workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არნაუ ტენასი პარი სენ-ჟერმენში გადასვლასთან ახლოსაა

არნაუ ტენასი პარი სენ-ჟერმენში გადასვლასთან ახლოსაა

არნაუ ტენასი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან ახლოსაა, მაგრამ ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

პსჟ-ის ახალ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესა და ტენასს საერთო აგენტი ჰყავთ. ლუჩოს არნაუს სტილი ძალიან მოსწონს. იმის ფონზე, რომ პარიზელთა რიგებს კეილორ ნავასი ტოვებს და სერხიო რიკოს მძიმე ტრავმა აქვს, მათ ახალი სათადარიგო მეკარე სჭირდებთ. რჩეული კანდიდატი ტენასია, რომელსაც მომავალში პირველი მეკარეობის ამბიცია ექნება.

ტენასს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა. კატალონიურ კლუბს მისი ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივების უფლება ჰქონდა, მაგრამ არ გამოიყენა, ახლა კი, თუ ახალგაზრდა მეკარის შენარჩუნება სურს, მასთან მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • Rick Sanchez
    schedule 25 ივლ 2023, 14:44
    #11

    თამაშის შანსი არ ექნება, დონარუმა 25 წლისაც არ არის მგონი და სკამზე ჯდომა უნდა წლობით?

  • nika 54
    schedule 25 ივლ 2023, 06:01
    #10

    იმდენიც ვერ მოახერხეს პსჟ-სთვის ცოტა ფული მაინც აეხიათ.

  • azulgerana
    schedule 25 ივლ 2023, 03:31
    #9

    შეგახსენებთ … შტეგენმა თქვა კოპაც მე უნდა ვიდგე და ამხანაგურებიცო თორე წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდიდან მივდივარო.

  • Don_Andresito
    schedule 25 ივლ 2023, 01:33
    #8

    პენიას ეს მერჩივნა სულ მარა ტენასი კი არა ვინც გვყავს ეგენი დაგვარეგისტრირებინა და აღარ დავეძებ არაფერს

  • Pirat❤️💙
    schedule 25 ივლ 2023, 01:33
    #7

    ჩემი აზრით მალე ბარსაშიც შეეძლო ძირითადისთვის ებრძოლა გაეშვათ პენია და დაეტოვებინათ არნაუ კოპაზე ეთამაშა ხოლმე ძაან დიდი მომავალი აქ ამ ბიჭს

  • Barca1980
    schedule 25 ივლ 2023, 00:29
    #6

    და რატო არ გამოიყენა ? ტენასს ძალიან მაგარი ჩემპიონატი ქონდა , ცოტა დააკლდა ესპანეთს მოგებამდე , თვითონაც საიმედოდ იდგა კარებში , თასზე მაინც ათამაშეთ , რომ მოტივაცია მიეცეს , მარტო სკამზე ჯდომა როცა ამბიცია გაქვს ძალიან ძნელია . არ არის გასაშვები ეს ბიჭი , ძალიან მაგარი მეკარე დადგება ამისგან .

  • me da barca
    schedule 25 ივლ 2023, 00:17
    #5

    თანაც უფასოდ მიყავს მაგ შავ**კა ხალიფას, აქეთ კი რიყის ქვა, რომ მოგინდეს მაგას არ მოგყიდის ეგ დედა აფეთქებული, არათუ უფასოდ გაგატანს.

  • Maestro 6
    schedule 25 ივლ 2023, 00:13
    #4

    ხოდა ამაში გავცვალოთ მბალე😜

  • DesmondHume
    schedule 24 ივლ 2023, 23:56
    #3

    Vis ushvebt da sad ushvebt kargit ra. An tu ushvebs gaaijaret mainc. Mere penas miecit praqtika ro normalur fasad gaiyidos, da es davabrunot amasobashi.

  • Griezzy7
    schedule 24 ივლ 2023, 23:33
    #2

    რა მეკარეს კარგავენ ტიპები, ინიაკი პენია არ მოგაკლოთ ღმერთმა. ფუიიი

  • CHEPE
    schedule 24 ივლ 2023, 23:33
    #1

    ფუ რა ღლეა ტიპი პსჟ სკამის ხეხვა ურჩევნია ბარსელონაში ყოფნას ეჰ როდის მოვა ის დრო აქეთ რომ დაიწყებენ ხვერწნას როგორც წლების წინ იყო ბარსელონასი კონკურენციის შიშის გამო რომ ვერ მოდიოდნენ