ჩავი ერნანდესმა “კადისის” დამარცხების (2-0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
რთული თამაში გამოვიდა, გოლი ბევრად ადრე უნდა გაგვეტანა. ვფიქრობ, ეს მატჩი 4-1 ან 5-1 უნდა დასრულებულიყო.
გიუნდოგანი გუნდის ქვაკუთხედია. მას “ბარსელონას” დნმ აქვს. ის არასდროს კარგავს ბურთს, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს და განსხვავებას ქმნის.
იამალმა ძალიან კარგად ითამაშა. ის თავისი ასაკისთვის საკმაოდ დაღვინებულია და გვჯერა, რომ მას განსხვავების შექმნა შეუძლია. ლამინს საკუთარი პერფორმანსის დასაგვირგვინებლად მხოლოდ გოლი დააკლდა.
ფრენკი თამაშის განაწილება შესანიშნავად გამოსდის. ეს “ხეტაფესთან” ძალიან გვაკლდა.
ფერან ტორესი სამაგალითო ფეხბურთელია. ის ზოგჯერ 10 წუთს თამაშობს, ზოგჯერ – 30 წუთს, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.
ლევანდოვსკი გოლებს გაიტანს, მშვიდად უნდა ვიყოთ. დღეს მას 3-4 მომენტი ჰქონდა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან ფერანს ასისტი გაუკეთა და გუნდს დაეხმარა.
დღეს ფრენკისთვის ცენტრალურ მცველად თამაშისთვის იდეალური დრო იყო. სიღრმიდან ბურთის ამოტანა ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. გუნდი სასურველ ფორმას უახლოვდება.
ანსუმ კარგი 30 წუთი ითამაშა. ის ბურთს იბრუნებდა, სივრცეს ითვისებდა და გუნდს ეხმარებოდა. ხუთივე ცვლილება სამაგალითო იყო.
ესპანეთის ქალთა გუნდისთვის მილოცვებს ვუერთდები. მათ შესანიშნავად ითამაშეს. მათზე და ზოგადად ქალების ფეხბურთზე იმედი უნდა დავამყაროთ.




ლევანას სლეობებიც ყელში ამოვიდა უკვე, სკამზე დასვას უნდა შემდეგ თამაში და ტორეს მისცეს შანსი
არა ხარ მარტო, მეც მაგრა მაღიზიანებს განსაკუთრებით მაშინ როცა გოლი ვერ გაგვაქვს, თამაში დასასრულისკენ მიდის, თვითონ უკვე ყვითელი აქვს და მაინც კამათობს თუმცა იცის რო მსაჯი გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
მე კიდე არ გეთანხმები, გადაჭარბებულია მაგის გოლდენ ბოით აღქმა
MESSI 2017, უხეშობაზე დაგეთანხმები.კი უხეშობს.მაგრამ ფერმინსაც ჯობია და ტორესაც ორივეს ერთად.
აბდეს დრო მთლიანად ფერანს უნდა მიეცეს. ბარსა უნდა დაუბრუნდეს 4-3-3ს. ჩავის ექსპერიმენტები ყელშია უკვე და აშკარად არ ამართლებს. კანსელუს მოსვლის მერე ძირითადი ასეთი უნდა იყოს:
ტერ შტეგენი-კანსელუ-კუნდე-კრისტენსენი-ბალდე-ფრენკი-პედრი-გიუნდოგანი-ფატი-ლევანდოვსკი-ფერანი.
რათქმაუნდა შანსი არაა ჩავიმ 3 შემტევით დაიწყოს თამაში და გავი-რომეუ არ შეტენოს ძირითადში, რას ვიზამთ. მოგვიწევს ვუყუროთ ისევ ფაფხურს და სვარკას.
ჩავის ბოლომდე მჯეროდა, მაგრამ ამ სეზონში უკვე აღარ ავიტან ბარსას და მისი ფანების ამდენ შერცხვენას. 3 ტიტული თუ არ დადო წელს გააგდონ წიხლისკვრით ეგ კაცი. შემადგენლობა ძალიან მაგარი გვყავს და კარგი მწვრთნელი ლიგის მეოთხედფინალს დადებდა ამ გუნდით.
გავის უხეშობები და სულ კამათი მსაჯებთან მარტო მე მაღიზიანებს???? ძირითადის კაცი არაა ეგ ჯერ