავ, რომ ისინი ამაყები არიან, როდესაც “ლა მასიას” ახალი შენობის წინ დგანან ბედნიერები. მე ვფიქრობ, ისინი დიდ ემოციებში არიან. მათ მშვენივრად იციან, რომ შესაძლებელია ოცნების ახდენა, თუმცა ყველაფერ ამას უდიდესი ძალისხმება სჭირდება. ეს ფოტო მახსენებს ოცი წლის წინანდელ “ლა მასიას”, რომელიც ცდილობდა წარმატებით დაეწყო ახალი საუკუნე”.

 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=CLnPf7s_llM]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward