workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
პარი სენ-ჟერმენს ანსუ ფატის დამატებაც სურს

პარი სენ-ჟერმენს ანსუ ფატის დამატებაც სურს

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” გადავა, შესაძლოა, ანსუ ფატი იყოს. ინფორმაციას As ავრცელებს.

მადრიდული გამოცემის ცნობით 20 წლის ესპანელი თავდამსხმელი მოსწონს ეროვნულ ნაკრებში მის ყოფილ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, რომელიც ამჟამად პსჟ-ს დამრიგებელია.

იმავე წყაროს ინფორმაციით პარიზული კლუბი “ბარსელონასთვის” გასაგზავნ ოფიციალურ წინადადებას უკვე ამზადებს.

ფატი ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება, მაგრამ “ბლაუგრანაში” იციან, რომ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შესაძლოა, მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა მოუხდეთ. თუ პსჟ-ს წინადადება სარფიანი იქნება, ეს მტკივნეული ნაბიჯი სწორედ ფატის გაყიდვა გამოდგება.

დიდი ხნის განმავლობაში ფატი “ბარსას” დატოვებაზე უარს ამბობდა, თუმცა უსმან დემბელესთან მისი ახლო მეგობრობა და ლუის ენრიკეს ფაქტორი As-ს აფიქრებინებს, რომ ამჯერად ის, შესაძლოა, გუნდის გამოცვლას დასთანხმდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • Rick Sanchez
    schedule 07 აგვ 2023, 11:03

    ერთადერთი მარცხენა შემტევია გუნდში და თან ფორმაში შედის. ეს თუ გაყიდეს აბდეს და ტორესს უყურეთ თქვენ (ხელმძღვანელობა).

  • Messiah
    schedule 07 აგვ 2023, 00:44

    130 მილიონი .

    p.s ვიცი რო არ ღირს ამდენი

  • Rolex
    schedule 07 აგვ 2023, 00:12

    ციტატა: nika 54
    დაუდასტურებელი და არაოფიციალური ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოეში და ედერ მილიტაო კილიან მბაპეს განსაკუთრებულად ელოდებიან…"
    ვერ არიან მეზღაპრეები?


    ადმინი ხელოვნების ნიმუშია😄

    ციტატა: nika 54
    დაუდასტურებელი და არაოფიციალური ინფორმაციით,


    🤦😃😃

  • nika 54
    schedule 06 აგვ 2023, 22:52

    არსად ეს არ წავა, ან უნდათ კია? მოვიდა მოთხოვნა თუ ჰალას ადმინივით წერთ: " დაუდასტურებელი და არაოფიციალური ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოეში და ედერ მილიტაო კილიან მბაპეს განსაკუთრებულად ელოდებიან…"
    ვერ არიან მეზღაპრეები?

    ციტატა: me da barca
    ფატიზე წინ თუ ვინმეა გასაყიდი ეს ტორესია.


    და ლანგლე.

  • me da barca
    schedule 06 აგვ 2023, 21:01

    ფატიზე წინ თუ ვინმეა გასაყიდი ეს ტორესია.

  • Zura Gviniashvili
    schedule 06 აგვ 2023, 20:04

    ციტატა: Barca for life
    ასე მგონია რომ ფატიმ ფორმაში შესვლა დაიწყო, თან ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.
    სიტყვაზე 25-26 წლის რომ იყოს კიდე ხო, მაგრამ 20 წელი არაფერია ფეხბურთელისთვის, ამიტომ ხელი არ დაედოს!
    თუ მაინცდამაინც 100მილიონი დაიდოს და წაიღონ, თუ არადა კაპიკებში კარგად გვეყოლონ.
    მეორე მხრივ, რა თქმა უნდა 1 ფატის გაშვებით როცა ბერნარდო, როკე და კანსელუ მოვლენ, არც უნდა დაფიქრდე ისე უნდა გაუშვა, მაგრამ სიტყვაზე ამან რომ ფორმა აკრიფოს და უმაგრესი ვინგერი დადგეს, მაშინ სანანებელი გვექნება, რადგან ბერნარდუ და კანსელო 5 წელში დაგვტოვებენ ფატის კიდე 15 წელი შეეძლება თამაში. პოტენციალი და უდიდესი ტალანტი რომ ჰქონდა უკვე დაგვანახა, ფორვარდის ინსტინქტებიც აქვს და მოკლედ ამ პოტენციალის გამო კიდევ 1 შანსს იმსახურებს, ხოლო ბერნარდუმ თუ ისედაც არ იბრძოლა აქ მოსასვლელად მაშინ ფატის მსგავსი კულეს დათმობა, ვიღაც ნეიტრალური ტიპის გამო ნაღდად არ უნდა გვიღირდეს.


    ამ ფეხბურთელში 50 მზე მეტს არ შესთავაზებს პსჟ. 80 იც რომ შესთავაზონ უნდა გაიყიდოს.. მაგას ცოტას დამატებ და კვარაცხელიას დონის მოვა ვინგერად

  • რივალდო-მესი
    schedule 06 აგვ 2023, 19:52

    ციტატა: საბა კაპანაძე
    მგონი ნელნელა იწმინდება გუნდი რაც კარგია:)) მაგრამ დრო არცთუისე ბევრია შემცვლელების მოსაყვანად


    ვინ შემცვლელები თუ ძმა ხარ. ვილოცოთ რომ აღარავინ არ გაყიდონ, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ან ვერავის მოიყვანენ ან იმაზე ძვირიანს და იმაზე ცუდს ვისაც გაყიდიან.

  • Bakero
    schedule 06 აგვ 2023, 19:13

    და " კადისის " რისხვა ფერან ტორესი არ უნდათ ? ჯერ 55 მილიონიანებით დაიწყონ

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 06 აგვ 2023, 18:52

    ბარსელონაში იქნება თუ სხვაგან თავის სათქმელს იტყვის ეს ბიჭი და მერე გულისწყვეტა გვიანი იქნება და ძვირიც wink

  • NEYBarca
    schedule 06 აგვ 2023, 18:48

    80 მილიონი და ჯანდაბას გაგატანთ 😃

  • davidus2020
    schedule 06 აგვ 2023, 18:45

    ციტატა: ChuxrELia
    ენრიკემ იქნებ ფერანიც წაიყვანოს, კი იცის რა ზომაცაა 😀


    არ წაიყვანს მის გოგოს დასცილდა😂

  • ChuxrELia
    schedule 06 აგვ 2023, 18:40

    ენრიკემ იქნებ ფერანიც წაიყვანოს, კი იცის რა ზომაცაა 😀

  • საბა კაპანაძე
    schedule 06 აგვ 2023, 18:40

    მგონი ნელნელა იწმინდება გუნდი რაც კარგია:)) მაგრამ დრო არცთუისე ბევრია შემცვლელების მოსაყვანად