“ბარსელონამ” ლა ლიგის მე-3 ტურში “ვილიარეალი” დრამატულ მატჩში 4-3 დაამარცხა.
“ბარსამ” 2 გოლი სტარტზევე გაიტანა – ლამინ იამალის ბრწყინვალე ასისტით გავიმ ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, მალევე კი ფრენკი დე იონგმა კატალონიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და გუნდი 15 წუთის შემდეგ უკვე სოლიდური სხვაობით იგებდა. მიუხედავად ამისა, 26-ე წუთზე ხუან ფოიტმა 1 ბურთი გაქვითა, 40-ზე კი ალექსანდერ სორლოტმაც შეაგდო და პირველი ტაიმი 2-2 დასრულდა.
მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, 50-ე წუთზე ალექს ბაენამ “ვილიარეალი” წინ გაიყვანა. “ცივი შხაპის” მიღების მიუხედავად, ჩავის შეგირდებმა მატჩი შემოატრიალეს – ჯერ, 68-ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსულმა ფერან ტორესმა წონასწორობა აღადგინა, ამ გოლიდან 3 წუთში კი რობერტ ლევანდოვსკიმაც (ლამინ იამალის დარტყმა მეკარემ მოიგერია, ძელიდან ასხლეტილი ბურთი კი პოლონელს მიუვიდა) გაიტანა და “ბარსელონამ” “სერამიკაზე” 4-3 მოიგო.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 16 წლის ლამინ იამალი დასახელდა.
“ბარსა” ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში 3 სექტემბერს “ოსასუნას” დაუპირისპირდება.




ფატიმ არ უპასა ლევანდოვსკის კარგ მდგომარეობაში მყოფს და რობერტამაც აბაროტი აუღო. მაგათი ერთმანეთი ჭამონ და ჩვენ ამის გამო გოლები ვანიავოთ? ორივე დასასჯელია, მაგრამ როგორ დასჯი არ ათამაშებ? ისედაც გვიჭირს თავდასხმაში.
გარჩევა რათ უნდა – ორივე გასაშვებია და მორჩა საუბარი
ახლა აღარსად წავკენ ლევადოვსკი შეიძლება მარა ფატი ვეღარ წავა სეზონის ბოლომდე ამათ კამათში გუნდი აირევა ჩავის კიდე ყვერები არ აქვს რომ ეს მოაგვაროს ენრიკემ მესის და სუარეზს დააყენებინა როცა შტეგენთან კონფლიქტი ქოდნდათ და ამათ წარმოდგენაც არ მინდა რას უზამდა გვარდიოლასაც ბევრჯერ მიუჯვამს ფეხბურთელებისთვის ჩავი კიდე ჯერ ამას ვერ ბედავს არადა ამხელა ავტორიტეტი აქვს კაცს ამიტოა საჭირო პუიოლი
Mesis da suarezs raproblema qondat tershtegentan
ეხ მგონი ფატიში ვცდებოდი და მართლა გასაშვებია. მაგრამ ესენი მოახერხებენ 50 ლიმონად გაშვებას😕 ეგაა საქმე ეს გაუშვა 30 აზრი? ვისი მომყვანები არიან?
გარჩევა რათ უნდა – ორივე გასაშვებია და მორჩა საუბარი
MESSI 2017, მანამდე ფატიმ პასი არ მისცა და გააფუჭა,პასი რო მიეცა შეაგდებდა ლევანა
თვის თამაში კი გამოვიდა და ზუსტად ვიცოდი არ წაგებდნენ 👌
ფერანის და იამალის იმედი მაქვს შეტევაში❤️ ოსასუნასთან ლევანდოვსკი სკამზე უნდა გადასვას ჩავიმ.